დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 ნოემბერი

© Pixabay / AdinaVoicuგოგონა ჩამავალი მზის ფონზე პეპლებით ხელში
გოგონა ჩამავალი მზის ფონზე პეპლებით ხელში - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 23 ნოემბერია, სამშაბათი. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
მძლავრი ემოციების დღეა. ადამიანებს დაუფიქრებლად მოქმედების, წამიერ სურვილებზე აყოლის სურვილი ამოძრავებს სიყვარული, სამუშაო, ბიზნესი, ურთიერთობები – ყველაფერი ცვალებად განწყობაზე იქნება დამოკიდებული. არ არის საჭირო ყვლაფერში გრძნობებზე აყოლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია გაუგებრობები, წინააღმდეგობები, დაპირისპირებებიც კი გარშემომყოფებთან.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 ნოემბერი>>
ვერძი: კარგი იქნება, თუ სიტყვებს გააკონტროლებთ. არის საშიშროება, რომ ახლობელ ადამიანებს უხეშად დაელაპარაკოთ და ურთიერთობები გააფუჭოთ. ამასთან, გარშემომყოფები ხშირად ერევიან თქვენ საქმეებში და ამ დროს ტაქტიან ტონს ვერ ინარჩუნებთ. საქმეებს რაც შეეხება, კარგი დღეა გადაწყვეტილებების მისაღებად, გეგმების შედგენისთვის, რთულ კითხვებზე პასუხების პოვნისთვის.
გულის ფორმის სუვენირები - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
2022 – სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რას უმზადებს შავი წყლის ვეფხვი ზოდიაქოს ნიშნებს
კურო: მოგიწევთ უამრავი საინტერესო საკითხის განხილვა, საუბრები როგორც ძველ ნაცნობებთან, ისე სულ ახლახან გაცნობილებთან. ეცადეთ, ყველას ყურადღებით მოუსმინოთ, რადგან დიდი ალბათობაა, რომ რაღაც ღირებული ინფორმაცია შეიტყოთ. დღის მოვლენები გაგახარებთ. ცხადი გახდება, რომ მალე გაუმკლავდებით პრობლემებს, რომლებიც მოსვენებას არ გაძლევთ ბოლო დროს. ინტუიცია გკარნახობთ, რომ წარმატებები სულ ახლოსაა.
ტყუპი: მშფოთვარე დღეა, რომელიც, დიდი ალბათობით, მოგეწონებათ. თითქმის არაფერი მიდის გეგმის მიხედვით. და იმის ნაცვლად, რომ სასარგებლო, მაგრამ მოსაწყენი საქმეები გააკეთოთ, ეჭიდებით საინტერესოს, ახალს, შეგიძლიათ გააკეთოთ ის საქმე, რომელიც დიდ იმედებს უკავშირდება. შემოქმედებითად ეკიდებით ყველაფერს და ეს გარშემომყოფებს მოსწონთ. მოსალოდნელია დიდი ცვლილებების დაწყება პირად ურთიერთობებში.
კირჩხიბი: ცვლილებები ხდება და ეს მოგწონთ. შესაძლებელია ძველი პრობლემების გადაწყვეტა, დაბრკოლებების გადალახვა, რომლებიც წინსვლაში გიშლიდათ ხელს. გაჩნდება ახალი საინტერესო საქმეებში, რომელსაც ენთუზიაზმით მოეკიდებით. შესაძლებელია ნაცნობობა, რომელიც პროფესიულ წინსვლაში დაგეხმარებათ. ასევე მოსალოდნელია, რომ საინტერესო წინადადება მიიღოთ სამუშაოსთან დაკავშირებით. კარგი დღეა რამის ყიდვისთვის.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
ზოდიაქო: ვის როგორ უმართლებს სიყვარულში
ლომი: შესანიშნავად გაუმკლავდებით რთულ საკითხებს. სწრაფად ხვდებით, როგორ უნდა იმოქმედოთ, ვერავინ და ვერაფერი გადაგახვევინებთ არჩეული კურსიდან. ასევე იოლად წყვეტთ საქმეებს, რომლებსაც დეტალებისადმი ყურადღება სჭირდება. კარგი დღეა მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ და მნიშვნელობა არა აქვს, ეს სამუშაოს ეხება თუ პირად საქმეებს. ნებისმიერ შემთხვევაში სწრაფად შეძლებთ შეთანხმებას და ყველასთვის მოსაწონი გადაწყვეტილების მიღებას.
