https://sputnik-georgia.com/20211118/gldanis-cixesi-iusticiis-ministri-mivida-262203939.html
გლდანის ციხეში იუსტიციის მინისტრი მივიდა
გლდანის ციხეში იუსტიციის მინისტრი მივიდა
Sputnik საქართველო
სააკაშვილი რეანიმაციაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ გონება დაკარგა და წაიქცა. ამ დრისთვის მასთან დეპუტატები და მედიკოსები... 18.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-18T23:26+0400
2021-11-18T23:26+0400
2021-11-19T01:43+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262202679_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_f5d12e270df23e5c5cac7e59bb56d221.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე მივიდა. ინფორმაციას ტელეკომპანია „ტვ პირველი“ ავრცელებს.დღეს გლდანის ციხის საავადმყოფოში მყოფი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 49-ე დღე შიმშილობს, ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ შეუძლოდ გახდა და წაიქცა. ის საკაცით გაიყვანეს.სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და მედიკოსების ინფორმაციით, ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.მედიის ინფორმაციით, ამჟამად გლდანის ციხეში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე, დავით სერგეენკო, მიხეილ სარჯველაძე, აგრეთვე მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე. ამასთან, ციხეში იმყოფება მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, რომელიც მანამდე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრაზე იმყოფებოდა. გარდა ამისა, ციხის კლინიკაში იმყოფებიან სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექიმები, რომლებმაც გუშინ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ვრცელი დასკვნა მოამზადეს.ამასთან, ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგეგმება სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა, სადაც ერთ-ერთ პალატას გისოსები დაუმაგრეს.ამ დროისთვის გლდანის ციხესთან ოპოზიციონერები არიან შეკრებილი.საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის ეტაპირება 8 ნოემბერს განხორციელდა. როგორც ექს-პრეზიდენტი, ისე მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და მხარდამჭერები მის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.
https://sputnik-georgia.com/20211117/eqspertta-jgufis-daskvna-saakasvilis-mkurnaloba-unda-gagrzeldes-poliprofilur-hospitalsi-262167186.html
https://sputnik-georgia.com/20211118/samedicino-eqsperti-tikaraze-daetanxma-yvela-argukments-262202455.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262202679_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_4b001d022b84e4136ceadfeaa751f158.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
გლდანის ციხეში იუსტიციის მინისტრი მივიდა
23:26 18.11.2021 (განახლებულია: 01:43 19.11.2021) სააკაშვილი რეანიმაციაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ გონება დაკარგა და წაიქცა. ამ დრისთვის მასთან დეპუტატები და მედიკოსები იმყოფებიან.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე მივიდა. ინფორმაციას ტელეკომპანია „ტვ პირველი“ ავრცელებს.
დღეს გლდანის ციხის საავადმყოფოში მყოფი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 49-ე დღე შიმშილობს, ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ შეუძლოდ გახდა და წაიქცა. ის საკაცით გაიყვანეს.
სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და მედიკოსების ინფორმაციით, ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მედიის ინფორმაციით, ამჟამად გლდანის ციხეში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე, დავით სერგეენკო, მიხეილ სარჯველაძე, აგრეთვე მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე. ამასთან, ციხეში იმყოფება მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, რომელიც მანამდე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრაზე იმყოფებოდა.
გარდა ამისა, ციხის კლინიკაში იმყოფებიან სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექიმები, რომლებმაც გუშინ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ვრცელი დასკვნა მოამზადეს.
ამასთან, ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგეგმება სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა, სადაც ერთ-ერთ პალატას გისოსები დაუმაგრეს.
ამ დროისთვის გლდანის ციხესთან ოპოზიციონერები არიან შეკრებილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის ეტაპირება 8 ნოემბერს განხორციელდა. როგორც ექს-პრეზიდენტი, ისე მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და მხარდამჭერები მის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.