https://sputnik-georgia.com/20211117/nino-lomjaria-strasburgis-sasamartlosgan-saakasvilis-saqmesi-mxaris-statuss-moitxovs-262131703.html
ნინო ლომჯარია სტრასბურგის სასამართლოსგან სააკაშვილის საქმეში მხარის სტატუსს მოითხოვს
ნინო ლომჯარია სტრასბურგის სასამართლოსგან სააკაშვილის საქმეში მხარის სტატუსს მოითხოვს
Sputnik საქართველო
სახალხო დამცველმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით ექიმების ჯგუფი შექმნა. 17.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-17T09:44+0400
2021-11-17T09:44+0400
2021-11-17T15:07+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
ადამიანის უფლებები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24722/91/247229154_0:140:2048:1293_1920x0_80_0_0_55f2e2b62ccf0754793a042b947c277b.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აპირებს სტრასბურგის სასამართლოს მესამე მხარედ ჩართვის თხოვნით მიმართოს საქმეში „მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“.სტრასბურგის სასამართლოში ამ სარჩელის შეტანას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აპირებენ. მანამდე მათ სტრასბურგის სასამართლოს სარჩელით 10 ნოემბერს მიმართეს იმ იმედით, რომ სასამართლო საქართველოს ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტის ციხის საავადმყოფოდან მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში ეტაპირებას დააკისრებდა.მანამდე საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა ექიმების მღავალფუნქციური ჯგუფის შექმნის შესახებ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით.ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) პატიმრობაში მყოფ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უარი განუცხადა მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით დროებითი ზომების გამოყენებაზე.ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას დააკისრა სააკაშვილის ადეკვატური მკურნალობა და უსაფრთხოება, ასევე სასამართლოს ინფორმირება მისი მდგომარეობის შესახებ. ხოლო მომჩივანს – მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლომ მხარეებს შესთავაზა ორი კვირის განმავლობაში, 24 ნოემბრამდე წარადგინონ არგუმენტები დროებითი ზომების გამოყენებასთან დაკავშირებით. სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, საქმეს პრიორიტეტული სტატუსი მიანიჭოს.მანამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ 24 ნოემბრამდე უწყება სტრასბურგის სასამართლოს მიაწვდის მსჯავრდებულის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას.თავად სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შეწყვიტოს შიმშილობა, თუ მას სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ. ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა 47 დღის წინ გამოაცხადა.სააკაშვილის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზად იუსტიციის სამინისტრომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების რისკი დაასახელა. სამინისტროს მონაცემებით, სააკაშვილი უარს აცხადებდა სამედიცინო დახმარების სრულად მიღებაზე.სააკაშვილმა სახელმწიფო საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და ის თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. საქართველოში ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ ხუთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ორ საქმეზე იგი დამნაშავედ არის ცნობილი, კიდევ სამი საქმე კი განხილვის სტადიაშია. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს, ხოლო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს – გაყალბებულს.
https://sputnik-georgia.com/20211116/saxalxo-damcvelma-saakasvilis-mdgomareobis-monitoringis-miznit-eqspertta-jgufi-seqmna-262126319.html
https://sputnik-georgia.com/20211111/saxalxo-damcvelma-saakasvili-etapirebis-kadrebis-gasajaroeba-dagmo-261998659.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24722/91/247229154_286:66:2018:1365_1920x0_80_0_0_4ff6ed8ea3198ed5b62d814f6d97dd92.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, ადამიანის უფლებები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, ადამიანის უფლებები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში
ნინო ლომჯარია სტრასბურგის სასამართლოსგან სააკაშვილის საქმეში მხარის სტატუსს მოითხოვს
09:44 17.11.2021 (განახლებულია: 15:07 17.11.2021) სახალხო დამცველმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით ექიმების ჯგუფი შექმნა.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აპირებს სტრასბურგის სასამართლოს მესამე მხარედ ჩართვის თხოვნით მიმართოს საქმეში „მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“.
სტრასბურგის სასამართლოში ამ სარჩელის შეტანას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აპირებენ. მანამდე მათ სტრასბურგის სასამართლოს სარჩელით 10 ნოემბერს მიმართეს იმ იმედით, რომ სასამართლო საქართველოს ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტის ციხის საავადმყოფოდან მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში ეტაპირებას დააკისრებდა.
„ჩვენ გვქონია შემთხვევები, როცა სტრასბურგი თანხმდება, სახალხო დამცველს რთავს საქმეებში მესამე მხარედ და იმედს ვიტოვებთ, რომ ამ შემთხვევაშიც მოგვეცემა საშუალება. და თუ მიიღებს სტრასბურგის სასამართლო ჩვენს თხოვნას, იქ წარვადგენთ ჩვენ მიერ, მათ შორის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მოპოვებულ ინფორმაციას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ.
მანამდე საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა ექიმების მღავალფუნქციური ჯგუფის შექმნის შესახებ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) პატიმრობაში მყოფ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უარი განუცხადა მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით დროებითი ზომების გამოყენებაზე.
ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას დააკისრა სააკაშვილის ადეკვატური მკურნალობა და უსაფრთხოება, ასევე სასამართლოს ინფორმირება მისი მდგომარეობის შესახებ. ხოლო მომჩივანს – მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლომ მხარეებს შესთავაზა ორი კვირის განმავლობაში, 24 ნოემბრამდე წარადგინონ არგუმენტები დროებითი ზომების გამოყენებასთან დაკავშირებით. სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, საქმეს პრიორიტეტული სტატუსი მიანიჭოს.
მანამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ 24 ნოემბრამდე უწყება სტრასბურგის სასამართლოს მიაწვდის მსჯავრდებულის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას.
თავად სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შეწყვიტოს შიმშილობა, თუ მას სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ. ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა 47 დღის წინ გამოაცხადა.
სააკაშვილის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზად იუსტიციის სამინისტრომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების რისკი დაასახელა. სამინისტროს მონაცემებით, სააკაშვილი უარს აცხადებდა სამედიცინო დახმარების სრულად მიღებაზე.
სააკაშვილმა სახელმწიფო საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და ის თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. საქართველოში ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ ხუთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ორ საქმეზე იგი დამნაშავედ არის ცნობილი, კიდევ სამი საქმე კი განხილვის სტადიაშია. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს, ხოლო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს – გაყალბებულს.