Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კლინიკური სექტორი გადატვირთულია: გამყრელიძე საველე ჰოსპიტლების გახსნას არ გამორიცხავს

© photo: Sputnikამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2021
გამოწერა
გამყრელიძის თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 37%-მდე არის შემცირებული.
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია, შესაძლოა საველე ჰოსპიტლების საჭიროება დადგეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „პირველი არხის“ ეთერში.
გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით კოვიდ-კლინიკებში 7 ათასამდე ადამიანია მოთავსებული, მაგთან 1.665 მძიმე პაციენტია, ხოლო 368 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
მისი თქმით, საქმე მხოლოდ საწოლფონდს არ ეხება, საუბარია ასევე მედპერსონალზე, რომელსაც დაძაბულ პირობებში უწევს მუშაობა.
„ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს, რომ მოიქნიოს და დააწყნაროს სიტუაცია. ერთადერთი, რაც გააჩერებს ამას არის აცრა და იმ რეგულაციების დაცვა, რაც არის მოწოდებული. პირველ რიგში პირბადის ტარება“, - განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი 37%-მდე არის შემცირებული.
როგორც გამყრელიძემ განმარტა, როცა ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4-5 ათასის ფარგლებშია, ეს იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო სექტორი გადატვირთულია, რის შემდეგაც მოხდება საველე ჰოსპიტლების გახსნა.
ვაქცინაცია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
რამდენი აუცრელი ადამიანი დაიღუპა საქართველოში: ახალი სტატისტიკური მონაცემები
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.700-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 784.091-ს მიაღწია.
სპეციალისტების განცხადებით, პანდემიის დაძლევა შესაძლებელია ზრდასრული მოსახლეობის 70-80%-ის ვაქცინაციის შემთხვევაში.
14 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 2.046 362 აცრა. ამ ეტაპზე თუნდაც ერთი დოზით აცრილია 1.074.602 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 37,8%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 966.143 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 33,8%. 13 ნოემბერს აიცრა 4.946 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0