პარლამენტში დეპუტატებმა შიმშილობა შეწყვიტეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
გამოწერა
სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საქართველოს პარლამენტის ათი დეპუტატი, ასევე ფოთის, ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოების ცალკეული ოპოზიციონერი დეპუტატი შიმშილობდა.
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატებმა, რომლებიც პროტესტის ამ ფორმას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავდნენ, შიმშილობა შეწყვიტეს, ნათქვამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ გადაწყვეტილების საფუძველი გახდა სააკაშვილის თანხმობა ხელისუფლების შეთავაზებაზე გორის ჰოსპიტალში გადაყვანის თაობაზე.
„მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის თანახმა არის გადავიდეს გორის ჰოსპიტალში და ის წყვეტს შიმშილობას. აქედან გამომდინარე ის მთავარი სანერვიულო საკითხი და საზრუნავი... იმიტომ, რომ ეს ეხებოდა ჩვენი პარტიის ლიდერის და ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ეს საკითხი ამ ეტაპისთვის გადაწყდა სასიკეთოდ, ამიტომ ჩვენ ვწყვეტთ შიმშილობას“, - განაცხადეს ერთობლივ ბრიფინგზე დეპუტატებმა.
მანამდე შომშილობა შეწყვიტა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ. პოლიტიკოსი შიმშილობის დასრულების შემდეგ რეაბილიტაციის კურსს კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ გადის.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდა: ექს-პრეზიდენტი შიმშილობას წყვეტს
ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილი გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული, საიდანაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს გადაიყვანენ.
სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას ორი სისხლის სამართლის საქმეზე სამშობლოში დაუსწრებლად მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე განხილვის პროცესშია, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0