მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

განიკურნეთ შაკიკისგან: მეცნიერებმა ახალი უმარტივესი მეთოდი აღწერეს

© Pexels / Marcus Aureliusთავის ტკივილი
თავის ტკივილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
გამოწერა
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა მცენარეული დიეტის დახმარებით განკურნეს ადამიანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იტანჯებოდა შაკიკით და არანაირი მკურნალობა არ შველოდა. დიეტის შეცვლიდან სამ თვეში შაკიკი გაქრა და უკვე რვა წელია აღარ განმეორებულა. შემთხვევა აღწერილია ჟურნალ BMJ Case Reports-ში.
როგორც ირკვევა, კლინიკაში მოხვედრამდე 60 წლის მამაკაცი 12,5 წლის განმავლობაში იტანჯებოდა შაკიკის რთული ფორმით. მას ყოველთვიურად ოთხიდან ექვსამდე მძიმე შეტევა ემართებოდა, რომელთაგან თითოეული 72 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში პაციენტს ჰქონდა გაზრდილი მგრძნობელობა სინათლისა და ხმის მიმართ, ასევე აღენიშნებოდა გულისრევის შეგრძნება და პირღებინება. ასეთი ტკივილები ყოველთვიურად 12-18 დღე გრძელდებოდა.
თავის ტკივილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
მიაქციეთ ყურადღება! ექიმმა შაკიკის უჩვეულო მიზეზი დაასახელა
ექიმთან ვიზიტამდე ექვსი თვით ადრე შაკიკის შეტევების რაოდენობა თვეში ექვს-რვამდე, ანუ 18-24 დღემდე გაიზარდა. მამაკაცი ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებსაც იღებდა, პოტენციურად შაკიკის გამომწვევ საკვებსაც ერიდებოდა (შოკოლადი, ყველი, თხილი, კოფეინი, ჩირი) და იოგასა და მედიტაციასაც მიმართავდა, მაგრამ არაფერი შველოდა.
სისხლის ანალიზს არ გამოუვლენია ანთებები, ამასთან პაციენტს ბეტა-კაროტინის ნორმალური დონე ჰქონდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მან გაამხილა, რომ ყოველდღე მიირთმევდა ტკბილ კარტოფილს, ექიმებმა მას რაციონის შეცვლა და დიეტა LIFE (Low Inflamasted Foods Everyday — დაბალი ანთებადობის საკვები ყოველდღე) შესთავაზეს, რომელიც მოიცავს მუქ მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულსა და მწვანე სმუზის ყოველდღე, ასევე ზღუდავს მთელმარცვლოვანი პროდუქტების, სახამებლის შემცველი ბოსტნეულის, ცხიმებისა და ცხოველური ცილების რაოდენობას, განსაკუთრებით რძის პროდუქტებსა და წითელ ხორცს.
თავის ტკივილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2020
შაკიკის პრობლემა: დასახელდა პროდუქტები, რომლებიც თავის ტკივილს იწვევს
საქმე ისაა, რომ შაკიკი ხშირად უკავშირდება სისტემურ ანთებასა და დაჟანგვით სტრესს, ხოლო მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, როგორებიცაა ისპანახი, კომბოსტო თუ წიწმატი, გარდა სასარგებლო მიკროელემენტებისა და საკვები ნივთიერებებისა, ასევე შეიცავს კაროტინოიდებს, რომლებსაც ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები აქვთ.
ახალ დიეტაზე გადასვლიდან ორი თვის შემდეგ მამაკაცს შაკიკის შეტევები თვეში ერთ დღემდე შეუმცირდა, ხოლო სამი თვის შემდეგ საერთოდ შეუწყდა. მამაკაცმა შეწყვიტა შაკიკის საწინააღმდეგო ყველა მედიკამენტის მიღება და დაიწყო ისეთი საკვების მიღება, რომლებიც ადრე თავის ტკივილს იწვევდა.
როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ანგარიშში მხოლოდ ერთი შემთხვევაა აღწერილი, რომელიც შეიძლება კვებით ალერგიასთანაც იყოს დაკავშირებული, მათ შაკიკის სიხშირის შემცირება კიდევ რამდენიმე პაციენტში დააფიქსირეს მას შემდეგ, რაც ისინი LIFE-დიეტაზე გადავიდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0