https://sputnik-georgia.com/20211028/janmos-yovelkvireuli-angarisi-koronavirusze-261556080.html
მსოფლიოში იკლებს, ევროპაში იმატებს: ჯანმო COVID-19-ზე ახალ ყოველკვირეულ ანგარიშს აქვეყნებს
მსოფლიოში იკლებს, ევროპაში იმატებს: ჯანმო COVID-19-ზე ახალ ყოველკვირეულ ანგარიშს აქვეყნებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში COVID-19-ით დაავადებისა და გარდაცვალების რიცხვი მხოლოდ ოდნავ გაიზარდა, რასაც ვერ ვიტყვით... 28.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-28T10:38+0400
2021-10-28T10:38+0400
2023-07-20T15:53+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
covid-19
ჯანმო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261435642_0:188:3073:1916_1920x0_80_0_0_74cb31f4683a691d46ae848d7b8ad3b3.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში COVID-19-ით დაავადებისა და გარდაცვალების რიცხვი მხოლოდ ოდნავ გაიზარდა, რასაც ვერ ვიტყვით ევროპის რეგიონზე, ნათქვამია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში.ჯანმოს ცნობით, გასული შვიდი დღის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსული დაავადების 2.9 მილიონზე მეტი შემთხვევა და 49.000-ზე მეტი გარდაცვალების ფაქტი გამოვლინდა, რაც, შესაბამისად, 4% და 5%-იანი ზრდის ტოლფასია.რაც შეეხება ევროპას, უკვე ზედიზედ მეოთხე კვირაა გრძელდება COVID-19-ის შემთხვევების შედარებით ინტენსიური მატება. გასულ კვირაში კონტინენტზე 18%-იანი ზრდა დაფიქსირდა წინა კვირასთან შედარებით.ჯანმოს ცნობით, ბოლო შვიდ დღეში, წინა კვირასთან შედარებით, ევროპაში COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი 14%-ით, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 13%-ით გაიზარდა.ახალი ყოველკვირეული შემთხვევები ყველაზე მეტად შემცირდა აფრიკის რეგიონსა (21%) და წყნარი ოკეანის რეგიონის დასავლეთ ნაწილში (17%).სულ პანდემიის დაწყების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 243 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 4,9 მლნ ადამიანზე მეტი.
https://sputnik-georgia.com/20211026/gebreiesusma-pandemiis-damarcxebis-sami-aucilebeli-nabiji-daasaxela-261485722.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261435642_22:0:2753:2048_1920x0_80_0_0_9a457e7d272a3f009294b9e1980e3969.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
covid-19, ჯანმო , მსოფლიოს ახალი ამბები
covid-19, ჯანმო , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში COVID-19-ით დაავადებისა და გარდაცვალების რიცხვი მხოლოდ ოდნავ გაიზარდა, რასაც ვერ ვიტყვით ევროპის რეგიონზე,
ნათქვამია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში.
ჯანმოს ცნობით, გასული შვიდი დღის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსული დაავადების 2.9 მილიონზე მეტი შემთხვევა და 49.000-ზე მეტი გარდაცვალების ფაქტი გამოვლინდა, რაც, შესაბამისად, 4% და 5%-იანი ზრდის ტოლფასია.
რაც შეეხება ევროპას, უკვე ზედიზედ მეოთხე კვირაა გრძელდება COVID-19-ის შემთხვევების შედარებით ინტენსიური მატება. გასულ კვირაში კონტინენტზე 18%-იანი ზრდა დაფიქსირდა წინა კვირასთან შედარებით.
ჯანმოს ცნობით, ბოლო შვიდ დღეში, წინა კვირასთან შედარებით, ევროპაში COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი 14%-ით, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 13%-ით გაიზარდა.
ახალი ყოველკვირეული შემთხვევები ყველაზე მეტად შემცირდა აფრიკის რეგიონსა (21%) და წყნარი ოკეანის რეგიონის დასავლეთ ნაწილში (17%).
სულ პანდემიის დაწყების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 243 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 4,9 მლნ ადამიანზე მეტი.