https://sputnik-georgia.com/20211123/natelshvilma-saqartvelos-gachirvebis-mizezi-daasaxela-262306557.html
ნათელაშვილმა საქართველოს „ყველა უბედურების" მიზეზი დაასახელა
ნათელაშვილმა საქართველოს „ყველა უბედურების" მიზეზი დაასახელა
Sputnik საქართველო
მთავარმა ლეიბორისტმა 2003 წლის მოვლენები და „ვარდების რევოლუცია“ შეაფასა. 23.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-23T17:37+0400
2021-11-23T17:37+0400
2021-11-23T22:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249835658_0:61:1000:624_1920x0_80_0_0_30a99ffe70b01b980891a25e814827c4.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ლეიბორისტული პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს და მათ შორის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყველა პრობლემა დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ იგი ხელისუფლებაში რევოლუციის გზით მოვიდა.მსჯავრდებული სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც ქვეყანაში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ამ დროისათვის გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული, სადაც იგი შიმშილობის 50-ე დღეს გლდანის ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანეს.მან 2003 წელს მომხდარ „ვარდების რევოლუციას“ „ძალადობრივი სახელმწიფო გადატრიალება“ უწოდა, რომელიც საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან შეთანხმებით მოხდა, რომელსაც „ჩადენილი უამრავი ცოდვის გამო ხელშეუხებლობა სჭირდებოდა“.პოლიტიკოსის თქმით, შევარდნაძის პრეზიდენტობის ვადა ექვს თვეში იწურებოდა, პარლამენტში კი ხუთი პარტია იყო წარმოდგენილი. „ქვეყანაში ისახებოდა მრავალპარტიული დემოკრატიის კვირტები, რაც იმ ვითომ რევოლუციამ ერთი ხელის დაკვრით დაამთავრა და რის მწარე შედეგებსაც კიდევ დიდხანს მოვიმკით... ესაა შიშველი სიმართლე, რომლის ხმამაღლა თქმის გარეშეც ამ მოჯადოებული წრიდან ვერ გამოვალთ“, – აღნიშნა ნათელაშვილმა.ძირითადი მოტივი, რამაც „ვარდების რევოლუცია“ გამოიწვია, იყო 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბება. დაიწყო მრავალათასიანი საპროტესტო აქციები, რომელმაც პიკს 22 ნოემბერს მიაღწია. სწორედ ამ დღეს ტარდებოდა ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, რომლის ლეგიტიმაციაც პოლიტიკურმა ძალებმა ეჭვქვეშ დააყენეს.სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების ხუთი გზა>>>იმავე დღეს სააკაშვილის ხელმძღვანელობით ოპოზიციის წევრები ვარდებით ხელში შევიდნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ჩაშალეს შევარდნაძის სიტყვით გამოსვლა და მას დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდეს.შემდგომ შევარდნაძემ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და კრწანისის რეზიდენციის დასაცავად პოლიციას მოუწოდა. თუმცა, მაშინ მაღალი ეშელონების პირებმაც კი უარი თქვეს მის მხარდაჭერაზე.გიორგობის დღეს, 23 ნოემბრის საღამოს შევარდნაძემ ოპოზიციის ლიდერებთან, მიხეილ სააკაშვილთან, ნინო ბურჯანაძესთან და ზურაბ ჟვანიასთან მოლაპარაკებები გამართა, რათა შექმნილი რთული ვითარება განეხილათ. შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი ესწრებოდა. შეხვედრის შემდეგ შევარდნაძემ გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
https://sputnik-georgia.com/20211103/saakashvili-revolucias-aanonsebs-261738738.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249835658_44:0:956:684_1920x0_80_0_0_98226425e81dfd1b64855eb8ebe817c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ნათელაშვილმა საქართველოს „ყველა უბედურების" მიზეზი დაასახელა
17:37 23.11.2021 (განახლებულია: 22:34 23.11.2021) მთავარმა ლეიბორისტმა 2003 წლის მოვლენები და „ვარდების რევოლუცია“ შეაფასა.
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ლეიბორისტული პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს და მათ შორის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყველა პრობლემა დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ იგი ხელისუფლებაში რევოლუციის გზით მოვიდა.
მსჯავრდებული სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც ქვეყანაში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ამ დროისათვის გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული, სადაც იგი შიმშილობის 50-ე დღეს გლდანის ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანეს.
„ყველა უბედურება, რაც დღეს გვჭირს, მათ შორის რაც ტრიალებს მიხეილ სააკაშვილის თავს, სტარტს იღებს სწორედ ე.წ. ვარდების რევოლუციიდან“, – დაწერა ნათელაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე.
მან 2003 წელს მომხდარ „ვარდების რევოლუციას“ „ძალადობრივი სახელმწიფო გადატრიალება“ უწოდა, რომელიც საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან შეთანხმებით მოხდა, რომელსაც „ჩადენილი უამრავი ცოდვის გამო ხელშეუხებლობა სჭირდებოდა“.
პოლიტიკოსის თქმით, შევარდნაძის პრეზიდენტობის ვადა ექვს თვეში იწურებოდა, პარლამენტში კი ხუთი პარტია იყო წარმოდგენილი.
„ქვეყანაში ისახებოდა მრავალპარტიული დემოკრატიის კვირტები, რაც იმ ვითომ რევოლუციამ ერთი ხელის დაკვრით დაამთავრა და რის მწარე შედეგებსაც კიდევ დიდხანს მოვიმკით... ესაა შიშველი სიმართლე, რომლის ხმამაღლა თქმის გარეშეც ამ მოჯადოებული წრიდან ვერ გამოვალთ“, – აღნიშნა ნათელაშვილმა.
ძირითადი მოტივი, რამაც „ვარდების რევოლუცია“ გამოიწვია, იყო 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბება. დაიწყო მრავალათასიანი საპროტესტო აქციები, რომელმაც პიკს 22 ნოემბერს მიაღწია. სწორედ ამ დღეს ტარდებოდა ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, რომლის ლეგიტიმაციაც პოლიტიკურმა ძალებმა ეჭვქვეშ დააყენეს.
იმავე დღეს სააკაშვილის ხელმძღვანელობით ოპოზიციის წევრები ვარდებით ხელში შევიდნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ჩაშალეს შევარდნაძის სიტყვით გამოსვლა და მას დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდეს.
შემდგომ შევარდნაძემ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და კრწანისის რეზიდენციის დასაცავად პოლიციას მოუწოდა. თუმცა, მაშინ მაღალი ეშელონების პირებმაც კი უარი თქვეს მის მხარდაჭერაზე.
გიორგობის დღეს, 23 ნოემბრის საღამოს შევარდნაძემ ოპოზიციის ლიდერებთან, მიხეილ სააკაშვილთან, ნინო ბურჯანაძესთან და ზურაბ ჟვანიასთან მოლაპარაკებები გამართა, რათა შექმნილი რთული ვითარება განეხილათ. შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი ესწრებოდა. შეხვედრის შემდეგ შევარდნაძემ გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.