https://sputnik-georgia.com/20211125/kaxa-kalaze-mzadaa-itanamsromlos-sakrebulosi-warmodgenil-yvela-partiastan-262376503.html
კახა კალაძე მზადაა ითანამშრომლოს საკრებულოში წარმოდგენილ ყველა პარტიასთან
კახა კალაძე მზადაა ითანამშრომლოს საკრებულოში წარმოდგენილ ყველა პარტიასთან
Sputnik საქართველო
უახლოეს მომავალში მერმა უნდა წარუდგინოს საკრებულოს დასამტკიცებლად მთავრობის ახალი შემადგენლობა 25.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-25T21:30+0400
2021-11-25T21:30+0400
2021-11-25T21:30+0400
ახალი ამბები
თბილისის საკრებულო
თბილისი დღეს
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0d/259556987_0:177:1704:1136_1920x0_80_0_0_15c8167ada646d56a7ef545750a0132e.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე მზადაა ითანამშრომლოს საკრებულოში წარმოდგენილ ყველა პარტიასთან.ოთხშაბათს კალაძემ თბილისის მერის თანამდებობა მეორე ვადით ოფიციალურად დაიკავა. უახლოეს მომავალში მას საკრებულოს წინაშე ახალი მთავრობის წარდგენა მოუწევს, შემდეგ კი საკრებულოს მიერ დამტკიცებული თბილისის მთავრობა 2022 წლის ქალაქის ახალ ბიუჯეტს წარადგენს.ამასთან მან აღნიშნა, რომ პირველი ვადის დროსაც სთავაზობდა თანამშრომლობას ყველა პარტიას , მაგრამ ოპოზიციამ ეს წინადადება უარყო.თბილისის ახლადარჩეულ საკრებულოში, რომელთანაც კალაძე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იმუშავებს, მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ჰყავს 29 დეპუტატი, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - 13 დეპუტატი, პარტიას „საქართველოსთვის“ - 4 დეპუტატი, პარტიას „ლელო საქართველოსთვის" - 2 დეპუტატი, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 1 დეპუტატი და პარტიას „ხალხისთვის" - 1 დეპუტატი.როდის შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას ახლადარჩეული საკრებულო, ჯერჯერობით უცნობია.
https://sputnik-georgia.com/20211105/rogor-gadanawilda-adgilebi-batumisa-da-tbilisis-sakrebuloebshi-261822294.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0d/259556987_150:126:1496:1136_1920x0_80_0_0_90c71547a17dce6f1094b73682ac6285.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თბილისის საკრებულო, თბილისი დღეს, საქართველო
ახალი ამბები, თბილისის საკრებულო, თბილისი დღეს, საქართველო
კახა კალაძე მზადაა ითანამშრომლოს საკრებულოში წარმოდგენილ ყველა პარტიასთან
უახლოეს მომავალში მერმა უნდა წარუდგინოს საკრებულოს დასამტკიცებლად მთავრობის ახალი შემადგენლობა
თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე მზადაა ითანამშრომლოს საკრებულოში წარმოდგენილ ყველა პარტიასთან.
ოთხშაბათს კალაძემ თბილისის მერის თანამდებობა მეორე ვადით ოფიციალურად დაიკავა. უახლოეს მომავალში მას საკრებულოს წინაშე ახალი მთავრობის წარდგენა მოუწევს, შემდეგ კი საკრებულოს მიერ დამტკიცებული თბილისის მთავრობა 2022 წლის ქალაქის ახალ ბიუჯეტს წარადგენს.
„მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რომლებიც საკრებულოში არიან წარმოდგენილი, ასევე მზად არიან ჩემი თანაგუნდელები“, - განუცხადა ჟურნალისტებს კალაძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ პირველი ვადის დროსაც სთავაზობდა თანამშრომლობას ყველა პარტიას , მაგრამ ოპოზიციამ ეს წინადადება უარყო.
თბილისის ახლადარჩეულ საკრებულოში, რომელთანაც კალაძე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იმუშავებს, მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ჰყავს 29 დეპუტატი, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - 13 დეპუტატი, პარტიას „საქართველოსთვის“ - 4 დეპუტატი, პარტიას „ლელო საქართველოსთვის" - 2 დეპუტატი, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 1 დეპუტატი და პარტიას „ხალხისთვის" - 1 დეპუტატი.
როდის შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას ახლადარჩეული საკრებულო, ჯერჯერობით უცნობია.