https://sputnik-georgia.com/20211119/saakasvilis-mdgomareoba-kritikulad-mwvavea--262204805.html
კონსილიუმის ხელმძღვანელი: სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მწვავეა
კონსილიუმის ხელმძღვანელი: სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მწვავეა
Sputnik საქართველო
ამ დროისთვის სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, სადაც ის მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ გონება დაკარგა და წაიქცა. 19.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-19T00:47+0400
2021-11-19T00:47+0400
2021-11-19T01:47+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262201649_0:73:1280:793_1920x0_80_0_0_952624751df3d5c5b0d0961e36829312.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მწვავეა, ის სასწრაფოდ და დაუყონებლივ საჭიროებს გადაყვანას მულტიფროფილურ კლინიკაში, ამის შესახებ გლდანის ციხის საავადმყოფოდან გამოსულმა ექიმების კონსილიუმის და ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.როგორც მედიკოსმა აღნიშნა, ციხის საავადმყოფოში არის მხოლოდ მორიგე პერსონალი, ხოლო მისი მკურნალი ექიმი არ ფლობს იმ უნარებს, რომ მართოს პაციენტის ეს მდგომარეობა.„მინდა აღვნიშნო, რომ იმის რეგულირებას, თუ ვინ შევა პაციენტთან და ვინ გამოვა სამედიცინო შემოწმებაზე, აკეთებს არა სამედიცინო პერსონალი, არამედ გარკვეული ფორმიანი ადამიანები, რაც დაუშვებელია კლინიკის ტერიტორიაზე. ჩვენს ექიმ-ენდოკრინოლოგს არ მიეცა შესაძლებლობა შეემოწმებინა პაციენტი, ასევე ჩვენს ექიმ ექსპერტ-ფსიქიატრს არ მიეცა მისი შემოწმების საშუალება, მხოლოდ მე და რეანიმატოლოგმა შევამოწმეთ“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.ჯიშკარიანის განმარტებით, სააკაშვილს აღენიშნება ცერებროორგანული სინდრომისთვის დამახასიათებელი მწვავე ნიშნები, გონების კარგვის ეპიზოდით.„ამჟამადაც არის გამოხატული ცერებროორგანული დისფუნქციის ნიშნები, რაც კატეგორიულად ითხოვს პაციენტის სტაციონირებას ადეკვატურ კლინიკაში. ნევროლოგი არ ჰყავდათ, შესაბამისად ამ მიმართულებით არ იყო პაციენტი გასინჯული, ამიტომ მოიწვიეს სახალხო დამცველის აპარატიდან ექსპერტი-ნევროლოგი“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.მისი თქმით, სააკაშვილს აღენიშნება დიარეა, ჰიპოვოლემია, შემცირებული აქვს დიურეზი, ესაჭიროება სასწრაფო დიფერენცირებული დიაგნოსტიკა, ტვინის მრტ-კვლევა და ენცეფალოგრამა.მანამდე, ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ კომენტარი გააკეთა კარდიოლოგმა ზურაბ ფაღავამ. მედიკოსის ინფორმაციით, სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები არასტაბილურია. მისი თქმით, პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია და არსებობს ფატალური შედეგის ალბათობა.დღეს გლდანის ციხის საავადმყოფოში მყოფი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 49-ე დღე შიმშილობს, ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ შეუძლოდ გახდა და წაიქცა. ის საკაცით გაიყვანეს.მედიის ინფორმაციით, ამჟამად გლდანის ციხეში იმყოფებიან იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე, დავით სერგეენკო, მიხეილ სარჯველაძე, აგრეთვე მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე. ამასთან, ციხეში იმყოფება მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, რომელიც მანამდე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრაზე იმყოფებოდა.ამასთან, ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგეგმება სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა, სადაც ერთ-ერთ პალატას გისოსები დაუმაგრეს.პენიტენციურ დაწესებულებასთან ჟურნალისტების და სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა.საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილური, 9 ექიმით დაკომპლექტებული ექსპერტთა ჯგუფი შექმნა.გუშინ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გაავრცელა. მათი თქმით, ციხის საავადმყოფო კარგად არის აღჭურვილი, მაგრამ იგი მაინც არ შეესაბამება იმ პირობებს, რომლებიც ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სამკურნალოდ არის საჭირო.
