დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 ნოემბერი

© Pixabay / Fotocitizenდაისი
დაისი - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 22 ნოემბერია, ორშაბათი. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
შესანიშნავი დღეა. საქმეები ადვილად გამოდის. განსაკუთრებით ადვილია წარმატების მიღწევა მათთვის, ვინც საქმეს შემოქმედებითად ეკიდება. ნცადი მეთოდები ყოველთვის ეფექტური არ არის, სამაგიეროდ, ექსპერიმენტები ამართლებს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 ნოემბერი>>
ვერძი: შესანიშნავი დღეა რთული საკითხების გადასაჭრელად. ხართ მომთმენი და ყურადღებიანი, არ ჩქარობთ დასკვნების გამოტანას, ცდილობთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის შეგროვებას, გაანალიზებას, შემოწმებას. ასეთი დამოკიდებულება შეცდომებს აგარიდებთ თავიდან. თქვენი წარმატებები შეუმჩნეველი არ დარჩება. არ მოგერიდოთ საკუთარ გატაცებებზე საუბარი. ამან შეიძლება პირად ურთიერთობებში საინტერესო პერსპექტივები გააჩინოს.
გალაქტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2018
მედლის ორი მხარე – ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება
კურო: დღე კარგად ჩაივლის, თუ განწყობას უაზრო წვრილმანების გამო არ გაიფუჭებთ, არ ინერვიულებთ, თუ რამე პირველივე მცდელობაზე არ გამოგივათ. შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი და განაგრძეთ მოქმედება. სჯობს, ძალზე სერიოზული საუბრებიც კი არაფორმალურ გარემოში ჩაატაროთ. ასე უფრო იოლი იქნება კონტაქტის დამყარება. საქმიანი ურთიერთობები შეიძლება მეგობრულ ან სასიყვარულო კავშირში გადაიზარდოს.
ტყუპი: დღეს განსაკუთრებით ადვილად ხვდებით, რა უდევთ გულში სხვებს. არაა გამორიცხული, რომ შემთხვევით სხვისი საიდუმლოც გაიგოთ. კარგად ჩაივლის საქმიანი მოლაპარაკებები. არ არის გამორიცხული, რომ ახალ სამუშაოსთან დაკავშირებით წინადადება მიიღოთ. დიდი ალბათობით, სანერვიულო არაფერი მოხდება. გელოდებათ ბევრი შეხვედრა და შესაძლებელია, რომ ძალზე საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, რომელთანაც შემდგომ სასიყვარულო ურთიერთობა განვითარდება.
კირჩხიბი: კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის. ხართ ძალზე მომხიბლავი და ამის წყალობით ადამიანებზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ, მოიპოვებთ ადამიანების სიმპათიასა და ნდობას. შესაძლებელია მცირე გაუგებრობები სახლში. ხანდახან სულ უმნიშვნელო რამეზე გბრაზობთ, შემდეგ კი ნერვიულობთ,მ რომ ემოციებს აჰყევით. სასიყვარულო ფრონტზე სიფრთხილე გმართებთ, რადგან არის საფრთხე, რომ ადამიანში შეცდეთ.
სანაპირო  - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2019
როგორი დასვენება უყვართ ზოდიაქოს ნიშნებს
ლომი: ბევრი საყურადღებო საქმე გაქვთ გასაკეთებელი, მაგრამ გონების კონცენტრაცია გიჭირთ. ხშირად გეფანტებათ ყურადღება, მაგალითად, სასიამოვნო, მაგრამ უაზრო საუბრებზე. სერიოზულ შეცდომებს ეს არ მოიტანს, მაგრამ მცირე ხარვეზები შესაძლებელია. ეცადეთ, არ გადაიღალოთ. ხანდახნ შეისვენეთ. საყვარელ ადამიანთან შეხვედრა ძალიან სასიამოვნო იქნება – თავს თქვენი სქესის წარმომადგენელთა შორის საუკეთესოდ იგრძნობთ.
ქალწული: ორომტრიალისგან თავის დაღწევა რთული იქნება. ეს გაღიზიანებთ, მაგრამ არაფერს მისცემთ უფლებას, რომ საქმიანობაში შეგიშალოთ ხელი. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო დოკუმენტებთან მუშაობისას, რომ არაფერი გამოგეპაროთ და შეგეშალოთ. შესანიშნავი დღეა მეგობრებთან თუ ნათესავებთან და რა თქმა უნდა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისთვის. შეგიძლიათ სადმე გაემგზავროთ ერთად, მცირე მოგზაურობა მოაწყოთ.
