https://sputnik-georgia.com/20211105/rogor-gadanawilda-adgilebi-batumisa-da-tbilisis-sakrebuloebshi-261822294.html
როგორ გადანაწილდა სადეპუტატო სავარძლები თბილისისა და ბათუმის საკრებულოებში
როგორ გადანაწილდა სადეპუტატო სავარძლები თბილისისა და ბათუმის საკრებულოებში
Sputnik საქართველო
2021 წლის ოქტომბერში საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების პირველი და მეორე ტურები ჩატარდა. 05.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-05T18:17+0400
2021-11-05T18:17+0400
2021-11-05T22:35+0400
ინფოგრაფიკა
მულტიმედია
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/05/261823171_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_0aa0af5ba6ca04bb2d113d1eb673246f.png
მეორე ტურში მოქალაქეები ირჩევდნენ მერებს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქში და ოთხ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში არჩევნების პირველ ტურში კანდიდატებმა ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტის მიღება ვერ შეძლეს.გარდა ამისა, 24 ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები გაიმართა.თუ თბილისის საკრებულოში სადეპუტატო მანდატების უმრავლესობა მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ მოიპოვა, ბათუმში დეპუტატების უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს.ოპოზიციურ პარტიებს მთლიანობაში უმრავლესობა მოპოვებული აქვთ რუსთავის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და სენაკის საკრებულოებში. რაც შეეხება მერების არჩევნებს, წალენჯიხაა ერთადერთი რაიონი, სადაც მერი ოპოზიციის წარმომადგენელი გახდა. დანარჩენ ყველა ქალაქსა და რაიონში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.საქართველოში მერებსა და საკრებულოს დეპუტატებს ოთხი წლის ვადით ირჩევენ. მერებს საკმაოდ ფართო უფლებამოსილება აქვთ, მათ შორისაა რაიონში სამსახურების ხელმძღვანელების დანიშვნა. გარდა ამისა, მერია ადგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, რომელიც საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.ამასთან, ქალაქის მერი ვალდებულია გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით წარდგეს საკრებულოს დეპუტატების წინაშე. მერების ეფექტური მუშაობა პირდაპირ დაკავშირებულია საკრებულოსთან ხარისხიან თანამშრომლობაზე.„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში დაწვრილებით გაიგებთ, თუ როგორ გადანაწილდა პოლიტიკური ძალები თბილისსა და ბათუმში.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/05/261823171_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_764ebf4b934d6f04ec967ad0c7acd2ef.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინფოგრაფიკა, მულტიმედია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, инфографика
ინფოგრაფიკა, მულტიმედია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, инфографика
როგორ გადანაწილდა სადეპუტატო სავარძლები თბილისისა და ბათუმის საკრებულოებში
18:17 05.11.2021 (განახლებულია: 22:35 05.11.2021) 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების პირველი და მეორე ტურები ჩატარდა.
მეორე ტურში მოქალაქეები ირჩევდნენ მერებს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქში და ოთხ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში არჩევნების პირველ ტურში კანდიდატებმა ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტის მიღება ვერ შეძლეს.
გარდა ამისა, 24 ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები გაიმართა.
თუ თბილისის საკრებულოში სადეპუტატო მანდატების უმრავლესობა მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ მოიპოვა, ბათუმში დეპუტატების უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს.
ოპოზიციურ პარტიებს მთლიანობაში უმრავლესობა მოპოვებული აქვთ რუსთავის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და სენაკის საკრებულოებში. რაც შეეხება მერების არჩევნებს, წალენჯიხაა ერთადერთი რაიონი, სადაც მერი ოპოზიციის წარმომადგენელი გახდა. დანარჩენ ყველა ქალაქსა და რაიონში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
საქართველოში მერებსა და საკრებულოს დეპუტატებს ოთხი წლის ვადით ირჩევენ. მერებს საკმაოდ ფართო უფლებამოსილება აქვთ, მათ შორისაა რაიონში სამსახურების ხელმძღვანელების დანიშვნა. გარდა ამისა, მერია ადგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, რომელიც საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.
ამასთან, ქალაქის მერი ვალდებულია გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით წარდგეს საკრებულოს დეპუტატების წინაშე. მერების ეფექტური მუშაობა პირდაპირ დაკავშირებულია საკრებულოსთან ხარისხიან თანამშრომლობაზე.
„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში დაწვრილებით გაიგებთ, თუ როგორ გადანაწილდა პოლიტიკური ძალები თბილისსა და ბათუმში.