რა დაავადებებზე მეტყველებს ყლაპვისას ყელის ტკივილი – მიაქციეთ ყურადღება!
16:44 24.11.2021 (განახლებულია: 21:41 24.11.2021)
გამოწერა
თბილისი, 24 ნოემბერი − Sputnik. ყლაპვის დროს ყელის ტკივილი ბევრი ადამიანისთვისაა ნაცნობი, რაც ყველაზე ხშირად გაციების დროს ხდება, თუმცა ეს შესაძლოა სხვა დაავადებების მანიშნებელი იყოს.
სპეციალისტების თქმით, ყლაპვისას ყელის ტკივილი შედარებით იშვიათად შეიძლება იყოს:
ალერგიული რეაქციების,
ფარისებრი ჯირკვლის დაავადების,
საყლაპავისა და ხორხის ონკოლოგიური დაავადებების ნიშანი.
უფრო ხშირად კი ეს მდგომარეობა მეტყველებს ვირუსულ, ბაქტერიულ თუ სოკოვან ინფექციებზე.
19 ნოემბერი 2021, 16:06
როგორც ექიმები გვაფრთხილებენ, ყელის ძლიერი ტკივილი ყლაპვისას შეიძლება იყოს საგანგაშო, თუ:
თან ახლავს უეცარი შეშუპება, რომელიც ართულებს სუნთქვას. ხოლო სუნთქვას თან ახლავს ხიხინი ან სტვენა;
ადამიანს ნერწყვის გადაყლაპვაც კი უჭირს.
ორივე შემთხვევაში აუცილებელია, რომ გადაუდებლად მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ გამოკვლევა.
გარდა ამისა, სპეციალისტთან ვიზიტი გარდაუვლად აუცილებელია, თუ:
ყელის ტკივილი გრძელდება 48 საათზე მეტი ხნის განმავლობაში − ტემპერატურის აწევისა და რესპირატორული დაავადების სხვა სიმპტომების გარეშე;
გადიდებულია კისრის ლიმფური კვანძები;
ჩახლეჩილია ხმა;
ჩნდება ჩირქოვანი საცობები ყელის უკანა ნაწილსა თუ ნუშურა ჯირკვლებში.
ამასთან მედიკოსები განმარტავენ, რომ ყლაპვისას წარმოქმნილი ყელის ტკივილის შესამსუბუქებლად საჭიროა:
გამორიცხოთ ცხელი, ძალიან ცივი და ცხარე საკვები, რაც ყელს აღიზიანებს,
უარი თქვათ მოწევაზე,
ილაპარაკოთ შეძლებისდაგვარად ცოტა, რათა ხმის იოგები არ დაძაბოთ,
სვათ მეტი სითხე,
გამოივლოთ ყელი ყოველ 1,5-2 საათში ერთხელ და შეისხუროთ სპეციალური სპრეები;
მიიღოთ გასაწოვი აბები (სტრეპსილსი, სეპტოლეტე და ა.შ.), რომლებიც აქრობს ანთებას და აქვთ ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი,
38°ზე მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში მიიღოთ სიცხის დამწევი პრეპარატი (პარაცეტამოლი, ასპირინი თუ იბუპროფენი).
ამასთან სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ყლაპვისას ყელის ტკივილი საკვების ბრალიც იყო − მაგალითად, უხეში საკვების გადაცდომა ან თუნდაც თევზის ფხის გაჭედვა პირხახის რბილ ქსოვილებში. თუ საქმე მხოლოდ ამასთან გვაქვს, მაშინ ექიმი უბრალოდ მოგაშორებთ უცხო სხეულს და ტკივილი ამით გაქრება.