სასწორი: ნათელი, საინტერესო დღე გელოდებათ. შეგიძლიათ რამე ახლის დაწყება. სწრაფად მიხვდებით, როგორ უნდა იმოქმედოთ. შესაძლებელია ნაცნობობა ადამიანთან, რომელზეც აქამდე ბევრი კარგი გსმენიათ. ერთფეროვანი საქმეებში მიმართავთ შემოქმედებით მეთოდებს და ფერადი შტრიხები შეგაქვთ. საყვარელ ადამიანს თუ ეჭვი გაუჩნდა, რომ ის ძალიან არის თქვენზე დამოკიდებული, დაარმწუნეთ ის, რომ თქვენთვის ძალიან ძვირფასია, აუმაღლეთ მას თავდაჯერებულობა.
დიეტა  - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2019
როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები
მორიელი: კარგი დღეა, რომელიც შეიძლება სხვისმა პრობლემებმა გაართულოს, რომელთა გადაჭრაშიც, სავარაუდოდ, ჩარევა მოგიწევთ მთავარია, ამან არ გაგიტაცოთ – დაეხმარეთ ადამიანს, რომელსაც ეს სჭირდება, მაგრამ შემდეგ უკვე თქვენს ინტერესებს მიხედეთ და არავის მისცეთ უფლება, თქვენი სიკეთით ბოროტად ისარგებლოს. მოსალოდნელია თანხის მიღება. სასიამოვნო სიურპრიზები ელოდებათ შეყვარებულ მორიელებს.
მშვილდოსანი: სიამოვნებით აგებთ გეგმებს, მაგრამ დიდად არ ფიქრობთ იმაზე, რეალურია თუ არა მათი განხორციელება. საბედნიეროდ, გვერდით აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გიკარნახებენ, როგორ უნდა იმოქმედოთ. მოუსმინეთ კარგ რჩევებს. სასიყვარულო ასპარეზზე გრძნობებში ჯერ საკუთარ თავს გამოუტყდით – დიდი ხანია, ამას მალავთ. როდესაც აღიარებთ, უკვე იოლი იქნება ურთიერთობებში ორიენტირება, სწორი ნაბიჯების გადადგმა.
თხის რქა: არ იჩქაროთ. დღის დასაწყისი მნიშვნელოვანი საქმეებისთვის არ გამოდგება, რადგან გიჭირთ ყურადღების კონცენტრაცია და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ემოციები გიშლით ხელს. დღის მეორე ნახევარი უფრო იღბლიანად ჩაივლის. მუშაობისა თუ სწავლის გამო, როგორც ჩანს, პირადი ცხოვრება გადაგავიწყდათ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ – თუ ასეთი უყურადღებობის შემდეგ ის კვლავ თქვენ გვერდით არის.
მძღოლი საჭესთან - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2019
ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან: როგორი მძღოლი ხართ?
მერწყული: წვრილმანებს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. რაღაც მცირე სირთულეები და გაუგებრობები შესაძლებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დღე წარუმატებელია და არაფერი გამოგდით. თუ დაწყებულს შუა გზაზე არ მიატოვებთ, ყველაფერს წარმატებით გაართმევთ თავს. გექნებათ სიხარულის საბაბი. მოსალოდნელია სასიამოვნო მოვლენები. საყვარელ ადამიანს დიდხანს არ დასჭირდება ხვეწნა რამე სახის „ავანტიურაში“ ჩაბმაზე.
თევზები: საქმიანი ურთიერთობები შეიძლება დაძაბული იყოს, ხანდახან სამუშაო საკითხების განხილვას ცხარე კამათი მოსდევს. ხანდახან თქვენს მოსაზრებას არ უსმენენ, არ ითვალისწინებენ და ეს გწყინთ. თქვენ მაინც მყარად ხართ დარწმუნებული თქვენს სიმართლეში და არც ცდებით – ეს მალე ნათელი გახდება ყველასთვის. სრულიად სხვაგვარად აეწყობა ურთიერთობები ახლობლებთან. აქ სულ მცირე უთანხმოებაც კი არ გელოდებათ.
ყველა ახალი ამბავი
0