სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექიმების ჯგუფი ჯანდაცვის მინისტრს ხვდება

© photo: Sputnik / Olga Kiknavelidzeციხე
ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2021
გამოწერა
ცოტა ხნის წინ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა გონება დაკარგა და წაიქცა.
თბილისი, 18 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექიმების ჯგუფი მართავს შეხვედრას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინა ტიკარაძესთან მას შემდეგ, რაც ციხის საავადმყოფოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, ნათქვამია ომბუდსმენის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2021
სტაბილურია: პენიტენციური სამსახურის განცხადება სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ
მანამდე ექს-პრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილი შეუძლოდ გახდა და მოწყვეტით წაიქცა. მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია.
„რამდენიმე წუთში სახალხო დამცველის წარმომადგენელი მე-18 დაწესებულებაში შევა... მიხეილ სააკაშვილის მონახულების სურვილი გამოთქვეს კონსილიუმის ექიმებმაც“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გლდანის ციხის კლინიკაში „ქართული ოცნების“ დეპუტატებიც აპირებენ შესვლას.
აგრეთვე, ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგეგმება სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა.
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილური, 9 ექიმით დაკომპლექტებული ექსპერტთა ჯგუფი შექმნა.
გუშინ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გაავრცელა. მათი თქმით, ციხის საავადმყოფო კარგად არის აღჭურვილი, მაგრამ იგი მაინც არ შეესაბამება იმ პირობებს, რომლებიც ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სამკურნალოდ არის საჭირო.
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2021
წულუკიანი: აუცილებლობის შემთხვევაში სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ
ექიმების დასკვნაში ნათქვამია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია. მათი დიაგნოზია: ვერნიკეს ენცეფალოპათია, პერსისტენტული ჰიპოკალიემია, ანემია - თალასემია, გასტროინტესტინალური სისხლდენის მაღალი ალბათობა, მაღალი სტრესული გარემო.
ექიმების განმარტებით, შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში არაერთი გართულებაა მოსალოდნელი, მათ შორის: ვერნიკეს ენცეფალოპათიის დამძიმება კომით, ეპილეფსიური სტატუსით, ჰიპოკალიემიით გამოწვეული ლეტალური არითმია, რაბდომიოლიზი, თირკმლის უკმარისობა, გასტროინტესტინალური სისხლდენა. შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში კი დიდი ალბათობაა, განვითარდეს კვების აღდგენის (რეფიდინგის) სინდრომი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის ეტაპირება 8 ნოემბერს განხორციელდა. როგორც ექს-პრეზიდენტი, ისე მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და მხარდამჭერები მის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ №18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
ყველა ახალი ამბავი
0