კიევი საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიუკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
გამოწერა
უკრაინის ომბუდსმენი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სააკაშვილის რეაბილიტაციის კურსის მესამე ქვეყნის კლინიკაში გავლა.
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ომბუდსმენი საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებენ, იუწყება РИА Новости.
სააკაშვილმა შიმშილობა 50 დღის წინ დაიწყო. გუშინ, მას შემდეგ, რაც გონება დაკარგა, იგი ციხის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
კობახიძე: ელენე ხოშტარიას მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად სააკაშვილს ეკისრება
„უკრაინის მხარე კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილი სათანადო სამედიცინო დახმარებით, კერძოდ, გადაიყვანოს იგი მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად“, – იუწყება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში უკრაინელი დიპლომატები ელოდებიან მათ განცხადებაზე თანხმობას, რათა დღეს მოინახულონ სააკაშვილი.
„უკრაინა კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვასა და უკრაინაში მის დაბრუნებას“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ, თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს სააკაშვილის რეაბილიტაციის კურსი მესამე ქვეყნის კლინიკაში.

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ექიმების სპეციალიზებული კომისიის დასკვნები და დაუყოვნებლივ გადაიყვანოს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში, რომელიც სათანადოდაა აღჭურვილი გადაუდებელი რეანიმაციული ღონისძიებების ჩასატარებლად და შეესაბამება ასეთი პაციენტებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის სტანდარტებს – კომისიის ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით“, – აღნიშნა დენისოვამ.

მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს პოზიციას შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის დასრულებამდე სააკაშვილის მიმართ სასამართლო განაჩენის აღსრულების გადავადების აუცილებლობასთან დაკავშირებით.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას ვთავაზობთ
ამავდროულად დენისოვა მიიჩნევს, რომ ასეთი რეაბილიტაციისათვის სააკაშვილი აუცილებლად უნდა გადაიყვანონ მესამე ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც „ხანგრძლივი შიმშილობიდან ადამიანის გამოყვანისა და ორგანიზმის ფუნქციების აღდგენის რესურსები და გამოცდილება გააჩნია“.
სააკაშვილს ორ სისხლის სამართლის საქმეზე სამშობლოში დაუსწრებლად მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე განხილვის პროცესშია, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ. თავად მესამე პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს გაყალბებულს უწოდებს.
ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა დაკავების დღესვე გამოაცხადა. სააკაშვილის რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში ეტაპირება 8 ნოემბერს განხორციელდა.
ეს გადაწყვეტილება გართულების თავიდან აცილების მოსაზრებით მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც სააკაშვილმა შეწყვიტა მედიკამენტების ერთი ნაწილის მიღება. თავად სააკაშვილი, მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და მხარდამჭერები მის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
ხელისუფლების ინფორმაციით, ამჟამად სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა დამოკიდებული იქნება პაციენტის მდგომარეობასა და ექიმების დასკვნაზე.
ყველა ახალი ამბავი
0