ღარიბაშვილი: არსებული ლიბერალური ნარკოპოლიტიკა აბსოლუტურად მავნებლურია

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
გამოწერა
პრემიერის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა ახალგაზრდებში.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის გადახედვის მომხრეა.
მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ამჟამად არსებული ნარკოპოლიტიკა არის მავნებლური და საზოგადოებისთვის დამაზიანებელი. მისი განცხადებით, ამ მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა ახალგაზრდებში.
ღარიბაშვილი: ამ ეტაპზე ე.წ. Land Casino-ებს არ ვეხებით>>
ღარიბაშვილის განცხადებით, უნდა შეწყდეს ახალგაზრდების მიერ ფსიქოტროპული ნარკოტიკების მოხმარება და ამ მიზნით მაქსიმალურად გამკაცრდება აფთიაქების კონტროლი.

„ნარკოპოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, რა თქმა უნდა, გამკაცრდება რეალიზაცია. აფთიაქები, რომლებიც ურეცეპტოდ, უნებართვოდ გასცემენ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, უპასუხისმგებლოდ იქცევიან და გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად ახალგაზრდების დაღუპვაში იღებენ მონაწილეობას. ეს უნდა შეჩერდეს. ამას სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა სჭირდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა პირველი არხის" ეთერში.

მისი თქმით, ნარკოდამოკიდებული ადამიანების რეაბილიტაციის ყველაზე კარგი საშუალება სპორტი და დასაქმებაა.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
პრემიერ-მინისტრი „სააფთიაქო ნარკომანიას“ ომს უცხადებს
საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლების მიმართ უფრო ლოიალური მიდგომაა, ვიდრე ნარკორეალიზატორების მიმართ. გარდა ამისა, მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზებულია და მისი მცირე ოდენობით შენახვა პირადი მოხმარების მიზნით მხოლოდ ჯარიმას ითვალისწინებს. საქართველოში დანაშაულად ითვლება ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების ჯგუფში შემავალი პრეპარატების სპეციალური რეცეპტის გარეშე სააფთიაქო ქსელში რეალიზაცია. სააფთიაქო ნარკომანიის გავრცელების აღკვეთის მიზნით ამ მედიკამენტების სია მუდმივად ივსება.
ამ დროისათვის პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული და ფსიქოტროპული პრეპარატების რეალიზაციისთვის სასჯელის გამკაცრებას. პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები ორი მოსმენით უკვე დაამტკიცა.
ყველა ახალი ამბავი
0