მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკავშირი საზღვრების კვეთის წესებს ცვლის

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში ევროკავშირის დროშა
 ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2021
გამოწერა
თბილისი, 25 ნოემბერი − Sputnik. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებიდან გამომდინარე, ევროკავშირი საზღვრების გადაკვეთის წესებს შეცვლის, განაცხადა ჯანდაცვის საკითხთა კომისარმა სტელა კირიაკიდესმა.
ევროკომისრის თქმით, საზღვრების გადაკვეთის წესები უახლოეს დღეებში შეიცვლება.
 საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ჯანმო განგაშს ტეხს: მარტში ევროპაში 500 ათასი სიკვდილია მოსალოდნელი
როგორც გამოცემა La Razon-ი წერს, ამ დროისათვის უცნობია, კონკრეტულად რა ცვლილებებზეა საუბარი.

„ზამთარი ძალიან მძიმე იქნება. დეკემბერსა და იანვარში საავადმყოფოებს დიდი დატვირთვა დააწვება“, − აღნიშნა კირიაკიდესმა.

მისი თქმით, ქვეყნებს, რომლებშიც მოსახლეობის 80%-ზე ნაკლებია აცრილი, COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად შეზღუდვების გაძლიერება მოუწევთ. მან ასევე ისაუბრა ვაქცინაციის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ თითოეულ ქვეყანას შეუძლია მკაცრი ზომები გაატაროს დაავადებულთა რაოდენობის ზრდის ფონზე.
მანამდე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიუროს დირექტორმა ჰანს კლუგემ ივარაუდა, რომ მომდევნო წლის მარტისთვის ევროპაში COVID-19-ით კიდევ ნახევარ მილიონზე მეტი კაცი გარდაიცვლება. მისი თქმით, ცივი ამინდების, მთელ რიგ ქვეყნებში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლებისა და უფრო გადამდები შტამების გაჩენის კვალდაკვალ ევროპაში კორონავირუსის მორიგი ტალღაა მოსალოდნელი.
ყველა ახალი ამბავი
0