სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდა: ექს-პრეზიდენტი შიმშილობას წყვეტს

© courtesy of Mikheil Saakashviliმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
გამოწერა
სააკაშვილმა შიმშილობა 50 დღის წინ დაიწყო. გუშინ, მას შემდეგ, რაც გონება დაკარგა, იგი ციხის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ექს-პრეზიდენტი თანახმაა გადავიდეს გორის ჰოსპიტალში, ამის შესახებ საკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, როგორც კი სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაიყვანენ, ის შიმშილობას შეწყვეტს.
„სააკაშვილს დღესვე გადაიყვანენ გორის ჰოსპიტალში. მისი ტრანსპორტირება განხორციელდება მოგვიანებით. კონკრეტულ დროს არ გავამხელ, რადგან ასეა საჭირო მისი უფასთხოებითვის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, აღნიშნა გვარამიამ.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარასკევს მიხეილ სააკაშვილს მკურნალობა გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესთავაზა. უფრო ადრე ექს–პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეწყვეტს შიმშილობას, თუ მას ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანდნენ.
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
პრეზიდენტმა სააკაშვილზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ პირველი განცხადება გააკეთა
სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. ის თავს პოლიტპატიმარს უწოდებს, ხოლო ბრალდებებს – გაყალბებულს. ექს–პრეზიდენტის ადვოკატები და პირადი ექიმი დიდი ხანია მოითხოვენ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას.
სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას ორი სისხლის სამართლის საქმეზე სამშობლოში დაუსწრებლად მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე განხილვის პროცესშია, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0