https://sputnik-georgia.com/20210929/kokaini-da-suboqsini-dakavebulia-ori-piri-259998518.html
დიდი ოდენობით კოკაინი და „სუბოქსინი“: შსს-მ უცხოელი ნარკორეალიზატორები დააკავა
დიდი ოდენობით კოკაინი და „სუბოქსინი“: შსს-მ უცხოელი ნარკორეალიზატორები დააკავა
Sputnik საქართველო
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვა–გასაღების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლით დაიწყო. 29.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-29T13:05+0400
2021-09-29T13:05+0400
2021-09-29T17:20+0400
ახალი ამბები
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0c/252566672_0:17:2800:1592_1920x0_80_0_0_10bc9c16031d32a519e25c60ba19e304.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 30 და 46 წლის უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვისა და გასაღების ბრალდებით 30 წლის მამაკაცი ბათუმში დააკავეს.პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული ფაქტების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად ახდენდა ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციას. მამაკაცის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინი და ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა 5 ათასი ლარი.დანაშაული 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.რაც შეეხება 46 წლის მამაკაცს, ბრალდებული სამართალდამცველებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დააკავეს.დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი „სუბოქსინის“ 147 აბი და თანხა.დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ნარკოდანაშაულის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
https://sputnik-georgia.com/20210917/acharashi-narkodanashaulistvis-xuti-piri-daakava-259677264.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0c/252566672_328:0:2472:1608_1920x0_80_0_0_e77251daafe6cf675cfdc8ac08477822.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს რეგიონები
დიდი ოდენობით კოკაინი და „სუბოქსინი“: შსს-მ უცხოელი ნარკორეალიზატორები დააკავა
13:05 29.09.2021 (განახლებულია: 17:20 29.09.2021) განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვა–გასაღების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლით დაიწყო.
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 30 და 46 წლის უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დააკავა,
იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვისა და გასაღების ბრალდებით 30 წლის მამაკაცი ბათუმში დააკავეს.
პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული ფაქტების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
17 სექტემბერი 2021, 13:49
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად ახდენდა ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციას. მამაკაცის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინი და ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა 5 ათასი ლარი.
დანაშაული 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება 46 წლის მამაკაცს, ბრალდებული სამართალდამცველებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დააკავეს.
დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი „სუბოქსინის“ 147 აბი და თანხა.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნარკოდანაშაულის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.