https://sputnik-georgia.com/20211122/ratom-aris-marali-letaloba-kovid-inficirebulta-soris-saqartvelosi-cercvazis-ganmarteba-262292797.html
რატომ არის მაღალი ლეტალობა კოვიდ-ინფიცირებულთა შორის საქართველოში: ცერცვაძის განმარტება
რატომ არის მაღალი ლეტალობა კოვიდ-ინფიცირებულთა შორის საქართველოში: ცერცვაძის განმარტება
Sputnik საქართველო
საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობით და სიკვდილიანობის მაჩვენებლით. 22.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-22T23:56+0400
2021-11-22T23:56+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24824/62/248246211_0:101:1944:1195_1920x0_80_0_0_c08b694aa664bbac87c8d49a200215d5.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის მაღალი სიკვდილიანობა არასათანადო კლინიკური მართვისა და მედიკამენტების არქონის გამო არ ხდება, განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმების ნანა გეგეჭკორის და ზურაბ გურულის კრიტიკაზე საპასუხოდ.ოქტომბერში საქართველოში მეხუთე ტალღაზე ალაპარაკდნენ. საშუალოდ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 4-5 ათასი შემთხვევა და 70-80 გარდაცვალება ფიქსირდება.„სიმართლე ასეთია: სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველო ახალი COVID შემთხვევების და, შესაბამისად, გარდაცვლილთა რაოდენობით ნამდვილად არის ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში, მაგრამ ეს არამც და არამც არ ხდება მედიკამენტების არქონის და/ან არასათანადო კლინიკური მართვის გამო, არამედ სულ სხვა მიზეზებია – ვაქცინაციით ძალიან დაბალი მოცვა, პირბადის ძალიან დაბალი მოხმარება და პერმანენტული, ძალიან ხალხმრავალი, პოლიტიკურად მოტივირებული აქციები“, – დაწერა ცერცვაძემ თავის Facebook-გვერდზე.21 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით აცრილი იყო ზრდასრული მოსახლეობის 34,3%.ცერცვაძის თქმით, საქართველოში უკვე დიდი ხანია შემოდის მონოკლონური ანტისხეულები, რომლებიც წარმოებულია ორი კომპანიის, Regeneron/Roche-ისა და Eli Lilly-ის მიერ. ისინი გამოიყენება როგორც ამბულატორიული პაციენტებისთვის, რომლებიც სახლში მკურნალობენ, ისე ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის (უფრო მაღალი დოზებით).თავისი სიტყვების დასტურად ცერცვაძემ მოიყვანა სიკვდილიანობის კოეფიციენტი საქართველოში (CFR, case fatality rate). მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით ინფიცირებულთა 1,42% გარდაიცვალა. ამ დროს აშშ-ში, სადაც საქართველოსთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია ვაქცინირებულთა რაოდენობა, ეს მაჩვენებელი 1,63%-ს შეადგენს.საქართველოში ყოველდღიურად 8 ათასამდე მოქალაქე იცრება, ექიმები კი ამ რიცხვის ორ-სამჯერ გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობენ. წლის ბოლომდე საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 60%-ზე მეტის აცრა იგეგმებოდა.
https://sputnik-georgia.com/20211122/gamyrelidze-saqartveloshi-mosaxleobis-naxevarze-meti-araimunuria-262268061.html
https://sputnik-georgia.com/20211114/klinikuri-seqtori-gadatvirtulia-gamyrelize-hospitlebis-gaxsnas-ar-gamoricxavs-262053304.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24824/62/248246211_125:102:1716:1296_1920x0_80_0_0_1591ed4bf863aefd00bdc55c8366fd50.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
რატომ არის მაღალი ლეტალობა კოვიდ-ინფიცირებულთა შორის საქართველოში: ცერცვაძის განმარტება
23:56 22.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობით და სიკვდილიანობის მაჩვენებლით.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის მაღალი სიკვდილიანობა არასათანადო კლინიკური მართვისა და მედიკამენტების არქონის გამო არ ხდება, განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმების ნანა გეგეჭკორის და ზურაბ გურულის კრიტიკაზე საპასუხოდ.
ოქტომბერში საქართველოში მეხუთე ტალღაზე ალაპარაკდნენ. საშუალოდ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 4-5 ათასი შემთხვევა და 70-80 გარდაცვალება ფიქსირდება.
„სიმართლე ასეთია: სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველო ახალი COVID შემთხვევების და, შესაბამისად, გარდაცვლილთა რაოდენობით ნამდვილად არის ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში, მაგრამ ეს არამც და არამც არ ხდება მედიკამენტების არქონის და/ან არასათანადო კლინიკური მართვის გამო, არამედ სულ სხვა მიზეზებია – ვაქცინაციით ძალიან დაბალი მოცვა, პირბადის ძალიან დაბალი მოხმარება და პერმანენტული, ძალიან ხალხმრავალი, პოლიტიკურად მოტივირებული აქციები“, – დაწერა ცერცვაძემ თავის
Facebook-გვერდზე.
21 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით აცრილი იყო ზრდასრული მოსახლეობის 34,3%.
ცერცვაძის თქმით, საქართველოში უკვე დიდი ხანია შემოდის მონოკლონური ანტისხეულები, რომლებიც წარმოებულია ორი კომპანიის, Regeneron/Roche-ისა და Eli Lilly-ის მიერ. ისინი გამოიყენება როგორც ამბულატორიული პაციენტებისთვის, რომლებიც სახლში მკურნალობენ, ისე ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის (უფრო მაღალი დოზებით).
თავისი სიტყვების დასტურად ცერცვაძემ მოიყვანა სიკვდილიანობის კოეფიციენტი საქართველოში (CFR, case fatality rate). მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით ინფიცირებულთა 1,42% გარდაიცვალა. ამ დროს აშშ-ში, სადაც საქართველოსთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია ვაქცინირებულთა რაოდენობა, ეს მაჩვენებელი 1,63%-ს შეადგენს.
საქართველოში ყოველდღიურად 8 ათასამდე მოქალაქე იცრება, ექიმები კი ამ რიცხვის ორ-სამჯერ გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობენ. წლის ბოლომდე საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 60%-ზე მეტის აცრა იგეგმებოდა.