https://sputnik-georgia.com/20211103/saakashvili-revolucias-aanonsebs-261738738.html
სააკაშვილი „პოსტსაარჩევნო რევოლუციას" აანონსებს
სააკაშვილი „პოსტსაარჩევნო რევოლუციას" აანონსებს
Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოუწოდა, ბოიკოტი გამოუცხადონ საპარლამენტო საქმიანობას, მაგრამ უარი არ თქვან... 03.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-03T10:21+0400
2021-11-03T10:21+0400
2021-11-03T14:21+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/02/261731639_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_a80210d0b5062b34d89c10c6e188b2e1.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველო პოსტსაარჩევნო რევოლუციის ზღვარზეა, ნათქვამია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის Facebook-გვერდზე გავრცელებულ წერილში.საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 29 სექტემბერს უკრაინიდან სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობს.„30 ოქტომბერს საქართველოში საარჩევნო რევოლუცია მოხდა – ხალხმა საარჩევნო ყუთებთან ავტორიტარიზმი დაამარცხა. ახლა წინ პოსტსაარჩევნო რევოლუცია გვაქვს, რომელიც საარჩევნო რევოლუციის შედეგებს გააფორმებს!“ – ნათქვამია წერილში.მშვიდობიან რევოლუციაზე მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას სხვა არაფერი დარჩა გარდა იმისა, რომ უზრუნველყოს რეჟიმის სრული იზოლაცია, რომ მმართველ პარტიაზე უარი თქვას ყველა მოქალაქემ. ბარამიძემ დააანონსა კარვები, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები. ბარამიძის განცხადებაზე კომენტარი გააკეთეს მმართველ პარტიაში და აღნიშნეს, რომ არ დაუშვებენ არეულობას.30 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ სააკაშვილმა ოპოზიციას პროტესტის ნიშნად პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა. ოპოზიციური გაერთიანება, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უდგას სათავეში, არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარს აცხადებს და ამტკიცებს, რომ იგი გაყალბდა.2 ნოემბერს კი საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოუწოდა, ბოიკოტი გამოუცხადონ საპარლამენტო საქმიანობას, მაგრამ უარი არ თქვან სადეპუტატო მანდატებზე.სააკაშვილის განცხადებით, სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში მისი მომხრე დეპუტატები ექს-პრეზიდენტს საპატიმროში ვეღარ მოინახულებენ და მას ინფორმაციის წყარო აღარ ექნება.
https://sputnik-georgia.com/20211102/gamoacxadet-boikoti-uari-ar-tqvt-mandatebze-saakashvili-tanapartielebs-261726658.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/02/261731639_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_aa0c3d84f1f771634a013a8fb7ab6e55.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილი „პოსტსაარჩევნო რევოლუციას" აანონსებს
10:21 03.11.2021 (განახლებულია: 14:21 03.11.2021) მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოუწოდა, ბოიკოტი გამოუცხადონ საპარლამენტო საქმიანობას, მაგრამ უარი არ თქვან სადეპუტატო მანდატებზე.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველო პოსტსაარჩევნო რევოლუციის ზღვარზეა, ნათქვამია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის
Facebook-გვერდზე გავრცელებულ წერილში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 29 სექტემბერს უკრაინიდან სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობს.
„30 ოქტომბერს საქართველოში საარჩევნო რევოლუცია მოხდა – ხალხმა საარჩევნო ყუთებთან ავტორიტარიზმი დაამარცხა. ახლა წინ პოსტსაარჩევნო რევოლუცია გვაქვს, რომელიც საარჩევნო რევოლუციის შედეგებს გააფორმებს!“ – ნათქვამია წერილში.
მშვიდობიან რევოლუციაზე მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას სხვა არაფერი დარჩა გარდა იმისა, რომ უზრუნველყოს რეჟიმის სრული იზოლაცია, რომ მმართველ პარტიაზე უარი თქვას ყველა მოქალაქემ. ბარამიძემ დააანონსა კარვები, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები.
ბარამიძის განცხადებაზე კომენტარი გააკეთეს მმართველ პარტიაში და აღნიშნეს, რომ არ დაუშვებენ არეულობას.
30 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ სააკაშვილმა ოპოზიციას პროტესტის ნიშნად პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა. ოპოზიციური გაერთიანება, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უდგას სათავეში, არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარს აცხადებს და ამტკიცებს, რომ იგი გაყალბდა.
2 ნოემბერს კი საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოუწოდა, ბოიკოტი გამოუცხადონ საპარლამენტო საქმიანობას, მაგრამ უარი არ თქვან სადეპუტატო მანდატებზე.
სააკაშვილის განცხადებით, სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში მისი მომხრე დეპუტატები ექს-პრეზიდენტს საპატიმროში ვეღარ მოინახულებენ და მას ინფორმაციის წყარო აღარ ექნება.