რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ტურიზმისგან ცხრა თვეში

© courtesy of Mindia Davitadzeტურისტი
ტურისტი - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის წილი 10%-ს შეადგენდა, ამიტომაც ამ დარგის აღდგენა ქვეყნის ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველომ 9 თვეში საერთაშორისო მოგზაურებიდან 866 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 73%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მონაცემზე 66%-ით ნაკლები, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
2021 წლის იანვარი–სექტემბრის შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 865.654.831 დოლარს, რაც 366.579.535 დოლარით მეტია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 1.717.184.741 დოლარით ნაკლები.
რაც შეეხება წინა თვეს, წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის სექტემბრის მდგომარეობით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 161.862.751 აშშ დოლარს, რაც 146.187.024 დოლარით მეტია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ზრდა არის 933%. 2019 წლის სექტემბერთან შედარებით კი კლება 156.770.174 დოლარს, ანუ 49%-ს შეადგენს.
ტურისტი - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია GIZ-სგან 190 ათას ევროს მიიღებს
ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. საქართველოს რეკორდულმა წარმატებამ 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, აიძულა ამ დარგში დასაქმებული ადამიანები უფრო საფუძვლიანად მომზადებულიყვნენ 2020 წლისთვის. მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა. ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.
ყველა ახალი ამბავი
0