დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 ნოემბერი

© Pixabay / danfadorმზის ჩასვლა
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 24 ნოემბერია, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
დილიდან მუშაობის სურვილით გაიღვიძებთ, მაგრამ პრაქტიკაში, თუნდაც სულ მცირე მომენტებში ძალზე გონებაგაფანტული ხართ. დღე თითქოს ბურუსში ჩაივლის. პრაქტიკული საქმიანობა არა, მაგრამ შესანიშნავად გამოგივათ ისეთი რაღაცები, რომლებიც შთაგონებას, ადამიანის სულის შეცნობას, ინტუიციას ეხება. საღამოს შთამბეჭდავი იქნება რომანტიკული პაემანი, ემოციების მომტანი შეხვედრა. ანუ დილით აჯობებს თუ დაისვენებთ, იოცნებებთ, წაიკითხავთ, მუსიკას მოუსმენთ, დღისით და საღამოს კი სულიერად მონათესავე ადამიანთან გექნებათ კონტაქტი.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 ნოემბერი>>
ვერძი: დღეს ჩხუბი თქვენთვის უკუნაჩვენებია. ეცადეთ, საყვადურები თუ კრიტიკა თქვენი საყვარელი ადამიანის მხრიდან თქვენ სასარგებლოდ შემოაბრუნოთ. ეცადეთ, გაიღიმოთ ასეთ დროს და ეს შენიშვნები უყურადღებოდ დატოვოთ, თუ ასე მოიქცევით, არ მოგიწევთ შემდეგ შერიგებისა და შერყეული ურთიერთობების აღდგენისთვის სხვადასხვა ხერხის მოძებნა. ვისაც არ ჰყავს მეორე ნახევარი, მოსალოდნელია ნაცნობობა, რომელიც გარდამტეხი გახდება თქვენს ცხოვრებაში.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
თუ დაქორწინებას აპირებთ: როგორი არიან ზოდიაქოს ნიშნები ურთიერთობებში
კურო: ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება. უსიამოვნებები სამსახურში დამთავრდება, ხოლო კარგი, სანდო ურთიერთობების აღდგენა რთული იქნება, მას დრო და დიდი მოთმინება დასჭირდება. ამიტომ ეცადეთ, გაღიზიანება საყვარელ ადამიანზე, ოჯახის წევრებსა თუ ახლობლებზე არ გადაიტანოთ. თუ სასიყვარულო შეხვედრა გაქვთ დღეს დანიშნული და აქტიურობის სურვილი არ გაქვთ, აუხსენით ეს მას ან გადადეთ შეხვედრა. ასე აჯობებს. სამუშაოზე საკუთარი თავის რწმენა დაგეხმარებათ. გაქვთ წარმატებების შანსი.
ტყუპი: დღეს დრო პროფესიულ და პირად სფეროებს შორის უნდა გაანაწილოთ. ურთიერთობების გამორკვევა საღამოსთვის გადადეთ, როდესაც საქმეებთან დაკავშირებულ პრობლემებს მოაგვარებთ და მეტი შესაძლებლობა გექნებათ სერიოზული საუბრისთვის. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს თავს არ მოახვიოთ თქვენი სურვილი, რომ თავის სიყვარულში დაგარწმუნოთ. სამუშაოზე სიმშვიდე შეინარჩუნეთ, არავინ უნდა მიხვდეს, რომ ეჭვებით ხართ შეპყრობილი. ეს თქვენს იმიჯს დააზარალებს.
კირჩხიბი: გაუფრთხილდით ურთიერთობებს, იზრუნეთ მის შენარჩუნებაზე. გახსოვდეთ, რომ რთულ მომენტებში თქვენ გვერდით ოჯახი და საყვარელი ადამიანები იდგებიან, ისინი მოგისმენენ, კარგ რჩევას მოგცემენ. შეიკავეთ თავი, როდესაც გაბრაზებულს სურვილი გაქვთ, მათ მტკივნეული სიტყვები უთხრათ. სასიყვარულო ასპარეზზე გაითვალისწინეთ, რომ ახალი ურთიერთობების დაწყება ახლა სასურველი არაა. ორგანიზმი არ გადაღალოთ, განსაკუთრებით უსისტემო კვებითა და დატვირთული დღის განრიგით.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა
ლომი: სჯობს, საღამომდე „ჩრდილში“ დარჩეთ. შეგიძლიათ მიხედოთ სახლის საქმეებს, ჯანმრთელობას. არის საფრთხე, რომ ვინმე თქვენით მანიპულირებას შეეცადოს, თან ძალზე დახვეწილად, ისე, რომ ვერც მიხვდებით, როგორ აღმოჩნდით მანიპულატორის ტყვეობაში. თუ არ გინდათ, სხვისი გავლენით იმოქმედოთ, ყურადღება უნდა მიაქციოთ გარშემომყოფების სიტყვებს, კრიტიკულად აღიქვათ ისინი და მათთან ურთიერთობებისას ხშირად თქვათ „არა“.
