Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

5 ათასზე მეტი შემთხვევა: 23 ნოემბრის კოვიდ-სტატისტიკა

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკში ლაბორატორია
 ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 759.657 ადამიანი; ჩატარებულია 2.107.467 აცრა, ერთ დღეში აცრილია 9.594 ადამიანი.
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.085-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 819.182-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 759.657 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.428), გარდაიცვალა – 11.615 (ბოლო 24 საათში – 62). კარანტინის რეჟიმშია 58, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.588 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.103 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 51.440 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 36.162, PCR–ტესტით – 15.278.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,89%, ბოლო 14 დღის – 9,11%, ბოლო 7 დღის – 8,97%.
სულ ჩატარებულია 2.107.467 აცრა, ერთ დღეში აცრილია 9.594 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0