https://sputnik-georgia.com/20211123/mandarinis-eqsporti-izrdeba-262300722.html
საქართველოდან მანდარინის ექსპორტი იზრდება
საქართველოდან მანდარინის ექსპორტი იზრდება
Sputnik საქართველო
წელს რეგიონში 70 ათასამდე ტონა მანდარინის მოსავალს ელოდებიან, რომლის ნაწილიც ექსპორტზე გავა. 23.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-23T13:18+0400
2021-11-23T13:18+0400
2021-11-23T19:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23840/06/238400610_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_aa9068cca1690c8277bf4580a6b8a6ad.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან 21 ნოემბრამდე პერიოდში საქართველოდან 3.512 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 153%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 142%-ით გაიზარდა.2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა რუსეთში (1.703 ტონა), სომხეთში (1.346 ტონა), უკრაინაში (375 ტონა), ყაზახეთში (40 ტონა), სლოვენიასა (28 ტონა) და ყირგიზეთში (20 ტონა). აჭარაში „ნარინჯისფერი რთველის“ სეზონის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით შექმნილია ოპერატიული საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მიზნად ისახავს როგორც ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობას, ისე ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფას. შტაბი მუშაობას 1 თებერვლამდე გააგრძელებს.გარდა არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციისა, შტაბი უწყვეტ რეჟიმში იქნება ჩართული სტანდარტული მანდარინის რეალიზაციის პროცესის მიმდინარეობაში.წელს რეგიონში 70 ათასამდე ტონა მანდარინის მოსავალს ელოდებიან, რომლის ნაწილიც ექსპორტზე გავა.
https://sputnik-georgia.com/20211105/acharashi-citrusis-dasabinaveblad-specialuri-shtabi-sheiqmna-261832237.html
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23840/06/238400610_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_72cb74c843d057cd6e533738570bf38d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს რეგიონები
საქართველოდან მანდარინის ექსპორტი იზრდება
13:18 23.11.2021 (განახლებულია: 19:50 23.11.2021) წელს რეგიონში 70 ათასამდე ტონა მანდარინის მოსავალს ელოდებიან, რომლის ნაწილიც ექსპორტზე გავა.
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან 21 ნოემბრამდე პერიოდში საქართველოდან 3.512 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა,
იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 153%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 142%-ით გაიზარდა.
2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა რუსეთში (1.703 ტონა), სომხეთში (1.346 ტონა), უკრაინაში (375 ტონა), ყაზახეთში (40 ტონა), სლოვენიასა (28 ტონა) და ყირგიზეთში (20 ტონა).
აჭარაში „ნარინჯისფერი რთველის“ სეზონის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით შექმნილია ოპერატიული საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მიზნად ისახავს როგორც ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობას, ისე ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფას. შტაბი მუშაობას 1 თებერვლამდე გააგრძელებს.
გარდა არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციისა, შტაბი უწყვეტ რეჟიმში იქნება ჩართული სტანდარტული მანდარინის რეალიზაციის პროცესის მიმდინარეობაში.
წელს რეგიონში 70 ათასამდე ტონა მანდარინის მოსავალს ელოდებიან, რომლის ნაწილიც ექსპორტზე გავა.