რამდენი დახარჯეს უცხოელებმა საქართველოში: ეროვნული ბანკის მონაცემები

© courtesy of Mindia Davitadze Photographyტურისტები
ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
გამოწერა
საერთაშორისო მოგზაურებმა ოქტომბერში საქართველოში 220,7 ათასი ვიზიტი განახორციელეს.
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურებიდან ოქტომბერში 142,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის ეროვნული ბანკის განცხადებაში.
რეგულატორის ინფორმაციით, უცხოელებიდან შემოსული შემოსავლები წელიწადში 127,1 მლნ დოლარით გაიზარდა (9,4-ჯერ), თუმცა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით (2019 წ.) შემოსავლები 46,7%-ით ნაკლებია.
შემოსავლების 15,5% (22 მლნ დოლარი) 2021 წლის ოქტომბერში ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. ასევე მნიშვნელოვანია ტურისტების წილი რუსეთიდან (18,3 მლნ დოლარი), ისრაელიდან (15,5 მლნ), თურქეთიდან (14,8 მლნ), უკრაინიდან (14,5 მლნ) და საუდის არაბეთიდან (9,5 მლნ).
ტურისტი - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ტურიზმისგან ცხრა თვეში
როგორც ეროვნული ბანკი აღნიშნავს, ტურიზმის სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და კორონავირუსის პანდემიამდე ის სწრაფად მზარდი ტენდენციებით ხასიათდებოდა. შესაბამისი სტატისტიკა – უცხოელ მოგზაურთა ხარჯები – საგადასახადო ბალანსის შემადგენელი ნაწილია და ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს საგადასახდელო ბალანსში კვარტალურად ქვეყნდება. აღნიშნული საკითხის მნიშვნელობიდან და არსებული დიდი ინტერესიდან გამომდინარე, რეგულატორი უცხოელ მოგზაურთა დანახარჯების წინასწარი სტატისტიკის ყოველთვიურად გამოქვეყნებას იწყებს.
სტატისტიკის მიხედვით, უცხოელმა მოგზაურებმა ოქტომბერში საქართველოში 220,7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, აქედან ტურისტული მიზნით – 188,8 ათასი. ტურისტული ვიზიტების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ოთხჯერ გაიზარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია GIZ-სგან 190 ათას ევროს მიიღებს>>
ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. საქართველოს რეკორდულმა წარმატებამ 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, აიძულა ამ დარგში დასაქმებული ადამიანები უფრო საფუძვლიანად მომზადებულიყვნენ 2020 წლისთვის. მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა. ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.
ყველა ახალი ამბავი
0