https://sputnik-georgia.com/20211118/reanimatologi-saakasvili-jerjerobit-reanimaciis-ganyofilebasi-darceba-262202257.html
რეანიმატოლოგი: სააკაშვილი ჯერჯერობით რეანიმაციის განყოფილებაში დარჩება
რეანიმატოლოგი: სააკაშვილი ჯერჯერობით რეანიმაციის განყოფილებაში დარჩება
Sputnik საქართველო
სააკაშვილი კონტაქტურია და ტელევიზორით აკვირდება, რა ხდება ციხის შენობასთან. 18.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-18T21:48+0400
2021-11-18T21:48+0400
2021-11-18T23:31+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24890/36/248903692_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_cda2781d59c073db653a3919dce1c91d.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი - Sputnik. ექიმების გადაწყვეტილებით, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში დარჩება, განაცხადა ექიმმა-რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა.სააკაშვილი რეანიმაციაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ გონება დაკარგა და წაიქცა.მისი განცხადებით, ადგილზე მორიგეობს რეანიმატოლოგი, რომელიც სიტუაციას აკონტროლებს.მისი თქმით, სააკაშვილი კონტაქტურია და ტელევიზორით აკვირდება, რა ხდება ციხის შენობასთან.საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის ეტაპირება 8 ნოემბერს განხორციელდა. როგორც ექს-პრეზიდენტი, ისე მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და მხარდამჭერები მის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.გუშინ სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გაავრცელა. მათი თქმით, ციხის საავადმყოფო კარგად არის აღჭურვილი, მაგრამ იგი მაინც არ შეესაბამება იმ პირობებს, რომლებიც ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სამკურნალოდ არის საჭირო.სააკაშვილს ორი სისხლის სამართლის საქმეზე სამშობლოში დაუსწრებლად მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე განხილვის პროცესშია, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ. თავად მესამე პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს გაყალბებულს უწოდებს.
https://sputnik-georgia.com/20211118/nacmozraobam-saakasvilis-mdgomareobis-gauaresebis-gamo-saprotesto-aqcia-daaanonsa-262200905.html
https://sputnik-georgia.com/20211118/saxalxo-damcvelis-mier-mowveuli-eqimebis-jgufi-jandacvis-ministrs-xvdeba-262199684.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24890/36/248903692_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_801ceb8834e7c1301bb79158e27eca7d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
რეანიმატოლოგი: სააკაშვილი ჯერჯერობით რეანიმაციის განყოფილებაში დარჩება
21:48 18.11.2021 (განახლებულია: 23:31 18.11.2021) სააკაშვილი კონტაქტურია და ტელევიზორით აკვირდება, რა ხდება ციხის შენობასთან.
თბილისი, 18 ნოემბერი - Sputnik. ექიმების გადაწყვეტილებით, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში დარჩება, განაცხადა ექიმმა-რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა.
სააკაშვილი რეანიმაციაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ გონება დაკარგა და წაიქცა.
„ჩვენ მას ვტოვებთ რეანიმაციულ განყოფილებაში, ის იქნება პერმანენტული მეთვალყურეობის ქვეშ. მას სჭირდება სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი. მისი მდგომარეობა ისე მკვეთრად დამძიმდა, რომ სასწრაფოდ დასჭირდა მისი რეანიმაციაში გადაყვანა. ამდენი ხნის შიმშილი იწვევს უამრავ ცვლილებას ორგანიზმში და გარკვეულ სისტემაში ახდენს გამოვლინებას, დღეს მოხდა ცნობიერების კარგვა, იყო ჰიპერტენზია, ტაქიკარდია. ახლა ეს პრობლემები მოხსნილია“, – განაცხადა ექიმმა.
მისი განცხადებით, ადგილზე მორიგეობს რეანიმატოლოგი, რომელიც სიტუაციას აკონტროლებს.
მისი თქმით, სააკაშვილი კონტაქტურია და ტელევიზორით აკვირდება, რა ხდება ციხის შენობასთან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის ეტაპირება 8 ნოემბერს განხორციელდა. როგორც ექს-პრეზიდენტი, ისე მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და მხარდამჭერები მის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.
გუშინ სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გაავრცელა. მათი თქმით, ციხის საავადმყოფო კარგად არის აღჭურვილი, მაგრამ იგი მაინც არ შეესაბამება იმ პირობებს, რომლებიც ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სამკურნალოდ არის საჭირო.
სააკაშვილს ორი სისხლის სამართლის საქმეზე სამშობლოში დაუსწრებლად მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე განხილვის პროცესშია, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ. თავად მესამე პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს გაყალბებულს უწოდებს.