აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
გამოწერა
სააკაშვილმა, რომელიც სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა, შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა.
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს „სამართლიანად და ღირსეულად" მოექცეს, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 საპატიმროდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. ექს-პრეზიდენტი, მისი პირადი ექიმი, ადვოკატები და თანამებრძოლები მის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებას ითხოვდნენ და ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება ამის კატეგორიული წინააღმდეგია.
გუშინ გლდანის ციხის საავადმყოფოში მყოფმა სააკაშვილმა, რომელიც 50-ე დღეა შიმშილობს, გონება დაკარგა და ის ციხის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
გლდანის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
კონსილიუმის ხელმძღვანელი: სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მწვავეა
17 ნოემბერს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გაავრცელა. მათი თქმით, ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ციხის საავადმყოფო კარგად არის აღჭურვილი, მაგრამ იგი მაინც არ შეესაბამება იმ პირობებს, რომლებიც ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სამკურნალოდ არის საჭირო.
სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება საქართველოს სახალხო დამცველის მიერ სამედიცინო ჯგუფის შექმნას. გარდა ამისა, იგი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისადმი მოპყრობას 1 ოქტომბრიდან, რაც ის დააკავეს. გვინდა შევაქოთ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაწეული საზედამხედველო სამუშაო, რაც გულისხმობს დამოუკიდებელი სამედიცინო ჯგუფის ჩამოყალიბებას, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ციხის საავადმყოფოში სამედიცინო აღჭურვილობის მდგომარეობის შეფასებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს მთავრობას, უზრუნველყოს სააკაშვილის სასამართლო პროცესებზე დასწრება.
„სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც გულისხმობს შესაძლებლობას, პირადად დაესწროს სასამართლო განხილვებს, თუ ის ამას მოითხოვს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სერგეეენკო: სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხი კვლევებზეა დამოკიდებული>>>
როგორც გუშინ მმართველი პარტიის წევრმა, ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, სააკაშვილის მდგომარეობა კატასტროფული არაა, თუმცა საყურადღებოა. თუ მიხეილ სააკაშვილს დასჭირდება ისეთი ტიპის სამედიცინო მომსახურება, რომლის გაწევა ადგილზე შეუძლებელი იქნება, მისი სხვა კლინიკაში გადაყვანა მოხდება, დასძინა დეპუტატმა.
როგორც მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესაძლო კრიტიკულ შედეგებზე პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას, ვინც ამას ითხოვს, მათ შორის ომბუდსმენს და ექიმებს.
რისი შიში აქვს ხელისუფლებას?
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განმარტა, რომ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში და არა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მიზეზი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაც გახდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არეულობებს ამზადებს. სუსმა პირდაპირ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტის მომხრეებმა სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით შეიძლება კლინიკის შტურმით აღება სცადონ. სუსი ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის თაობაზე გამოძიებას აწარმოებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს ყოველდღიურად მართავენ. ამავე მოთხოვნით შიმშილობს საქართველოს პარლამენტის ათი დეპუტატი, ასევე ფოთის, ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოების ცალკეული დეპუტატები. შიმშილობის აქციას შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები, ექიმები, ცნობილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე.
ყველა ახალი ამბავი
0