პოლიციამ თბილისში 11 ნარკორეალიზატორი, მათ შორის ქალი დააკავა

© Ministry of Internal Affairs of Georgiaდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნარკორეალიზატორებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ბოლო დღეებში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავებულთა ასაკი, რომელთა შორისაც ერთი ქალი და ერთიც უცხოეთის მოქალაქეა, 20-დან 65 წლამდეა.
აღნიშნული პირებიდან სამი მათგანი სამართალდამცველებმა გუშინ ფონიჭალის დასახლებაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს.
მათ ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ედებათ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების „ჰეროინის“, „ალფა-პვპ“-ს და „ბუპრენორფინის“ საკონტროლო შესყიდვა და შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
ნარკორეალიზატორის დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2021
დიდი ოდენობით კოკაინი და „სუბოქსინი“: შსს-მ უცხოელი ნარკორეალიზატორები დააკავა
სამართალდამცველებმა ფონიჭალის დასახლებაში ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები: ელექტროსასწორი და კოვზი.
პოლიციამ დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო თანხა – 1000 ლარი და სამ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0