საქართველოში სიძულვილის ენის შემცველი პოლიტიკური რეკლამა აიკრძალება

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის შენობა
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
გამოწერა
კანონპროექტების ინიციატორების სურვილი იყო, საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით განხილულიყო.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი უახლოეს დღეებში „მაუწყებლობის შესახებ“ და „საარჩევნო კოდექსის“ კანონებში ცვლილებების განხილვას შეუდგება, რომელიც ზიზღის ენის შემცველი წინასაარჩევნო რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებს.
„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები ითვალისწინებს საჯარო ადგილზე არჩევნებში მონაწილე სუბიექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შემქმნელი სააგიტაციო და სარეკლამო მასალის გავრცელების აკრძალვას. საუბარია სტენდებზე, შენობა-ნაგებობის ფასადებსა და სხვა უძრავ ნივთსა ან კონსტრუქციაზე, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ისეთი სააგიტაციო მასალის გავრცელების აკრძალვას, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის მიმართ ნეგატიური აზრის შესაქმნელად.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების თანახმად, იკრძალება ისეთი წინასაარჩევნო რეკლამის გავრცელება, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად.
© photo: Sputnik / Stringer"სისხლიანი ბანერი"
Кровавые баннеры на тбилисских улицах, предвыборная реклама - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
"სისხლიანი ბანერი"
საკანონმდებლო პაკეტზე წამყვან კომიტეტად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განისაზღვრა.
კანონპროექტების ინიციატორების სურვილი იყო, საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით განხილულიყო და ახალი რეგულაციები შეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს, რომელიც 30 ოქტომბერს ტარდება. თუმცა, ბიურომ მსჯელობის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტების განხილვა წარიმართოს ჩვეულებრივ ვადებში, როგორც ეს რეგლამენტით არის განსაზღვრული.
საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გიორგი ამილახვარი, შალვა პაპუაშვილი, რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, გურამ მაჭარაშვილი, ალუდა ღუდუშაური, მიხეილ სარჯველაძე, ნინო იობაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და ირაკლი ბერაია.
ყველა ახალი ამბავი
0