ელენე ხოშტარია მედიკამენტოზურ მკურნალობას წყვეტს

© photo: Sputnikელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
გამოწერა
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით დეპუტატი ელენე ხოშტარია 3 ნოემბრიდან შიმშილობს.
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საკანონმდებლო ორგანოში მოშიმშილე დეპუტატი, ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აღარ აპირებს მედიკამენტოზური მკურნალობის გაგრძელებას, სანამ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში არ გადაიყვანენ. განცხადება ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. მთელი ამ დროის მანძილზე იგი მხოლოდ წყალს იღებს. ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე გაუარესდა და მისთვის სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ამ დროს მას გადასხმები დასჭირდა. ექიმებმა მისი საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს, რაზეც პოლიტიკოსმა უარი განაცხადა.
გლდანის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
დაძაბული ღამე: სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხი კვლავ გაურკვეველია
1 ოქტომბრიდან მოშიმშილე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ მკვეთრად გაუარესდა – ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ მან გონება დაკარგა. გლდანის ციხის საავადმყოფოს თანამშრომლებმა, სადაც ექს-პრეზიდენტი 8 ნოემბერს გადაიყვანეს, იგი რეანიმაციულ განყოფილებაში საკაცით გადაიყვანეს. მოგვიანებით განცხადება გაკეთდა იმის შესახებ, რომ მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.

„გუშინ მთელი ღამე ველოდებოდი იმ კადრს ან ფრაზას, რომ მიხეილ სააკაშვილი ამდენი ექიმის რეკომენდაციის და პანიკის შემდეგ გადაჰყავთ სამოქალაქო კლინიკაში. საბოლოო ჯამში დავასკვენი, რომ იმ დროს, როცა სააკაშვილის ორგანიზმში მიდის საშიში პროცესები, მისი მდგომარეობა გამოკვლეულიც კი არ არის ბოლომდე. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ და სანამ ექს-პრეზიდენტს არ გადაიყვანენ კლინიკაში, არაფერს არ მივიღებ“, – დაწერა ხოშტარიამ.

სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე ჯერ კიდევ 17 ნოემბერს გააკეთეს განცხადება სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრებმა.
გუშინ სააკაშვილის მდგომარეობის გართულების შემდეგ ხელისუფლებამ კატეგორიული ტონი გარკვეულწილად შეცვალა. როგორც მმართველი პარტიის დეპუტატმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, პარასკევს დაგეგმილია კონსულტაცია, რომლის დროსაც ექიმები გაწერენ, თუ რა კვლევებია საჭირო ზუსტი დიაგნოზის დასასმელად. თუ ციხის საავადმყოფოში აღნიშნული კვლევების ჩატარებისთვის შესაფერისი გარემო არ იქნება, სააკაშვილს სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს>>>
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის ეტაპირება 8 ნოემბერს განხორციელდა. როგორც ექს-პრეზიდენტი, ისე მისი ადვოკატები და მხარდამჭერები მის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ და მოითხოვენ, მაგრამ ხელისუფლება ამ მოწოდებას არ იზიარებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს ყოველდღიურად მართავენ. ამავე მოთხოვნით შიმშილობს საქართველოს პარლამენტის ათი დეპუტატი, ასევე ფოთის, ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოების ცალკეული დეპუტატები. შიმშილობის აქციას შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები, ექიმები, ცნობილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე.
ყველა ახალი ამბავი
0