რა შემოსავალი მიიღეს ტელევიზიებმა პოლიტიკური რეკლამებიდან

© Pixabay / Alehandra13ტელევიზორი
ტელევიზორი - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
გამოწერა
პოლიტიკური რეკლამებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მიიღო.
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ფასიანი პოლიტიკური რეკლამებიდან ქართული ტელე- და რადიომაუწყებლების შემოსავალმა 3,8 მლნ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.
კომისიამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ინტენსივობა გააანალიზა.
წინასაარჩევნო პერიოდში ტელეარხებზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამა განათავსა ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“, „ლელომ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „გირჩმა“ და „ტრიბუნამ“.
„სისხლიანი ბანერები“ - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2021
არჩევნები 2021
„სისხლიანი ბანერებით“ სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაინტერესდა
ფასიანი რეკლამით ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა – 769.461 ლარი. მთავარი დამკვეთი იყო „ქართული ოცნება“ (87,2%).
ტელეკომპანია „იმედის“ შემოსავალმა 640.132 ლარი შეადგინა – მთლიანი თანხა მმართველმა პარტიამ გადაიხადა, რადგანაც აღნიშნულ არხზე რეკლამა მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ განათავსა.
ტელეკომპანია ТV Pirveli-ს შემოსავალმა შეადგინა 606.773 ლარი. აღნიშნული თანხის 90% ტელეკომპანიას პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ გადაურიცხა.
„მთავარმა არხმა“ ფასიანი რეკლამის განთავსებით 467.364 ლარი მიიღო. ძირითადი დამკვეთი ამ შემთხვევაშიც პარტია „ლელო“ იყო (61,3%).
ტელეარხ GDS-ის შემოსავალმა შეადგინა 276.648 ლარი. ტელეკომპანია „იმედის“ მსგავსად, ტელეარხზე რეკლამა მხოლოდ მმართველმა პარტიამ განათავსა.
PosTV-მ წინასაარჩევნო რეკლამებით 245.333 ლარი მიიღო. თნხის 88% „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის.
ტელეკომპანია „ფორმულამ“ პოლიტიკური რეკლამებიდან შემოსავლის სახით 194.477 ლარი მიიღო. თანხის 63% „ნაციონალური მოძრაობიდან“ გადაირიცხა.
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
საქართველოში სიძულვილის ენის შემცველი პოლიტიკური რეკლამა აიკრძალება
Palitra ТV-ზე რეკლამის განთავსებისთვის თანხა მხოლოდ პარტია „გირჩმა“ დახარჯა – 14.492 ლარი.
გარდა ამისა, რეგულატორის ინფორმაციით, 22-მა რეგიონულმა მაუწყებელმა პოლიტიკური რეკლამების განთავსებით 44.661 ლარი მიიღო.
რაც შეეხება უფასო პოლიტიკურ რეკლამებს, წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლებმა მას მთლიანობაში 39 ათასი წუთი დაუთმეს. აღნიშნულ დროში მაუწყებლებს თანხა ფასიანი რეკლამის პირდაპირპროპორციულად რომ მიეღოთ, მათი შემოსავალი დაახლოებით 23,2 მილიონი ლარით გაიზრდებოდა.
მთლიანობაში, 2021 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სატელევიზიო და რადიორეკლამებიდან შემოსავალი საქართველოში 22%-ით გაიზარდა და 21,8 მლნ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში რეკლამებიდან ტელეკომპანიების შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ით გაიზარდა და 20 მლნ ლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0