https://sputnik-georgia.com/20211119/irakli-kobaxidze-xoshtaria-262224472.html
კობახიძე: ელენე ხოშტარიას მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად სააკაშვილს ეკისრება
კობახიძე: ელენე ხოშტარიას მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად სააკაშვილს ეკისრება
Sputnik საქართველო
ელენე ხოშტარიამ დღეს განაცხადა, რომ წყვეტს მედიკამენტოზურ მკურნალობას მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ. 19.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-19T15:45+0400
2021-11-19T15:45+0400
2021-11-19T20:31+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259845195_217:372:2400:1600_1920x0_80_0_0_50cbae845821eb9f5464c85d8709b0ac.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მთლიანად პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილი, განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო.მთელი ამ დროის მანძილზე იგი მხოლოდ წყალს იღებს. ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე გაუარესდა და მისთვის სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ექიმებმა მისი საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს, რაზეც პოლიტიკოსმა უარი განაცხადა.კობახიძემ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, გააცნობიეროს თუ რა პასუხისმგებლობა აკისრია მოშიმშილე დეპუტატ ელენე ხოშტარიასთან მიმართებაში, ხელისუფლება კი თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს, რათა დაიცვას თითეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.ირაკლი კობახიძემ საქართველოს ექს-პრეზიდენტს ურჩია, რომ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რადგან ამ საკითხზე ბევრი რამაა დამოკიდებული, მათ შორის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისივე თქმით, სააკაშვილის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები საზოგადოებისთვის უკვე მომაბეზრებელი გახდა და მან აუცილებლად უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯი. 1 ოქტომბრიდან მოშიმშილე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ მკვეთრად გაუარესდა – ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ მან გონება დაკარგა.ციხის საავადმყოფოს თანამშრომლებმა, სადაც ექს-პრეზიდენტი 8 ნოემბერს გადაიყვანეს, იგი რეანიმაციულ განყოფილებაში საკაცით შეიყვანეს. მოგვიანებით განცხადება გაკეთდა იმის შესახებ, რომ მისი მდგომარეობა დასტაბილურდა. დღეს აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ელენე ხოშტარია და განაცხადა, რომ ის აღარ აპირებს მედიკამენტოზური მკურნალობის გაგრძელებას, სანამ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში არ გადაიყვანენ. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის ეტაპირება 8 ნოემბერს განხორციელდა. როგორც ექს-პრეზიდენტი, ისე მისი ადვოკატები და მხარდამჭერები მის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ და მოითხოვენ, მაგრამ ხელისუფლება ამ მოწოდებას არ იზიარებს.„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს ყოველდღიურად მართავენ. ამავე მოთხოვნით შიმშილობს საქართველოს პარლამენტის ათი დეპუტატი, ასევე ფოთის, ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოების ცალკეული დეპუტატები. შიმშილობის აქციას შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები, ექიმები, ცნობილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე.
https://sputnik-georgia.com/20211119/-------262223864.html
https://sputnik-georgia.com/20211119/mixeil-saakasvili-goris-hospitalsi-gadaiyvanes-262205570.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259845195_557:376:2190:1600_1920x0_80_0_0_bd8dbe9786521a950f84008ed2027ed4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი
კობახიძე: ელენე ხოშტარიას მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად სააკაშვილს ეკისრება
15:45 19.11.2021 (განახლებულია: 20:31 19.11.2021) ელენე ხოშტარიამ დღეს განაცხადა, რომ წყვეტს მედიკამენტოზურ მკურნალობას მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მთლიანად პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილი, განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო.
მთელი ამ დროის მანძილზე იგი მხოლოდ წყალს იღებს. ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე გაუარესდა და მისთვის სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ექიმებმა მისი საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს, რაზეც პოლიტიკოსმა უარი განაცხადა.
კობახიძემ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, გააცნობიეროს თუ რა პასუხისმგებლობა აკისრია მოშიმშილე დეპუტატ ელენე ხოშტარიასთან მიმართებაში, ხელისუფლება კი თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს, რათა დაიცვას თითეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.
„ეს უპასუხისმგებლო კაცი. მას ელემენტარული კაცობა რომ ჰქონდეს, რა თქმა უნდა, შიმშილობას მხოლოდ ამის გამო შეწყვეტდა, თუმცა მას კაცობის არაფერი სცხია. მან ეს დაამტკიცა ცხრა წლის მანძილზე, როცა მმართველობაში იყო და როცა ოპოზიციის ლიდერი იყო“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ საქართველოს ექს-პრეზიდენტს ურჩია, რომ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რადგან ამ საკითხზე ბევრი რამაა დამოკიდებული, მათ შორის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა.
„ამას არ აკეთებს მიხეილ სააკაშვილი, რითიც ავლენს თავის ბუნებას და ამბობს, რომ მისთვის სტრასბურგის სასამართლო არაფერია. რა თქმა უნდა, სტრასბურგის სასამართლოზე გაბრაზებულიც არის, ერთი მარტივი მიზეზის გამო – დაახლოებით 100-ჯერ ამხილა სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი უამრავ დანაშაულში“, – აცხადებს კობახიძე.
მისივე თქმით, სააკაშვილის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები საზოგადოებისთვის უკვე მომაბეზრებელი გახდა და მან აუცილებლად უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯი.
1 ოქტომბრიდან მოშიმშილე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ მკვეთრად გაუარესდა – ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ მან გონება დაკარგა.
ციხის საავადმყოფოს თანამშრომლებმა, სადაც ექს-პრეზიდენტი 8 ნოემბერს გადაიყვანეს, იგი რეანიმაციულ განყოფილებაში საკაცით შეიყვანეს. მოგვიანებით განცხადება გაკეთდა იმის შესახებ, რომ მისი მდგომარეობა დასტაბილურდა. დღეს აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ელენე ხოშტარია და განაცხადა, რომ ის აღარ აპირებს მედიკამენტოზური მკურნალობის გაგრძელებას, სანამ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში არ გადაიყვანენ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის ეტაპირება 8 ნოემბერს განხორციელდა. როგორც ექს-პრეზიდენტი, ისე მისი ადვოკატები და მხარდამჭერები მის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ და მოითხოვენ, მაგრამ ხელისუფლება ამ მოწოდებას არ იზიარებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს ყოველდღიურად მართავენ. ამავე მოთხოვნით შიმშილობს საქართველოს პარლამენტის ათი დეპუტატი, ასევე ფოთის, ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოების ცალკეული დეპუტატები. შიმშილობის აქციას შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები, ექიმები, ცნობილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე.