Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

„გვაქვს შენიშვნები“ – ევროკავშირის დიპლომატებმა ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური შეაფასეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და ევროკავშირის დროშები
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებამ ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს ხელსაყრელი პოლიტიკური კლიმატის შესაქმნელად, მიიჩნევენ დიპლომატები.
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ქვეყანაში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან ერთად ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით პირველი კომენტარი გამოაქვეყნა.
ევროპელმა დიპლომატებმა ყველა პარტიას მოუწოდეს, განაგრძონ მონაწილეობა საარჩევნო პროცესში, რათა კენჭისყრის შედეგების გადათვლის პროცესის სანდოობა და გამჭვირვალობა, ასევე საჩივრების და აპელაციების მიუკერძოებელი განხილვა უზრუნველყონ.

„მოვუწოდებთ ყველა პარტიას, საარჩევნო პროცესში ჩართულობა განაგრძონ. საზოგადოების ნდობა მისი სამართლიანობის მიმართ მოითხოვს ინკლუზიურ, სანდო და გამჭვირვალე გადათვლის პროცესს და საჩივრებისა და აპელაციების სამართლიან განხილვას. ამ მხრივ უახლოეს დღეებში ძირითადი პასუხისმგებლობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სასამართლოებს აკისრიათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

დიპლომატებმა მიმართეს საქართველოს მთავრობას და აღნიშნეს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყანაში ხელსაყრელი პოლიტიკური კლიმატის შესაქმნელად.
„გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ლიდერები ჭეშმარიტ ძალისხმევას არ დაიშურებენ ისეთი პოლიტიკური კლიმატის შესაქმნელად, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მოლოდინების გამართლებას ხელს შეუწყობს. ეს მოიცავს მნიშვნელოვანი რეფორმების მიხედვით ვალდებულებების შესრულებას, განსაკუთრებით სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, და ასევე ჩვენი, ევროკავშირი–საქართველოს შეთანხმებული დღის წესრიგის განხორციელების განახლებას, რომელიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და კანონის უზენაესობის დაცვის ღირებულებებს ეფუძნება“, – ნათქვამია განცხადებაში.
არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
არჩევნები 2021
OSCE/ODIHR: ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური კარგად ორგანიზებული იყო
ევროპელმა დიპლომატებმა გაიზიარეს საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასება იმის შესახებ, რომ არჩევნები ზოგადად კარგად ორგანიზებული და საარჩევნო კამპანია კონკურენტული იყო, თუმცა სახეზე იყო ნეგატიური რიტორიკის გამწვავება, შენარჩუნდა ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის ბრალდებები და რესურსებს შორის მკვეთრი დისბალანსი, რამაც მმართველ პარტიას უპირატესობა მიანიჭა.
„საერთაშორისო დამკვირვებლების მკაფიო შეფასების მიუხედავად, ძირითადი ხარვეზების აღმოსაფხვრელად არსებითი ნაბიჯები არ გადაიდგა. პირიქით, გაჩნდა ახალი ხარვეზები, განსაკუთრებით საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და ძალადობრივი რიტორიკის კუთხით, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ისედაც ღრმა პოლიტიკური პოლარიზაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
არჩევნების მეორე ტურის შეფასებისას ევროპელმა დიპლომატებმა მას „დაკარგული შესაძლებლობა“ უწოდეს. ევროკავშირში ასევე ნეგატიურად შეაფასეს ცენტრალური მთავრობის შესაძლო უარი იმ ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, სადაც უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს.
მარკირება არჩევნებზე - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
არჩევნები 2021
ISFED: რომელი ფაქტები აისახა ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოხატვაზე
შაბათს საქართველოში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მოქალაქეები ირჩევდნენ მერებს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქში და ოთხ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში. გარდა ამისა, 24 ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები გაიმართა. წალენჯიხის გარდა, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მერობის არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
ყველა ახალი ამბავი
0