Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ჯანმო განგაშს ტეხს: მარტში ევროპაში 500 ათასი სიკვდილია მოსალოდნელი

© AP Photo / Vadim Ghirda საავადმყოფო
 საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
გამოწერა
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ევროპის რამდენიმე ქვეყანა კორონავირუსული ინფექციის ახალ ტალღას შეეჯახა, რომელსაც თან ახლავს ინფიცირების მაღალი დონე და ამის გამო COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვმა მომავალი წლის მარტისთვის შესაძლოა 500 ათასს მიაღწიოს, განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ BBC-სთან საუბრისას.
მისი თქმით, სიკვდილიანობის ეს მაჩვენებელი იმ შემთხვევაში დადგება, თუ ევროპა გადაუდებელ ზომებს არ გაატარებს კოროვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ.
კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
მსოფლიოში იკლებს, ევროპაში იმატებს: ჯანმო COVID-19-ზე ახალ ყოველკვირეულ ანგარიშს აქვეყნებს
ამასთან კლუგემ ჩამოთვალა რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც COVID-19-ის ახალი ტალღის წარმოქმნას უწყობს ხელს. ესენია: ზამთრის სეზონი, ვაქცინაციის დაბალი დონე და უფრო გადამდები „დელტა“ შტამის გაბატონება რეგიონში. ამასთან დაკავშირებით მან მოუწოდა ქვეყნებს ვაქცინაციის ტემპების დაჩქარებისკენ, ძირითადი საკარანტინო შეზღუდვების დაცვისა და ახალი სამკურნალო საშუალებების დანერგვისკენ.
ვაქცინაციის თემაზე საუბრისას ჯანმოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სავალდებულო აცრები უნდა განიხილებოდეს მხოლოდ როგორც უკიდურესი საშუალება, თუმცა ხალხი მაქსიმალურად აქტიურად უნდა იყოს ინფორმირებული ვაქცინაციის სარგებლობის შესახებ.

ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ კოვიდ-პასპორტების შემოღება, რამაც მასიური პროტესტები გამოიწვია ევროპაში, არის „არა თავისუფლების შეზღუდვა, არამედ ჩვენი ინდივიდუალური თავისუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტი“.

როგორც ცნობილია, ავსტრია პირველი ევროპული სახელმწიფო გახდა, რომლის ხელისუფლებამაც უკვე გამოაცხადა, რომ თებერვლიდან ქვეყანაში COVID-19-ზე ვაქცინაცია სავალდებულო ხდება, ვინაიდან ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მაღალია. ამ დროისათვის ქვეყანაში ახალი „ეროვნული ლოკდაუნია“ გამოცხადებული ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლებისა და ვაქცინაციის დაბალი დონის გამო.
მრავალი სხვა ევროპული ქვეყანა ასევე აწესებს ახალ შემზღუდავ ზომებს, რადგან შემთხვევების რაოდენობა იზრდება. მათ შორის არიან ჩეხეთი, სლოვაკეთი, ნიდერლანდი, გერმანია და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0