https://sputnik-georgia.com/20211119/lelo-mzadaa-parlaments-daubrundes-262233711.html
ოპოზიციის ნაწილი მზადაა, საქართველოს პარლამენტში დაბრუნდეს
ოპოზიციის ნაწილი მზადაა, საქართველოს პარლამენტში დაბრუნდეს
Sputnik საქართველო
როგორც კი სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაიყვანენ, „ლელო საქართველოსთვის“ შეწყვეტს პოლიტიკურ ბოიკოტს, განაცხადა პარტიის ლიდერმა. 19.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-19T19:50+0400
2021-11-19T19:50+0400
2021-11-19T23:13+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/18/250694605_0:66:1281:786_1920x0_80_0_0_20bd67b8b9904eb9b9424fbe72becdb9.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მზადაა შეწყვიტოს პარლამენტის ბოიკოტი მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ, განაცხადა პარტიის ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარასკევს განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა, სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანოს.მან ასევე დასძინა, რომ პარტია პოლიტიკურ ბრძოლას გააგრძელებს.ფრაქციამ „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ საპარლამენტო მუშაობის ბოიკოტი 2 ნოემბერს გამოაცხადა. დეპუტატების მთავარი მოთხოვნა იყო ციხეში მოშიმშილე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფა და მისი გადაყვანა მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში.„ლელომ“ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურისთვის სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად კოალიცია ჩამოაყალიბა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით და აქტიურად მონაწილეობს სააკაშვილის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებში.
https://sputnik-georgia.com/20211119/-------262223864.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/18/250694605_72:0:1207:851_1920x0_80_0_0_d5d91a02a74d0c5499656669eb3364a2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
ოპოზიციის ნაწილი მზადაა, საქართველოს პარლამენტში დაბრუნდეს
19:50 19.11.2021 (განახლებულია: 23:13 19.11.2021) როგორც კი სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაიყვანენ, „ლელო საქართველოსთვის“ შეწყვეტს პოლიტიკურ ბოიკოტს, განაცხადა პარტიის ლიდერმა.
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მზადაა შეწყვიტოს პარლამენტის ბოიკოტი მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ, განაცხადა პარტიის ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარასკევს განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა, სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანოს.
„სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში როგორც კი გადაიყვანენ, ჩვენ, „ლელო საქართველოსთვის“, ვწყვეტთ პოლიტიკურ ბოიკოტს... კრიზისის მიზეზი ამ ქვეყანაში ბევრია, მაგრამ ეს იქნება დიდი ნაბიჯი დეესკალაციისკენ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მან ასევე დასძინა, რომ პარტია პოლიტიკურ ბრძოლას გააგრძელებს.
ფრაქციამ „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ საპარლამენტო მუშაობის ბოიკოტი 2 ნოემბერს გამოაცხადა. დეპუტატების მთავარი მოთხოვნა იყო ციხეში მოშიმშილე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფა და მისი გადაყვანა მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში.
„ლელომ“ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურისთვის სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად კოალიცია ჩამოაყალიბა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით და აქტიურად მონაწილეობს სააკაშვილის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებში.