https://sputnik-georgia.com/20211101/ass-is-saelco-arcevnebis-meore-turze-261697019.html
ამერიკის საელჩო არჩევნების მეორე ტურზე: კარგად ორგანიზებული, მაგრამ...
ამერიკის საელჩო არჩევნების მეორე ტურზე: კარგად ორგანიზებული, მაგრამ...
Sputnik საქართველო
საქართველოში 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების მეორე ტური გაიმართა. 01.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-01T18:26+0400
2021-11-01T18:26+0400
2021-11-01T22:44+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24014/24/240142427_0:160:3077:1890_1920x0_80_0_0_2342129f45f38e7f14b57f0efac9ac9b.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ნაცვლად მეორე ტურში გაგრძელდა შეურაცხმყოფელი რიტორიკა, ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება, ხმების აშკარად მოსყიდვის შესახებ ცნობები და სხვა დარღვევები, ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, რომელიც მან თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გაავრცელა.ამასთან, საელჩო იზიარებს OSCE/ODIHR-ის შეფასებას, რომ არჩევნები მთლიანობაში იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული, მაგრამ ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შენარჩუნებული იყო, ხოლო ხანგრძლივმა პოლარიზაციამ, რომელსაც თან ახლდა უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, პროცესზე უარყოფითად იმოქმედა.საელჩო ყურადღებას ამახვილებს ასევე რესურსების მკვეთრ დისბალანსზე და ხელისუფლებაში ყოფნით განპირობებულ შეუსაბამო უპირატესობაზე, რამაც საასპარეზო პირობები შეცვალა.„მიუხედავად OSCE/ODIHR-ის დადგენილებისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტური პროფესიონალურად და გამჭვირვალედ წარმართა, კვლავ გამოითქვა შეშფოთება ქვედა დონის საარჩევნო კომისიების მიკერძოებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.როგორც საელჩო აცხადებს, წლის დასაწყისში მიღებულმა ზოგიერთმა რეფორმამ, მათ შორის ავტომატური გადათვლის პროცესმა და ელექტრონულად ხმის მიცემამ, მნიშვნელოვნად გაზარდა ხმის მიცემის პროცესის გამჭვირვალობა, მაგრამ ეს პოზიტიური ნაბიჯები შეასუსტა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ფართოდ გავრცელებულმა დარღვევებმა, რამაც უარყოფითად იმოქმედა მოქალაქეების მიერ ხმის თავისუფლად მიცემის შესაძლებლობაზე.აშშ-ის საელჩო მხარეებს მოუწოდებს, გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები და მშვიდობიანი გზები საარჩევნო დავების განსახილველად.შაბათს საქართველოში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მოქალაქეები ირჩევდნენ მერებს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქში და ოთხ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში. გარდა ამისა, 24 ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები გაიმართა. წალენჯიხის გარდა, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მერობის არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
https://sputnik-georgia.com/20211031/gvaqvs-senisvnebi-evrokavsiris-diplomatebma-adgilobrivi-arcevnebis-meore-turi-seafases-261672944.html
https://sputnik-georgia.com/20211031/osce-odihr-adgilobrivi-arcevnebis-meore-turi-kargad-organizebuli-iyo-261663887.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24014/24/240142427_172:0:2903:2048_1920x0_80_0_0_d66bda973114dceb922dbc50e07013e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, აშშ , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, აშშ , პოლიტიკა საქართველოში
ამერიკის საელჩო არჩევნების მეორე ტურზე: კარგად ორგანიზებული, მაგრამ...
18:26 01.11.2021 (განახლებულია: 22:44 01.11.2021) საქართველოში 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების მეორე ტური გაიმართა.
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ნაცვლად მეორე ტურში გაგრძელდა შეურაცხმყოფელი რიტორიკა, ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება, ხმების აშკარად მოსყიდვის შესახებ ცნობები და სხვა დარღვევები, ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, რომელიც მან თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ
გაავრცელა.
ამასთან, საელჩო იზიარებს OSCE/ODIHR-ის შეფასებას, რომ არჩევნები მთლიანობაში იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული, მაგრამ ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შენარჩუნებული იყო, ხოლო ხანგრძლივმა პოლარიზაციამ, რომელსაც თან ახლდა უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, პროცესზე უარყოფითად იმოქმედა.
საელჩო ყურადღებას ამახვილებს ასევე რესურსების მკვეთრ დისბალანსზე და ხელისუფლებაში ყოფნით განპირობებულ შეუსაბამო უპირატესობაზე, რამაც საასპარეზო პირობები შეცვალა.
„მიუხედავად OSCE/ODIHR-ის დადგენილებისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტური პროფესიონალურად და გამჭვირვალედ წარმართა, კვლავ გამოითქვა შეშფოთება ქვედა დონის საარჩევნო კომისიების მიკერძოებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც საელჩო აცხადებს, წლის დასაწყისში მიღებულმა ზოგიერთმა რეფორმამ, მათ შორის ავტომატური გადათვლის პროცესმა და ელექტრონულად ხმის მიცემამ, მნიშვნელოვნად გაზარდა ხმის მიცემის პროცესის გამჭვირვალობა, მაგრამ ეს პოზიტიური ნაბიჯები შეასუსტა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ფართოდ გავრცელებულმა დარღვევებმა, რამაც უარყოფითად იმოქმედა მოქალაქეების მიერ ხმის თავისუფლად მიცემის შესაძლებლობაზე.
აშშ-ის საელჩო მხარეებს მოუწოდებს, გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები და მშვიდობიანი გზები საარჩევნო დავების განსახილველად.
„საქართველოს დემოკრატია ვერ გაძლიერდება ძალადობითა და კანონის მიღმა საკითხის მოგვარებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შაბათს საქართველოში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მოქალაქეები ირჩევდნენ მერებს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქში და ოთხ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში. გარდა ამისა, 24 ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები გაიმართა. წალენჯიხის გარდა, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მერობის არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.