https://sputnik-georgia.com/20211119/saakashvilis-klinikashi-gadayvanis-sakitxi-gaurkvevelia-262207711.html
დაძაბული ღამე: სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხი კვლავ გაურკვეველია
დაძაბული ღამე: სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხი კვლავ გაურკვეველია
Sputnik საქართველო
გუშინ გლდანის ციხის საავადმყოფოში მყოფმა სააკაშვილმა, რომელიც 50-ე დღეა შიმშილობს, გონება დაკარგა. 19.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-19T10:21+0400
2021-11-19T10:21+0400
2021-11-19T16:10+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262209542_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_36ec3171e000371f15f50eff8908a998.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კრიტიკულ მდგომარეობაშია და საჭიროა მისი მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, ამის შესახებ ერთხმად საუბრობენ ექიმები, თუმცა საბოლოო გადაწვეტილების მიღება ხელისუფლებაზეა, რომელმაც წუხელ საკუთარი პოზიცია გარკვეულწილად შეარბილა.1 ოქტომბრიდან მოშიმშილე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ მკვეთრად გაუარესდა – ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ მან გონება დაკარგა. გლდანის ციხის საავადმყოფოს თანამშრომლებმა, სადაც ექს-პრეზიდენტი 8 ნოემბერს გადაიყვანეს, იგი რეანიმაციულ განყოფილებაში საკაცით გადაიყვანეს. მოგვიანებით განცხადება გაკეთდა იმის შესახებ, რომ მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე ჯერ კიდევ 17 ნოემბერს გააკეთეს განცხადება სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრებმა. გუშინ სააკაშვილის მდგომარეობის გართულების შემდეგ ხელისუფლებამ კატეგორიული ტონი შეცვალა. როგორც მმართველი პარტიის დეპუტატმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, პარასკევს დაგეგმილია კონსულტაცია, რომლის დროსაც ექიმები გაწერენ, თუ რა კვლევებია საჭირო ზუსტი დიაგნოზის დასასმელად. თუ ციხის საავადმყოფოში აღნიშნული კვლევების ჩატარებისთვის შესაფერისი გარემო არ იქნება, სააკაშვილს სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.გასულ ღამეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით ომბუდსმენის ეგიდით და ასევე მთავრობის ინიციატივით შექმნილ ორ ექიმთა ჯგუფთან გამართა შეხვედრები.
https://sputnik-georgia.com/20211119/saakasvilis-mdgomareoba-kritikulad-mwvavea--262204805.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262209542_0:0:1139:854_1920x0_80_0_0_9a9373afef57856de3e3cf316d3b7a08.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
დაძაბული ღამე: სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხი კვლავ გაურკვეველია
10:21 19.11.2021 (განახლებულია: 16:10 19.11.2021) გუშინ გლდანის ციხის საავადმყოფოში მყოფმა სააკაშვილმა, რომელიც 50-ე დღეა შიმშილობს, გონება დაკარგა.
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კრიტიკულ მდგომარეობაშია და საჭიროა მისი მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, ამის შესახებ ერთხმად საუბრობენ ექიმები, თუმცა საბოლოო გადაწვეტილების მიღება ხელისუფლებაზეა, რომელმაც წუხელ საკუთარი პოზიცია გარკვეულწილად შეარბილა.
1 ოქტომბრიდან მოშიმშილე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ მკვეთრად გაუარესდა – ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ მან გონება დაკარგა. გლდანის ციხის საავადმყოფოს თანამშრომლებმა, სადაც ექს-პრეზიდენტი 8 ნოემბერს გადაიყვანეს, იგი რეანიმაციულ განყოფილებაში საკაცით გადაიყვანეს. მოგვიანებით განცხადება გაკეთდა იმის შესახებ, რომ მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.
„გონების დაკარგვა მეტყველებს იმაზე, რომ მის ორგანიზმში ყოველ წუთს ხდება ცუდი რაღაცები. მდგომარეობა ძალზე მძიმეა. მაგალითად, ახლა იყო ნევროლოგი, რომელმაც დასვა არასასიამოვნო დიაგნოზის შესაძლებლობა, რომელიც, ჩემი აზრით, იმსახურებს დიდ ყურადღებას. მიშა სააკაშვილს მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანა სჭირდება, სადაც არსებობს მაღალი დონის მრტ – მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია“, – განაცხადა ექს-პრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებთან.
სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე ჯერ კიდევ 17 ნოემბერს გააკეთეს განცხადება სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრებმა.
გუშინ სააკაშვილის მდგომარეობის გართულების შემდეგ ხელისუფლებამ კატეგორიული ტონი შეცვალა. როგორც მმართველი პარტიის დეპუტატმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, პარასკევს დაგეგმილია კონსულტაცია, რომლის დროსაც ექიმები გაწერენ, თუ რა კვლევებია საჭირო ზუსტი დიაგნოზის დასასმელად. თუ ციხის საავადმყოფოში აღნიშნული კვლევების ჩატარებისთვის შესაფერისი გარემო არ იქნება, სააკაშვილს სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.
გასულ ღამეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით ომბუდსმენის ეგიდით და ასევე მთავრობის ინიციატივით შექმნილ ორ ექიმთა ჯგუფთან გამართა შეხვედრები.