https://sputnik-georgia.com/20211121/saqartvelosi-narkotikebis-gasarebaze-sasjeli-gamkacrdeba-262258808.html
საქართველოში ნარკოტიკების გასაღებისთვის სასჯელი გამკაცრდება
საქართველოში ნარკოტიკების გასაღებისთვის სასჯელი გამკაცრდება
Sputnik საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, უნდა მოხდეს არა მხოლოდ სასჯელის გამკაცრება, არამედ უკანონო ნივთიერებათა რეალიზაციისა და შენახვის ცნებების... 21.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-21T14:18+0400
2021-11-21T14:18+0400
2021-11-21T14:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23904/14/239041439_0:164:3059:1884_1920x0_80_0_0_dee8bad456e7fb454d626f9a4325111c.jpg
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა მეორე მოსმენით დაამტკიცეს ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციისთვის სასჯელის ვადები იზრდება.პარლამენტში ცვლილებები შეიტანა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლის ინიციატივით, უნდა მოხდეს არა მხოლოდ სასჯელის გამკაცრება, არამედ უკანონო ნივთიერებათა რეალიზაციისა და შენახვის ცნებების სრული გამიჯვნა.ამრიგად, ცვლილებების მიხედვით, ნარკოტიკული საშუალებების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო რეალიზაცია 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად 10-დან 15 წლამდე სასჯელს გამოიწვევს. ხოლო ამ დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 12-დან 17 წლამდე ვადით და არა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული 7-დან 14 წლამდე ვადით სასჯელს.ამასთან, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვა დაისჯება, როგორც ადრე, უვადო თავისუფლების აღკვეთით ან 8-დან 20 წლამდე ვადით. მაგრამ იმავე გარემოებებში გასაღება უკვე გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 14-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობას.ამავდროულად, კანონპროექტის ავტორები სთავაზობენ დეპუტატებს, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და ძლიერმოქმედი ნარკოტიკების შენახვისა და რეალიზაციის ცნებების სრულად გამიჯვნას.შემოთავაზებული ვერსიით, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო დამზადება, შეძენა ან გადაზიდვა დაისჯება ან ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით.ამასთან, იგივე ქმედებაზე, თუ ის უკავშირდება ძლიერმოქმედ ნივთიერებებს, სასჯელი იქნება ნაკლები - ჯარიმა ან გამასწორებელი სამუშაოები ერთ წლამდე ვადით.თუ ზემოაღნიშნული ქმედებები ჩადენილია ან პირთა ჯგუფის მიერ, ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ასევე თუ საქმე ეხება დიდ ოდენობას, მაშინ სასჯელი უფრო მკაცრი იქნება - თავისუფლების აღკვეთა 3-დან 7 წლამდე ვადით.მაგრამ ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღება გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით, ხოლო დამამძიმებელ გარემოებების არსებობის შემთხვევაში - 5-დან 10 წლამდე ვადით, კონკრეტული გარემოებიდან გამომდინარე.
https://sputnik-georgia.com/20211021/policiam-tbilisshi-11-narkorealizatori-daakava-261360161.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23904/14/239041439_163:0:2894:2048_1920x0_80_0_0_f43cfd9026e97711f23d00d5466671d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს პარლამენტი
საქართველოში ნარკოტიკების გასაღებისთვის სასჯელი გამკაცრდება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, უნდა მოხდეს არა მხოლოდ სასჯელის გამკაცრება, არამედ უკანონო ნივთიერებათა რეალიზაციისა და შენახვის ცნებების სრული გამიჯვნა.
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა მეორე მოსმენით დაამტკიცეს
ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციისთვის სასჯელის ვადები იზრდება.
პარლამენტში ცვლილებები შეიტანა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლის ინიციატივით, უნდა მოხდეს არა მხოლოდ სასჯელის გამკაცრება, არამედ უკანონო ნივთიერებათა რეალიზაციისა და შენახვის ცნებების სრული გამიჯვნა.
ამრიგად, ცვლილებების მიხედვით, ნარკოტიკული საშუალებების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო რეალიზაცია 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად 10-დან 15 წლამდე სასჯელს გამოიწვევს. ხოლო ამ დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 12-დან 17 წლამდე ვადით და არა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული 7-დან 14 წლამდე ვადით სასჯელს.
ამასთან, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვა დაისჯება, როგორც ადრე, უვადო თავისუფლების აღკვეთით ან 8-დან 20 წლამდე ვადით. მაგრამ იმავე გარემოებებში გასაღება უკვე გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 14-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობას.
ამავდროულად, კანონპროექტის ავტორები სთავაზობენ დეპუტატებს, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და ძლიერმოქმედი ნარკოტიკების შენახვისა და რეალიზაციის ცნებების სრულად გამიჯვნას.
შემოთავაზებული ვერსიით, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო დამზადება, შეძენა ან გადაზიდვა დაისჯება ან ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით.
ამასთან, იგივე ქმედებაზე, თუ ის უკავშირდება ძლიერმოქმედ ნივთიერებებს, სასჯელი იქნება ნაკლები - ჯარიმა ან გამასწორებელი სამუშაოები ერთ წლამდე ვადით.
თუ ზემოაღნიშნული ქმედებები ჩადენილია ან პირთა ჯგუფის მიერ, ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ასევე თუ საქმე ეხება დიდ ოდენობას, მაშინ სასჯელი უფრო მკაცრი იქნება - თავისუფლების აღკვეთა 3-დან 7 წლამდე ვადით.
მაგრამ ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღება გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით, ხოლო დამამძიმებელ გარემოებების არსებობის შემთხვევაში - 5-დან 10 წლამდე ვადით, კონკრეტული გარემოებიდან გამომდინარე.