https://sputnik-georgia.com/20211122/gamyrelidze-saqartveloshi-mosaxleobis-naxevarze-meti-araimunuria-262268061.html
გამყრელიძე: საქართველოში მოსახლეობის თითქმის ნახევარი არაიმუნურია
გამყრელიძე: საქართველოში მოსახლეობის თითქმის ნახევარი არაიმუნურია
Sputnik საქართველო
ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 5 მაისიდან დაიწყო. 22.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-22T10:41+0400
2021-11-22T10:41+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/09/252534653_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_126d015adf77e4c20fe1423ea1b477d4.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის 46%-ს, ბავშვების ჩათვლით, კორონავირუსის იმუნიტეტი ამ დრომდე არ აქვს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.მისი თქმით, პანდემიაზე გამარჯვების ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა. ვიდრე არ მოხდება ვაქცინაციის მაჩვენებლის გაუმჯობესება და რეგულაციების დაცვა, საქართველოს პანდემიის ახალი ტალღების გადატანა მოუწევს. 21 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 2.095.168 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.106.359 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 38,9%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 979.607 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 34,3%. 20 ნოემბერს აიცრა 4.638 ადამიანი.2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ინფიცირების 812.246 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 11.498 ადამიანი. საქართველოში კორონავირუსით ყოველდღიურად 70-ზე მეტი ადამიანი იღუპება. ბოლო დღე-ღამეში 76 პაციენტი გარდაიცვალა.საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, რამაც მასობრივი ხასიათი 5 ივნისიდან მიიღო, როდესაც ქვეყანაში მილიონ დოზაზე მეტი Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებში შემოვიდა.
https://sputnik-georgia.com/20211121/gamyrelize-waxalisebis-semdeg-acrebze-mimartvianoba-gaotxmagda-262259713.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/09/252534653_256:0:1792:1152_1920x0_80_0_0_0f2d8116843d1d1881eb58d2c0648614.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
გამყრელიძე: საქართველოში მოსახლეობის თითქმის ნახევარი არაიმუნურია
10:41 22.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 5 მაისიდან დაიწყო.
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის 46%-ს, ბავშვების ჩათვლით, კორონავირუსის იმუნიტეტი ამ დრომდე არ აქვს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
„მიუხედავად ძალიან ბევრი საუბრისა, პირბადის ტარების მაჩვენებელი 37%-ია და აღნიშნული მაჩვენებელი სულ უფრო იკლებს. მოსახლეობა უგულებელყოფს ყოველგვარ რეკომენდაციას. არ ხდება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რეკომენდაციის დაცვა, როგორიცაა თავყრილობა – ისევ ტარდება დიდი ქორწილები, ქელეხები, აქციები“, – განაცხადა გამყრელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მისი თქმით, პანდემიაზე გამარჯვების ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა. ვიდრე არ მოხდება ვაქცინაციის მაჩვენებლის გაუმჯობესება და რეგულაციების დაცვა, საქართველოს პანდემიის ახალი ტალღების გადატანა მოუწევს.
21 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 2.095.168 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.106.359 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 38,9%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 979.607 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 34,3%. 20 ნოემბერს აიცრა 4.638 ადამიანი.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ინფიცირების 812.246 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 11.498 ადამიანი. საქართველოში კორონავირუსით ყოველდღიურად 70-ზე მეტი ადამიანი იღუპება. ბოლო დღე-ღამეში 76 პაციენტი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, რამაც მასობრივი ხასიათი 5 ივნისიდან მიიღო, როდესაც ქვეყანაში მილიონ დოზაზე მეტი Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებში შემოვიდა.