ქალწული: მთელი დღე იმის შეგრძნება გექნებათ, რომ რაღაც გაკლიათ. თითქოს ჩვეულებრივი დღეა, გაქვთ ჩვეულებრივი საქმეები, მაგრამ სული რაღაც უჩვეულოსა და ექსტრაორდინარულს მოითხოვს. გარემო ამგვარ შანსს არ მოგცემთ, ამიტომ ამ საკითხში საკუთარი თავის იმედზე უნდა იყოთ. შეგიძლიათ რამე ექსტრავაგანტული „გააჩაღოთ“, მაგრამ ზომიერებაც არ დაკარგოთ. პარტნიორთან ურთიერთობებში სინაზეს ცოტა მგზნებარებაც დაუმატეთ და დაუვიწყარ დროს გაატარებთ საყვარელ ადამიანთან.
სასწორი: გინდათ, რაღაც საჭირო და სასარგებლო გააკეთოთ. უფრო მეტიც, ამაში გარშემომყოფების ჩართვასაც მოინდომებთ. ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება იქნება სახლში ავეჯის გადაადგილება, საფუძვლიანი დალაგება, რომლის დროსაც ყველას თავისი საქმე ექნება. ასე თავს დააღწევთ ოჯახის წევრების მხრიდან წინააღმდეგობას. ეცადეთ საქმეები დროზე მორჩეთ, რომ დრო საყვარელ ადამიანსაც დაუთმოთ. ძალიან კარგი იქნება, თუ მას რამე საჩუქარს გაუკეთებთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2018
როგორია თქვენი აურის ფერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: საქმეებს ზედმეტი დაძაბულობის გარეშე გაუმკლავდებით. თქვენი თვითორგანიზებულობა გააკვირვებს არა მხოლოდ გარშემომყოფებს, არამედ თავად თქვენც. ამასთან, გაგიჩნდებათ უნარი, ყველაზე ჩვეულებრივ საქმეებშიც კი რაღაც საინტერესო იპოვოთ. შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ გეგმები განახორციელოთ თუ მთლიანად არა, ნაწილობრივ მაინც. დრო დაუთმეთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებს. შესაძლოა, მათ თქვენი ყურადღება და გვერდში დგომა სჭირდებათ.
მშვილდოსანი: ბევრი რამ გაქვთ გასაკეთებელი და ნერვიულობთ, მოასწრებთ თუ არა ყველაფერს. მნიშვნელოვანია, რომ წვრილმანებზე არ „ჩაიციკლოთ“, რადგან სწორედ ისინი გიშლით ხელს წინსვლაში. თუ მთელ ყურადღებას ყველაზე მთავარი მიზნის მიღწევაზე მიმართავთ, ყველაფერი გამოგივათ. შესაძლოა მოულოდნელი მოვლენები მოხდეს და გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, მაგრამ არ ინერვიულოთ, თქვენი იმპროვიზაციები წარმატებული აღმოჩნდება.
თხის რქა: გაგაღიზიანებთ, რომ გარშემომყოფები თქვენ საქმეებში ერევიან, თან მორიდებისა და ტაქტის გარეშე, გაძლევენ დაუკითავად რჩევებს, გაკრიტიკებენ. საბედნიეროდ, შეძლებთ ემოციებთან გამკლავებას და თავის ხელში აყვანას. ასე მიაღწევთ იმას, რაც თქვენ გჭირდებათ და არა სხვებს. დააწყობთ გეგმებს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს გეგმები შეიძლება ვერ განახორციელოთ, ამიტომ მოერიდეთ ცრუ იმედებს.
ქალი ყვავილით - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2020
არომატი, როგორც აფროდიზიაკი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, ანუ როგორ დავიპყროთ მამაკაცის გული
მერწყული: შესანიშნავი დღეა მუშაობისთვის როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდთან ერთად. ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ ბრწყინვალე შედეგების მიღება, პრობლემების გადაწყვეტა. კარგად გაუმკლავდებით როგორც უკვე ჩვეულ და ნაცნობ, ისე ახალ საქმეებს. სრულიად უიმედო ვითარებაში გამოსავლის პოვნაში შემოქმედებითი დამოკიდებულება დაგეხმარებათ. თქვენი გადაწყვეტილებები და მოქმედებები ბევრს განაცვიფრებს.
თევზები: დღე მცირე გაუგებრობების გარეშე არ ჩაივლის, მაგრამ სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. სიფრთხილეა საჭირო სამუშაო საკითხების განხილვისას. ერთი მხრივ, ზედმეტი არაფერი უნდა წამოგცდეთ და მეორე მხრივ, თანამოსაუბრეს აუცილებელი ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ, რომ სწორად გაგიგონ. პირად ურთიერთობებში პრობლემები მოსალოდნელი არ არის. შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის, მათ შორის – რომანტიკული შეხვედრისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0