https://sputnik-georgia.com/20211119/opoziciam-saprotesto-aqcia-rustavelze-daasrula-262238131.html
ოპოზიციამ საპროტესტო აქცია რუსთაველზე დაასრულა
ოპოზიციამ საპროტესტო აქცია რუსთაველზე დაასრულა
Sputnik საქართველო
აქციის შეწყვეტა სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია პროტესტზე უარს ამბობს, განაცხადა ნიკა მელიამ. 19.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-19T23:03+0400
2021-11-19T23:03+0400
2021-11-19T23:03+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262231532_0:108:1280:828_1920x0_80_0_0_c25b64f044b30f54077734885f2941dc.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე შეწყვიტეს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე დათანხმდა.სააკაშვილმა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანხმობა ადვოკატთან ხუთსაათიანი კონსულტაციის შემდეგ განაცხადა. ამ წინადადებით დღეს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გამოვიდა.პარლამენტში დეპუტატებმა შიმშილობა შეწყვიტეს>>„კიდევ რაღაც სისულელე რომ არმოროშონ უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, ჯერ ვერ განვახორციელებთ მის ტრანსპორტირებას იმიტომ, რომ რუსთაველზე ხალხი დგასო. მოდი, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ვაცადოთ ახლა“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის დასრულებამდე.მან ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის არც ერთი მხარდამჭერი გორის ჰოსპიტალთან არ გამართავს საპროტესტო აქციას, თუმცა „ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსთაველის გამზირი იქნება ცარიელი“.დღესვე შიმშილობა შეწყვიტეს პარლამენტის დეპუტატებმა, რომლებიც სააკაშვილის ციხის საავადმყოფოდან გადაყვანას მოითხოვდნენ.
https://sputnik-georgia.com/20211119/saakasvili-goris-hospitalsigadayvanas-datanxmda-262235168.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262231532_0:114:984:852_1920x0_80_0_0_1b58d1e248a68f6bdcb88986d2495002.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ოპოზიციამ საპროტესტო აქცია რუსთაველზე დაასრულა
აქციის შეწყვეტა სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია პროტესტზე უარს ამბობს, განაცხადა ნიკა მელიამ.
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე შეწყვიტეს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე დათანხმდა.
სააკაშვილმა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანხმობა ადვოკატთან ხუთსაათიანი კონსულტაციის შემდეგ განაცხადა. ამ წინადადებით დღეს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გამოვიდა.
„კიდევ რაღაც სისულელე რომ არმოროშონ უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, ჯერ ვერ განვახორციელებთ მის ტრანსპორტირებას იმიტომ, რომ რუსთაველზე ხალხი დგასო. მოდი, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ვაცადოთ ახლა“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის დასრულებამდე.
მან ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის არც ერთი მხარდამჭერი გორის ჰოსპიტალთან არ გამართავს საპროტესტო აქციას, თუმცა „ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსთაველის გამზირი იქნება ცარიელი“.
დღესვე შიმშილობა შეწყვიტეს პარლამენტის დეპუტატებმა, რომლებიც სააკაშვილის ციხის საავადმყოფოდან გადაყვანას მოითხოვდნენ.