https://sputnik-georgia.com/20211124/opozicia-msvidobiani-revoluciis-strategias-kviris-bolomde-warmoadgens-262329183.html
ოპოზიცია „მშვიდობიანი რევოლუციის“ სტრატეგიას კვირის ბოლომდე წარმოადგენს
ოპოზიცია „მშვიდობიანი რევოლუციის“ სტრატეგიას კვირის ბოლომდე წარმოადგენს
Sputnik საქართველო
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მალე დაკარგავს ხელისუფლებას, დარწმუნებული არიან ოპოზიციაში. 24.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-24T15:17+0400
2021-11-24T15:17+0400
2021-11-24T21:03+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262226420_103:253:1172:854_1920x0_80_0_0_223325c9df822454ecc2f2889dccca0b.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ქართული ოპოზიცია თავისი მოქმედებების გეგმას ამ კვირის ბოლომდე წარმოადგენს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე აქციის დროს განაცხადა.საქართველოში პოლიტიკური ვითარება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებისა და დაკავების, ასევე ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაიძაბა. ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები დაიწყო. მთავარი მოთხოვნებია სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.მელიას თქმით, საქართველოში უკვე დაიწყო „მშვიდობიანი რევოლუცია“ და „ქართული ოცნება“ ვეღარ შეძლებს ხელისუფლებაში ყოფნას.„ნაცმოძრაობის“ ლიდერების თქმით, მათ უკვე დაიწყეს კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ ძალებთან. მმართველი პარტიის მოწინააღმდეგეები მოითხოვენ ვადამდელ, მთლიანად პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებს.„ნაცმოძრაობის“ წევრის ბაჩო დოლიძის განცხადებით, ისინი სერიოზულად მუშაობენ მოქმედებების გეგმაზე არა მხოლოდ პარტიის შიგნით, არამედ პარტიის პარტნიორებთანაც. მისი თქმით, ისინი უახლოეს დღეებში წარმოადგენენ გეგმას, გადადგმული იქნება ეფექტური ნაბიჯები.აქტიურ მოლაპარაკებებს ადასტურებენ პარტიაში „ლელო საქართველოსთვის“.„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ ისინი ბრძოლას გააგრძელებენ საპარლამენტო ტრიბუნიდან, აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ოპოზიციის დღის წესრიგში და გამოიყენებენ სხვადასხვა პლატფორმას, მათ შორის, ქუჩის აქციებს.„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია მტკიცე პლატფორმის „ეროვნული უსაფრთხოება და ეკონომიკა“ შექმნა საყოველთაო კონსოლიდაციისთვის. ამ იდეის რეალიზაციისთვის „ლელო“ მზადაა მოლაპარაკებებისთვის ყველა დაინტერესებულ მხარესთან.ოპოზიციის საპროტესტო აქციები საქართველოს ქალაქებში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ დაიწყო. ოპოზიციის ნაწილი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს. 19 ნოემბრამდე მათი მოთხოვნა იყო მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოდან მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა. მას შემდეგ, რაც ექს-პრეზიდენტი გორის კლინიკაში გადაიყვანეს, მთავარი მოთხოვნა კვლავ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება გახდა.მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. მან იმ დღესვე გამოაცხადა შიმშილობა. ექს-პრეზიდენტმა 50 დღე იშიმშილა. ის თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.
https://sputnik-georgia.com/20211101/ass-is-saelco-arcevnebis-meore-turze-261697019.html
https://sputnik-georgia.com/20211119/lelo-mzadaa-parlaments-daubrundes-262233711.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262226420_174:196:1051:854_1920x0_80_0_0_63b4afa812935ae1980613da2df1edb7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ოპოზიცია „მშვიდობიანი რევოლუციის“ სტრატეგიას კვირის ბოლომდე წარმოადგენს
15:17 24.11.2021 (განახლებულია: 21:03 24.11.2021) მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მალე დაკარგავს ხელისუფლებას, დარწმუნებული არიან ოპოზიციაში.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ქართული ოპოზიცია თავისი მოქმედებების გეგმას ამ კვირის ბოლომდე წარმოადგენს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე აქციის დროს განაცხადა.
საქართველოში პოლიტიკური ვითარება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებისა და დაკავების, ასევე ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაიძაბა. ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები დაიწყო. მთავარი მოთხოვნებია სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
„ყველაზე მნიშვნელოვანია სტრატეგიული მოთმინება. თქვენც, მეც და ბევრ ადამიანს გუშინვე გვინდოდა, რომ ოლიგარქი არ ყოფილიყო დაპატრონებული სახელმწიფო ინსტიტუტებს და ქვეყანას ამოსუნთქვის შესაძლებლობა ჰქონოდა. ეს აუცილებლად მოხდება უახლოეს მომავალში, მაგრამ წუწუნი იმაზე, რატომ არ მოხდა ეს გუშინ, არ წაადგება საქმეს ხვალ და ზეგ“, – განაცხადა მელიამ.
მელიას თქმით, საქართველოში უკვე დაიწყო „მშვიდობიანი რევოლუცია“ და „ქართული ოცნება“ ვეღარ შეძლებს ხელისუფლებაში ყოფნას.
„ნაცმოძრაობის“ ლიდერების თქმით, მათ უკვე დაიწყეს კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ ძალებთან. მმართველი პარტიის მოწინააღმდეგეები მოითხოვენ ვადამდელ, მთლიანად პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებს.
„ნაცმოძრაობის“ წევრის ბაჩო დოლიძის განცხადებით, ისინი სერიოზულად მუშაობენ მოქმედებების გეგმაზე არა მხოლოდ პარტიის შიგნით, არამედ პარტიის პარტნიორებთანაც. მისი თქმით, ისინი უახლოეს დღეებში წარმოადგენენ გეგმას, გადადგმული იქნება ეფექტური ნაბიჯები.
აქტიურ მოლაპარაკებებს ადასტურებენ პარტიაში „ლელო საქართველოსთვის“.
„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ ისინი ბრძოლას გააგრძელებენ საპარლამენტო ტრიბუნიდან, აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ოპოზიციის დღის წესრიგში და გამოიყენებენ სხვადასხვა პლატფორმას, მათ შორის, ქუჩის აქციებს.
„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია მტკიცე პლატფორმის „ეროვნული უსაფრთხოება და ეკონომიკა“ შექმნა საყოველთაო კონსოლიდაციისთვის. ამ იდეის რეალიზაციისთვის „ლელო“ მზადაა მოლაპარაკებებისთვის ყველა დაინტერესებულ მხარესთან.
ოპოზიციის საპროტესტო აქციები საქართველოს ქალაქებში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ დაიწყო. ოპოზიციის ნაწილი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს. 19 ნოემბრამდე მათი მოთხოვნა იყო მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოდან მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა. მას შემდეგ, რაც ექს-პრეზიდენტი გორის კლინიკაში გადაიყვანეს, მთავარი მოთხოვნა კვლავ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება გახდა.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. მან იმ დღესვე გამოაცხადა შიმშილობა. ექს-პრეზიდენტმა 50 დღე იშიმშილა. ის თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.