ქალწული: შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ გარშემომყოფები თქვენს მოსაზრებებში დაარწმუნოთ – იცით, რომ მართალი ხართ და როგორ უნდა მოიქცეთ. სავარაუდოდ, არავინ გაგიწევთ წინააღმდეგობას და დამხმარეებიც გამოჩნდებიან. ხშირად გიწევთ საკმაოდ სერიოზული საქმეების გაკეთება. არ გღალატობთ იუმორის გრძნობა და ახერხებთ, რომ გარშემომყოფებს განწყობა აუმაღლოთ. ეს ბევრს მოსწონს. გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც თქვენს გაცნობას მოინდომებენ.
სასწორი: შესანიშნავი, საინტერესო და მოვლენებით სავსე დღეა. მოსალოდნელია სასიამოვნო მომენტები, იღბლიანი თანხვედრები. საქმე ბევრი გაქვთ და მათ შესანიშნავად უმკლავდებით. გეხმარებათ ინტუიცია, გამოცდილება. სხვების რჩევებს კი სარგებელი არ მოაქვს, პირიქით, დროს გაკარგვინებთ. გაგახარებთ მეგობრებთან შეხვედრები, რაღაც გეგმების განხილვა. თქვენი იდეები მხარდაჭერილი იქნება მათი მხრიდან. საღამო კარგი დროა რომანტიკული პაემნისთვის.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2019
როგორ რეაგირებს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი შეურაცხყოფაზე
მორიელი: არცთუ მარტივი დღე გელოდებათ, მაგრამ მას მაინც იღბლიანი შეიძლება ვუწოდოთ. რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, გაითვალისწინეთ, რომ სიმტკიცე დაგჭირდებათ. გზაზე დაბრკოლებები გაჩნდება და ისინი დამოუკიდებლად უნდა გადალახოთ. გეადვილებათ კონტაქტი ადამიანებთან. შეილება დაუმოგებრდეთ ახლად გაცნობილებსაც. ასევე არაა გამორიცხული რომანტიკული ურთიერთობების დაწყება, რომელიც სწრაფად განვითარდება.
მშვილდოსანი: მოულოდნელი მოვლენები თქვენ წინაშე ახალ შესაძლებლობებს გახსნის. მნიშვნელოვანია, არ დაიბნეტ და არ გაუშვათ ხელიდან წარმატების მიღწევის შანსი. ინტუიცია გიკარნახებთ, როგორ უნდა იმოქმედოთ. მეგობრები და ადამიანები, რომლებიც კარგად გიცნობენ, შესანიშნავ რჩევებს გაძლევენ. ცდილობთ, რომ არა ნაცადი ხერხებით იმოქმედოთ, არამედ საკუთარი, სრულიად ახალი გზით მიაღწიოთ სასურველ შედეგს.
თხის რქა: შესანიშნავი დღეა მნიშვნელოვან საკითხებზე დასაფიქრებლად. სწრაფად მიდიხართ სწორ დასკვნებამდე, ხელს არავინ გიშლით. გექნებათ შანსი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი შეიტყოთ, სწორად გამოიყენოთ მიღებული ინფორმაცია და ამისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ. შეგიძლიათ გათავისუფლდეთ უსარგებლო ნივთებისგან, რაც წინსვლაში გიშლიდათ ხელს. კარგად იცით, რა გსურთ და როგორ მიაღწიოთ ამას.
ადამიანი ანთებული ნათურის თავით  - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები – ტოპ-ხუთეული
მერწყული: ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. კონტაქტს ადამიანებთან ადვილად ამყარებთ. არ არის გამორიცხული, რომ სამუშაოსთან დაკავშირებით წინადადება მიიღოთ. შესაძლებელია თანხის მიღება, მომგებიანი გარიგებები. დღის მეორე ნახევარში ნუ დაგეგმავთ დამღლელ საქმიანობას – ეს დრო დასვენებას ან ისეთ საქმიანობას დაუთმეთ, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ. შესაძლებელია კარგი სიახლეების გაგება.
თევზები: რამე მნიშვნელოვანი ცვლილებები ან მოვლენები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ დღე მაინც სასიამოვნოდ ჩაივლის. შესაძლებელი იქნება ნახოთ ადამიანები, რომლებიც მოგენატრათ, ასევე აღადგინოთ სასარგებლო კავშირები, შეურიგდეთ ადამიანებს, რომლებთანაც ნაჩხუბარი იყავით. გაითვალისწინეთ, რომ დღეს აჩქარება არ ივარგებს. ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებები არასწორი იქნება. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ საყიდლებზე გაეშუროთ.
ყველა ახალი ამბავი
0