https://sputnik-georgia.com/20211122/premieri-saaptiaqo-narkomanias-brzolas-ucxadebs-262277851.html
პრემიერ-მინისტრი „სააფთიაქო ნარკომანიას“ ომს უცხადებს
პრემიერ-მინისტრი „სააფთიაქო ნარკომანიას“ ომს უცხადებს
Sputnik საქართველო
სააფთიაქო ნარკომანიის გავრცელების აღკვეთის მიზნით სპეციალური მედიკამენტების სია მუდმივად ივსება. 22.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-22T14:17+0400
2021-11-22T14:17+0400
2021-11-22T19:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1c/252441166_415:72:1287:562_1920x0_80_0_0_14430a64ddad9fcd49a5e34d5fdf55c9.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ფსიქოტროპული პრეპარატების გაყიდვის წესები გამკაცრდება – პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი „სააფთიაქო ნარკომანიას“ ომს უცხადებს.საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლების მიმართ უფრო ლოიალური მიდგომაა, ვიდრე ნარკორეალიზატორების მიმართ. გარდა ამისა, მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზებულია და მისი მცირე ოდენობით შენახვა პირადი მოხმარების მიზნით მხოლოდ ჯარიმას ითვალისწინებს. საქართველოში დანაშაულად ითვლება ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების ჯგუფში შემავალი პრეპარატების სპეციალური რეცეპტის გარეშე სააფთიაქო ქსელში რეალიზაცია. სააფთიაქო ნარკომანიის გავრცელების აღკვეთის მიზნით ამ მედიკამენტების სია მუდმივად ივსება. ამ დროისათვის პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული და ფსიქოტროპული პრეპარატების რეალიზაციისთვის სასჯელის გამკაცრებას. პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები ორი მოსმენით უკვე დაამტკიცა.შსს-ს მიერ ინიცირებული ცვლილებების თანახმად, ნარკოტიკული საშუალებების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო რეალიზაცია 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად 10-დან 15 წლამდე სასჯელს გამოიწვევს.გარდა ამისა, ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღება გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით, ხოლო დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში – 5-დან 10 წლამდე ვადით, კონკრეტული გარემოებიდან გამომდინარე.
https://sputnik-georgia.com/20211121/saqartvelosi-narkotikebis-gasarebaze-sasjeli-gamkacrdeba-262258808.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1c/252441166_500:79:1218:618_1920x0_80_0_0_a91af82e6c0d09207744cef1fd641b4c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში
პრემიერ-მინისტრი „სააფთიაქო ნარკომანიას“ ომს უცხადებს
14:17 22.11.2021 (განახლებულია: 19:55 22.11.2021) სააფთიაქო ნარკომანიის გავრცელების აღკვეთის მიზნით სპეციალური მედიკამენტების სია მუდმივად ივსება.
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ფსიქოტროპული პრეპარატების გაყიდვის წესები გამკაცრდება – პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი „სააფთიაქო ნარკომანიას“ ომს უცხადებს.
„ბოლო პერიოდში საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშაონ, დაკავებული არიან მავნე ნივთიერებების მოხმარებით. ამიტომ უნდა გამკაცრდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა. ამის თაობაზე გვექნება საუბარი მთავრობის სხდომაზე და მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ორშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლების მიმართ უფრო ლოიალური მიდგომაა, ვიდრე ნარკორეალიზატორების მიმართ. გარდა ამისა, მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზებულია და მისი მცირე ოდენობით შენახვა პირადი მოხმარების მიზნით მხოლოდ ჯარიმას ითვალისწინებს. საქართველოში დანაშაულად ითვლება ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების ჯგუფში შემავალი პრეპარატების სპეციალური რეცეპტის გარეშე სააფთიაქო ქსელში რეალიზაცია. სააფთიაქო ნარკომანიის გავრცელების აღკვეთის მიზნით ამ მედიკამენტების სია მუდმივად ივსება.
ამ დროისათვის პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული და ფსიქოტროპული პრეპარატების რეალიზაციისთვის სასჯელის გამკაცრებას. პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები ორი მოსმენით უკვე დაამტკიცა.
შსს-ს მიერ ინიცირებული ცვლილებების თანახმად, ნარკოტიკული საშუალებების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო რეალიზაცია 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად 10-დან 15 წლამდე სასჯელს გამოიწვევს.
გარდა ამისა, ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღება გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით, ხოლო დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში – 5-დან 10 წლამდე ვადით, კონკრეტული გარემოებიდან გამომდინარე.