https://sputnik-georgia.com/20211118/gldanis-cixesi-iusticiis-ministri-mivida-262203939.html
https://sputnik-georgia.com/20211118/samedicino-eqsperti-tikaraze-daetanxma-yvela-argukments-262202455.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262201649_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_51046073911265e1f5c156a3a27f56ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
კონსილიუმის ხელმძღვანელი: სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მწვავეა
00:47 19.11.2021 (განახლებულია: 01:47 19.11.2021) ამ დროისთვის სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, სადაც ის მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ გონება დაკარგა და წაიქცა.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მწვავეა, ის სასწრაფოდ და დაუყონებლივ საჭიროებს გადაყვანას მულტიფროფილურ კლინიკაში, ამის შესახებ გლდანის ციხის საავადმყოფოდან გამოსულმა ექიმების კონსილიუმის და ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.
როგორც მედიკოსმა აღნიშნა, ციხის საავადმყოფოში არის მხოლოდ მორიგე პერსონალი, ხოლო მისი მკურნალი ექიმი არ ფლობს იმ უნარებს, რომ მართოს პაციენტის ეს მდგომარეობა.
„მინდა აღვნიშნო, რომ იმის რეგულირებას, თუ ვინ შევა პაციენტთან და ვინ გამოვა სამედიცინო შემოწმებაზე, აკეთებს არა სამედიცინო პერსონალი, არამედ გარკვეული ფორმიანი ადამიანები, რაც დაუშვებელია კლინიკის ტერიტორიაზე. ჩვენს ექიმ-ენდოკრინოლოგს არ მიეცა შესაძლებლობა შეემოწმებინა პაციენტი, ასევე ჩვენს ექიმ ექსპერტ-ფსიქიატრს არ მიეცა მისი შემოწმების საშუალება, მხოლოდ მე და რეანიმატოლოგმა შევამოწმეთ“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.
ჯიშკარიანის განმარტებით, სააკაშვილს აღენიშნება ცერებროორგანული სინდრომისთვის დამახასიათებელი მწვავე ნიშნები, გონების კარგვის ეპიზოდით.
„ამჟამადაც არის გამოხატული ცერებროორგანული დისფუნქციის ნიშნები, რაც კატეგორიულად ითხოვს პაციენტის სტაციონირებას ადეკვატურ კლინიკაში. ნევროლოგი არ ჰყავდათ, შესაბამისად ამ მიმართულებით არ იყო პაციენტი გასინჯული, ამიტომ მოიწვიეს სახალხო დამცველის აპარატიდან ექსპერტი-ნევროლოგი“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.
მისი თქმით, სააკაშვილს აღენიშნება დიარეა, ჰიპოვოლემია, შემცირებული აქვს დიურეზი, ესაჭიროება სასწრაფო დიფერენცირებული დიაგნოსტიკა, ტვინის მრტ-კვლევა და ენცეფალოგრამა.
მანამდე, ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ კომენტარი გააკეთა კარდიოლოგმა ზურაბ ფაღავამ. მედიკოსის ინფორმაციით, სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები არასტაბილურია. მისი თქმით, პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია და არსებობს ფატალური შედეგის ალბათობა.
დღეს გლდანის ციხის საავადმყოფოში მყოფი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 49-ე დღე შიმშილობს, ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ შეუძლოდ გახდა და წაიქცა. ის საკაცით გაიყვანეს.
მედიის ინფორმაციით, ამჟამად გლდანის ციხეში იმყოფებიან იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე, დავით სერგეენკო, მიხეილ სარჯველაძე, აგრეთვე მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე. ამასთან, ციხეში იმყოფება მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, რომელიც მანამდე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრაზე იმყოფებოდა.
ამასთან, ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგეგმება სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა, სადაც ერთ-ერთ პალატას გისოსები დაუმაგრეს.
პენიტენციურ დაწესებულებასთან ჟურნალისტების და სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა.
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილური, 9 ექიმით დაკომპლექტებული ექსპერტთა ჯგუფი შექმნა.
გუშინ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გაავრცელა. მათი თქმით, ციხის საავადმყოფო კარგად არის აღჭურვილი, მაგრამ იგი მაინც არ შეესაბამება იმ პირობებს, რომლებიც ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სამკურნალოდ არის საჭირო.