https://sputnik-georgia.com/20211105/acharashi-citrusis-dasabinaveblad-specialuri-shtabi-sheiqmna-261832237.html
„ნარინჯისფერი რთველი“: აჭარაში ციტრუსის მოსავლის დასაბინავებლად სპეციალური შტაბი ამოქმედდა
„ნარინჯისფერი რთველი“: აჭარაში ციტრუსის მოსავლის დასაბინავებლად სპეციალური შტაბი ამოქმედდა
Sputnik საქართველო
საქართველოდან მანდარინი ძირითადად რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაში გადის. 05.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-05T20:50+0400
2021-11-05T20:50+0400
2021-11-05T23:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24343/47/243434757_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_6e1970ba420a3b23fd50892a57ef34e3.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ციტრუსის მოსავლის ასაღებად ემზადებიან, სეზონის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით აჭარაში უკვე შეიქმნა ოპერატიული საკოორდინაციო საბჭო, იუწყება „აჭარის ტელევიზია".აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებთან და ციტრუსის ექსპორტიორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მიმდინარე წლის ციტრუსის სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების განხილვა, პროდუქციის დამზადების, შესაფუთი მასალით უზრუნველყოფისა და საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი სახით პროდუქციის მიწოდება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საკოორდინაციო შტაბი მიზნად ისახავს როგორც ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობას, ისე ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფას. შტაბი მუშაობას 1 თებერვლამდე გააგრძელებს. ამოქმედდება „ცხელი ხაზი“, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება. გარდა არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციისა, შტაბი უწყვეტ რეჟიმში იქნება ჩართული სტანდარტული მანდარინის რეალიზაციის პროცესის მიმდინარეობაში.წელს რეგიონში 70 ათასამდე ტონა მანდარინის მოსავალს ელოდებიან, რომლის ნაწილიც ექსპორტზე გავა.წელს საექსპორტო მანდარინს 30-მდე ციტრუსის საწარმო მიიღებს, ხოლო არასტანდარტული მანდარინის მიღება-გადამუშავებას შპს Georgian industrial Asset Management Group განახორციელებს.აჭარაში ციტრუსების საადრეო ჯიშების კრეფა უკვე დასრულდა. 31 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან ჯამში 245 ტონამდე საადრეო ჯიშის მანდარინის ექსპორტი განხორციელდა.საქართველოდან მანდარინი ძირითადად რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაში გადის.
https://sputnik-georgia.com/20211104/acharashi-citrusis-saadreo-jishebis-krepa-dasrulda-261771695.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24343/47/243434757_204:0:2935:2048_1920x0_80_0_0_f53caee392cb26bb5dc02d1776f0fc06.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს რეგიონები
„ნარინჯისფერი რთველი“: აჭარაში ციტრუსის მოსავლის დასაბინავებლად სპეციალური შტაბი ამოქმედდა
20:50 05.11.2021 (განახლებულია: 23:11 05.11.2021) საქართველოდან მანდარინი ძირითადად რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაში გადის.
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ციტრუსის მოსავლის ასაღებად ემზადებიან, სეზონის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით აჭარაში უკვე შეიქმნა ოპერატიული საკოორდინაციო საბჭო, იუწყება
„აჭარის ტელევიზია".
აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებთან და ციტრუსის ექსპორტიორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მიმდინარე წლის ციტრუსის სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების განხილვა, პროდუქციის დამზადების, შესაფუთი მასალით უზრუნველყოფისა და საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი სახით პროდუქციის მიწოდება.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საკოორდინაციო შტაბი მიზნად ისახავს როგორც ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობას, ისე ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფას. შტაბი მუშაობას 1 თებერვლამდე გააგრძელებს. ამოქმედდება „ცხელი ხაზი“, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება. გარდა არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციისა, შტაბი უწყვეტ რეჟიმში იქნება ჩართული სტანდარტული მანდარინის რეალიზაციის პროცესის მიმდინარეობაში.
წელს რეგიონში 70 ათასამდე ტონა მანდარინის მოსავალს ელოდებიან, რომლის ნაწილიც ექსპორტზე გავა.
წელს საექსპორტო მანდარინს 30-მდე ციტრუსის საწარმო მიიღებს, ხოლო არასტანდარტული მანდარინის მიღება-გადამუშავებას შპს Georgian industrial Asset Management Group განახორციელებს.
აჭარაში ციტრუსების საადრეო ჯიშების კრეფა უკვე დასრულდა. 31 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან ჯამში 245 ტონამდე საადრეო ჯიშის მანდარინის ექსპორტი განხორციელდა.
საქართველოდან მანდარინი ძირითადად რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაში გადის.