https://sputnik-georgia.com/20210930/sisxliani-banerebit-saxelmwifo-auditis-samsaxuri-dainteresda-260042488.html
„სისხლიანი ბანერებით“ სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაინტერესდა
„სისხლიანი ბანერებით“ სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაინტერესდა
Sputnik საქართველო
მანამდე ბანერებთან დაკავშირებით ცესკოს საჩივრით დამკვირვებლებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა მიმართეს. 30.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-30T14:36+0400
2021-09-30T14:36+0400
2021-09-30T19:03+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259849365_0:0:3068:1727_1920x0_80_0_0_08d0bed9ee5a7c154074a8dd8a9bfbe8.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არჩევნების წინ ქვეყნის ქუჩებში გამოჩენილ სკანდალურ ბანერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების შუალედურ ანგარიშში.არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერების ადგილზე პოლიტიკური ბანერები გაჩნდა. საუბარია ბანერებზე, რომლებზეც ოპოზიციური პარტიებისა და ტელეკომპანიების ლიდერები არიან გამოსახული. ბანერებს აქვს „სისხლის“ ლაქები და წარწერა: „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“. ბანერების განთავსება ბიზნესმენმა მიხეილ გაბრიაძემ დააფინანსა. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ამ პლაკატებთან საერთო არაფერი აქვთ.როგორც სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი, ბანერებზე განთავსებული მასალა რიგი პოლიტიკური ძალების მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ არის მიმართული.უფრო ადრე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბანერები არ ჩათვალა სკანდალურად, წინასაარჩევნო რეკლამად და წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილად.ცესკოში აღნიშნავენ, რომ ბანერები არ შეიძლება ჩაითვალოს წინასაარჩევნო დაპირებებად და ისინი არ არღვევს კანონს, თუმცა ახდენს ცესკოსთვის მიუღებელი სიძულვილის ენის ტირაჟირებას.ბანერებზე საჩივრით ცესკოს მიმართეს დამკვირვებლებმა და პარტიებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „დროა“.
https://sputnik-georgia.com/20210928/cesko-sisxliani-banerebis-damkvets-kanoni-ar-daurrvevia-259984262.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259849365_337:0:3068:2048_1920x0_80_0_0_797a45f8738cc70d7994f888650e7013.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
„სისხლიანი ბანერებით“ სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაინტერესდა
14:36 30.09.2021 (განახლებულია: 19:03 30.09.2021) მანამდე ბანერებთან დაკავშირებით ცესკოს საჩივრით დამკვირვებლებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა მიმართეს.
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არჩევნების წინ ქვეყნის ქუჩებში გამოჩენილ სკანდალურ ბანერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო,
ნათქვამია უწყების შუალედურ ანგარიშში.
არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერების ადგილზე პოლიტიკური ბანერები გაჩნდა. საუბარია ბანერებზე, რომლებზეც ოპოზიციური პარტიებისა და ტელეკომპანიების ლიდერები არიან გამოსახული. ბანერებს აქვს „სისხლის“ ლაქები და წარწერა: „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“. ბანერების განთავსება ბიზნესმენმა მიხეილ გაბრიაძემ დააფინანსა. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ამ პლაკატებთან საერთო არაფერი აქვთ.
როგორც სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი, ბანერებზე განთავსებული მასალა რიგი პოლიტიკური ძალების მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ არის მიმართული.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ზემოაღნიშნული ბანერების განთავსების მიზნით გაწეული ხარჯის კანონიერების დასადგენად. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოითხოვა ინფორმაცია ბანერების განთავსების ადგილების მფლობელი კომპანიისგან ბანერების დამკვეთის, მათი განთავსებისათვის გამოყოფილი ადგილების, ტირაჟის, განთავსების ხანგრძლივობისა და ღირებულების შესახებ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უფრო ადრე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბანერები არ ჩათვალა სკანდალურად, წინასაარჩევნო რეკლამად და წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილად.
28 სექტემბერი 2021, 21:05
ცესკოში აღნიშნავენ, რომ ბანერები არ შეიძლება ჩაითვალოს წინასაარჩევნო დაპირებებად და ისინი არ არღვევს კანონს, თუმცა ახდენს ცესკოსთვის მიუღებელი სიძულვილის ენის ტირაჟირებას.
ბანერებზე საჩივრით ცესკოს მიმართეს დამკვირვებლებმა და პარტიებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „დროა“.