როგორ გადანაწილდა სადეპუტატო სავარძლები თბილისისა და ბათუმის საკრებულოებში

გამოწერა
2021 წლის ოქტომბერში საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების პირველი და მეორე ტურები ჩატარდა.
მეორე ტურში მოქალაქეები ირჩევდნენ მერებს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქში და ოთხ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში არჩევნების პირველ ტურში კანდიდატებმა ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტის მიღება ვერ შეძლეს.
გარდა ამისა, 24 ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები გაიმართა.
თუ თბილისის საკრებულოში სადეპუტატო მანდატების უმრავლესობა მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ მოიპოვა, ბათუმში დეპუტატების უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს.
ოპოზიციურ პარტიებს მთლიანობაში უმრავლესობა მოპოვებული აქვთ რუსთავის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და სენაკის საკრებულოებში. რაც შეეხება მერების არჩევნებს, წალენჯიხაა ერთადერთი რაიონი, სადაც მერი ოპოზიციის წარმომადგენელი გახდა. დანარჩენ ყველა ქალაქსა და რაიონში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
საქართველოში მერებსა და საკრებულოს დეპუტატებს ოთხი წლის ვადით ირჩევენ. მერებს საკმაოდ ფართო უფლებამოსილება აქვთ, მათ შორისაა რაიონში სამსახურების ხელმძღვანელების დანიშვნა. გარდა ამისა, მერია ადგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, რომელიც საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.
ამასთან, ქალაქის მერი ვალდებულია გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით წარდგეს საკრებულოს დეპუტატების წინაშე. მერების ეფექტური მუშაობა პირდაპირ დაკავშირებულია საკრებულოსთან ხარისხიან თანამშრომლობაზე.
„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში დაწვრილებით გაიგებთ, თუ როგორ გადანაწილდა პოლიტიკური ძალები თბილისსა და ბათუმში.
ყველა ახალი ამბავი
0