https://sputnik-georgia.com/20211118/nacmozraobam-saakasvilis-mdgomareobis-gauaresebis-gamo-saprotesto-aqcia-daaanonsa-262200905.html
„ნაცმოძრაობამ“ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესების გამო საპროტესტო აქცია დააანონსა
„ნაცმოძრაობამ“ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესების გამო საპროტესტო აქცია დააანონსა
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ გეგმები შეცვალა – თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია დაიგეგმა რეგიონების მცხოვრებლების მონაწილეობით. 18.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-18T21:02+0400
2021-11-18T21:02+0400
2021-11-18T23:23+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0f/262084438_0:134:1281:854_1920x0_80_0_0_54edf55c3e236610e5b6fa802058de5c.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. მთავარი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების ფონზე, მის მხარდამჭერებს პარასკევს თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდა.ამგვარად, თბილისში გაიმართება არა სამი მცირე აქცია, რომელიც ქალაქის სამ უბანში იგეგმებოდა, არამედ ერთი მასშტაბური აქცია რეგიონიდან ჩამოსული აქტივისტების მონაწილეობით.„ნაციონალური მოძრაობა“ და პარტიის თანამოაზრეები მოითხოვენ ექს-პრეზიდენტის გადაყვანას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში. ამჟამად ექს-პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.დღეს გლდანის ციხის საავადმყოფოში მყოფი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 49-ე დღე შიმშილობს, ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ შეუძლოდ გახდა და წაიქცა. ის საკაცით გაიყვანეს.გუშინ სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გაავრცელა. მათი თქმით, ციხის საავადმყოფო კარგად არის აღჭურვილი, მაგრამ იგი მაინც არ შეესაბამება იმ პირობებს, რომლებიც ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სამკურნალოდ არის საჭირო.საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის ეტაპირება 8 ნოემბერს განხორციელდა. როგორც ექს-პრეზიდენტი, ისე მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და მხარდამჭერები მის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.სააკაშვილს ორი სისხლის სამართლის საქმეზე სამშობლოში დაუსწრებლად მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე განხილვის პროცესშია, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ. თავად მესამე პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს გაყალბებულს უწოდებს.
https://sputnik-georgia.com/20211118/mixeil-saakasvili-reanimaciasia-nika-gvaramias-gancxadeba-262200085.html
https://sputnik-georgia.com/20211118/saxalxo-damcvelis-mier-mowveuli-eqimebis-jgufi-jandacvis-ministrs-xvdeba-262199684.html
https://sputnik-georgia.com/20211118/aucileblobis-semtxvevasi-saakasvils-samoqalaqo-klinikasi-gadaiyvanen-262175323.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0f/262084438_0:0:1139:854_1920x0_80_0_0_22651d5d15777b6fee81663530356e45.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
„ნაცმოძრაობამ“ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესების გამო საპროტესტო აქცია დააანონსა
21:02 18.11.2021 (განახლებულია: 23:23 18.11.2021) საქართველოს მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ გეგმები შეცვალა – თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია დაიგეგმა რეგიონების მცხოვრებლების მონაწილეობით.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. მთავარი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების ფონზე, მის მხარდამჭერებს პარასკევს თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდა.
ამგვარად, თბილისში გაიმართება არა სამი მცირე აქცია, რომელიც ქალაქის სამ უბანში იგეგმებოდა, არამედ ერთი მასშტაბური აქცია რეგიონიდან ჩამოსული აქტივისტების მონაწილეობით.
„გთხოვთ ყველას, გადავდოთ ყოველგვარი საქმიანობა... ხვალ, 3 საათზე ყველანი რესპუბლიკის მოედანზე. მათ გასაგონად, ვინც დააპირებს თბილისში ხვალვე ჩამოსვლას, თბილად ჩაიცვით და მოემზადეთ სამართლიანი, არაძალადობრივი ბრძოლისთვის. ბრძოლა, რომელიც აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
„ნაციონალური მოძრაობა“ და პარტიის თანამოაზრეები მოითხოვენ ექს-პრეზიდენტის გადაყვანას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში. ამჟამად ექს-პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.
დღეს გლდანის ციხის საავადმყოფოში მყოფი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 49-ე დღე შიმშილობს, ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ შეუძლოდ გახდა და წაიქცა. ის საკაცით გაიყვანეს.
გუშინ სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გაავრცელა. მათი თქმით, ციხის საავადმყოფო კარგად არის აღჭურვილი, მაგრამ იგი მაინც არ შეესაბამება იმ პირობებს, რომლებიც ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სამკურნალოდ არის საჭირო.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის ეტაპირება 8 ნოემბერს განხორციელდა. როგორც ექს-პრეზიდენტი, ისე მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და მხარდამჭერები მის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.
სააკაშვილს ორი სისხლის სამართლის საქმეზე სამშობლოში დაუსწრებლად მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე განხილვის პროცესშია, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ. თავად მესამე პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს გაყალბებულს უწოდებს.