https://sputnik-georgia.com/20211119/-------262223864.html
ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას ვთავაზობთ
ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას ვთავაზობთ
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. მიხეილ სააკაშვილს ვთავაზობთ, რომ იგი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში... 19.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-19T15:21+0400
2021-11-19T15:21+0400
2021-11-19T20:13+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/08/261893665_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_81ce4225f4ffab48ed5429bc9bd711b3.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. მიხეილ სააკაშვილს ვთავაზობთ, რომ იგი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.ამ დროისათვის სააკაშვილი გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული.როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, მკურნალობის დასრულების შემდეგ მსჯავრდებული სააკაშვილი კვლავ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება.მისი თქმით, თუ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში ეტაპირების დროს ადგილი ექნება რაიმე სახის პროვოკაციას, მსჯავრდებულს კვლავ გლდანის ციხეში დააბრუნებენ. 1 ოქტომბრიდან მოშიმშილე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ მკვეთრად გაუარესდა – ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ მან გონება დაკარგა. ციხის საავადმყოფოს თანამშრომლებმა, სადაც ექს-პრეზიდენტი 8 ნოემბერს გადაიყვანეს, იგი რეანიმაციულ განყოფილებაში საკაცით შეიყვანეს. მოგვიანებით განცხადება გაკეთდა იმის შესახებ, რომ მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე ჯერ კიდევ 17 ნოემბერს გააკეთეს განცხადება სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრებმა. სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნაც გაავრცელა. მათი თქმით, ციხის საავადმყოფო კარგად არის აღჭურვილი, მაგრამ იგი მაინც არ შეესაბამება იმ პირობებს, რომლებიც ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სამკურნალოდ არის საჭირო.საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის ეტაპირება 8 ნოემბერს განხორციელდა. როგორც ექს-პრეზიდენტი, ისე მისი ადვოკატები და მხარდამჭერები მის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ და მოითხოვენ, მაგრამ ხელისუფლება ამ მოწოდებას არ იზიარებს.„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს ყოველდღიურად მართავენ. ამავე მოთხოვნით შიმშილობს საქართველოს პარლამენტის ათი დეპუტატი, ასევე ფოთის, ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოების ცალკეული დეპუტატები. შიმშილობის აქციას შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები, ექიმები, ცნობილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე.
https://sputnik-georgia.com/20211119/sarjvelaze-saakashilze-yvelas-movaleobaa-orientirebuli-viyot-pacientis-interesze-262212684.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/08/261893665_127:0:1266:854_1920x0_80_0_0_91a9e9d4dad9eb18a9bff37269d60ccc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. მიხეილ სააკაშვილს ვთავაზობთ, რომ იგი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ამ დროისათვის სააკაშვილი გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული.
„გორის ჰოსპიტალი არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელწიფოს მხრიდან იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც, რომლებიც ახლა შიმშილობენ", – განაცხადა ბრეგაძემ.
როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, მკურნალობის დასრულების შემდეგ მსჯავრდებული სააკაშვილი კვლავ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება.
მისი თქმით, თუ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში ეტაპირების დროს ადგილი ექნება რაიმე სახის პროვოკაციას, მსჯავრდებულს კვლავ გლდანის ციხეში დააბრუნებენ.
1 ოქტომბრიდან მოშიმშილე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ მკვეთრად გაუარესდა – ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ მან გონება დაკარგა. ციხის საავადმყოფოს თანამშრომლებმა, სადაც ექს-პრეზიდენტი 8 ნოემბერს გადაიყვანეს, იგი რეანიმაციულ განყოფილებაში საკაცით შეიყვანეს. მოგვიანებით განცხადება გაკეთდა იმის შესახებ, რომ მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.
სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე ჯერ კიდევ 17 ნოემბერს გააკეთეს განცხადება სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრებმა. სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნაც გაავრცელა. მათი თქმით, ციხის საავადმყოფო კარგად არის აღჭურვილი, მაგრამ იგი მაინც არ შეესაბამება იმ პირობებს, რომლებიც ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სამკურნალოდ არის საჭირო.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის ეტაპირება 8 ნოემბერს განხორციელდა. როგორც ექს-პრეზიდენტი, ისე მისი ადვოკატები და მხარდამჭერები მის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ და მოითხოვენ, მაგრამ ხელისუფლება ამ მოწოდებას არ იზიარებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს ყოველდღიურად მართავენ. ამავე მოთხოვნით შიმშილობს საქართველოს პარლამენტის ათი დეპუტატი, ასევე ფოთის, ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოების ცალკეული დეპუტატები. შიმშილობის აქციას შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები, ექიმები, ცნობილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე.