https://sputnik-georgia.com/20211123/saqartvelo-uswrebs-somxetsa-da-azerbaijans-koronavirusit-gamowveuli-sikvdilianobit-262317414.html
საქართველო უსწრებს სომხეთსა და აზერბაიჯანს კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობით
საქართველო უსწრებს სომხეთსა და აზერბაიჯანს კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობით
Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ბოლო პერიოდში საშუალოდ 4,5 ათასს შეადგენდა, აზერბაიჯანში – 1,8 ათასს, სომხეთში – 700-ს. 23.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-23T23:00+0400
2021-11-23T23:00+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
კავკასია
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/05/252209563_0:0:2958:1665_1920x0_80_0_0_38d94a2829fe474111ac0ac7a2d8f25c.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. საქართველო, რომელიც პანდემიის დასაწყისში იყო მსოფლიოში სამაგალითო ქვეყანა კოროვირუსთან ბრძოლაში, წელიწადნახევრის შემდეგ ანტილიდერი გახდა.საქართველო უსწრებს თავის მეზობლებს სამხრეთ კავკასიაში - სომხეთსა და აზერბაიჯანს - როგორც ინფიცირებულთა რაოდენობით, ასევე კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით გარდაცვლილთა რიცხვით. გასული კვირის განმავლობაში საქართველოში ყოველდღიურად დაახლოებით 70 პაციენტი იღუპებოდა. ორჯერ ნაკლებია დაღუპულთა რიცხვი სომხეთში - დაახლოებით 35, ხოლო კიდევ უფრო ნაკლებია აზერბაიჯანში - დაახლოებით 25.საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ბოლო პერიოდში საშუალოდ 4,5 ათასს შეადგენდა, აზერბაიჯანში – 1,8 ათასს, სომხეთში – 700-ს. ამრიგად, თუ შევადარებთ ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობას, სომხეთში ყველაზე მძიმე მდგომარეობაა რეგიონში.საერთო ჯამში, ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსი გადაიტანა 334.878 ადამიანმა, აზერბაიჯანში – 576.703-მა, ხოლო საქართველოში – 819.182-მა. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ აზერბაიჯანის მოსახლეობა (10,1 მლნ) თითქმის სამჯერ აღემატება საქართველოს მოსახლეობას (3,7 მლნ). სომხეთში 2,9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს. აზერბაიჯანი ამ სიაში პირველ ადგილს იკავებს - 44,8%. საქართველოში ვაქცინის ორივე დოზით აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 34,4%. გაცილებით ნაკლებია აცრილების რაოდენობა სომხეთში - მხოლოდ 12,6%.აზერბაიჯანში ვაქცინაცია დაიწყო იანვარში, საქართველოში - მარტში, ხოლო სომხეთში - აპრილში.
https://sputnik-georgia.com/20211123/covid-19-23-noembris-monacemebi-262294734.html
https://sputnik-georgia.com/20211122/ratom-aris-marali-letaloba-kovid-inficirebulta-soris-saqartvelosi-cercvazis-ganmarteba-262292797.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/05/252209563_190:0:2921:2048_1920x0_80_0_0_fb44c342e2169bd768e512714740245f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, კავკასია, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, კავკასია, საქართველო, covid-19
საქართველო უსწრებს სომხეთსა და აზერბაიჯანს კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობით
23:00 23.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ბოლო პერიოდში საშუალოდ 4,5 ათასს შეადგენდა, აზერბაიჯანში – 1,8 ათასს, სომხეთში – 700-ს.
თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. საქართველო, რომელიც პანდემიის დასაწყისში იყო მსოფლიოში სამაგალითო ქვეყანა კოროვირუსთან ბრძოლაში, წელიწადნახევრის შემდეგ ანტილიდერი გახდა.
საქართველო უსწრებს თავის მეზობლებს სამხრეთ კავკასიაში - სომხეთსა და აზერბაიჯანს - როგორც ინფიცირებულთა რაოდენობით, ასევე კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით გარდაცვლილთა რიცხვით. გასული კვირის განმავლობაში საქართველოში ყოველდღიურად დაახლოებით 70 პაციენტი იღუპებოდა. ორჯერ ნაკლებია დაღუპულთა რიცხვი სომხეთში - დაახლოებით 35, ხოლო კიდევ უფრო ნაკლებია აზერბაიჯანში - დაახლოებით 25.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ბოლო პერიოდში საშუალოდ 4,5 ათასს შეადგენდა, აზერბაიჯანში – 1,8 ათასს, სომხეთში – 700-ს. ამრიგად, თუ შევადარებთ ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობას, სომხეთში ყველაზე მძიმე მდგომარეობაა რეგიონში.
საერთო ჯამში, ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსი გადაიტანა 334.878 ადამიანმა, აზერბაიჯანში – 576.703-მა, ხოლო საქართველოში – 819.182-მა. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ აზერბაიჯანის მოსახლეობა (10,1 მლნ) თითქმის სამჯერ აღემატება საქართველოს მოსახლეობას (3,7 მლნ). სომხეთში 2,9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს. აზერბაიჯანი ამ სიაში პირველ ადგილს იკავებს - 44,8%. საქართველოში ვაქცინის ორივე დოზით აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 34,4%. გაცილებით ნაკლებია აცრილების რაოდენობა სომხეთში - მხოლოდ 12,6%.
აზერბაიჯანში ვაქცინაცია დაიწყო იანვარში, საქართველოში - მარტში, ხოლო სომხეთში - აპრილში.