https://sputnik-georgia.com/20211116/saxalxo-damcvelma-saakasvilis-mdgomareobis-monitoringis-miznit-eqspertta-jgufi-seqmna-262126319.html
სახალხო დამცველმა სააკაშვილის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით ექსპერტთა ჯგუფი შექმნა
სახალხო დამცველმა სააკაშვილის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით ექსპერტთა ჯგუფი შექმნა
Sputnik საქართველო
კონსილიუმში ჩართულია ცხრა მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი სპეციალისტი, აღნიშნა ომბუდსმენმა. 16.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-16T19:55+0400
2021-11-16T19:55+0400
2021-11-16T23:13+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
ადამიანის უფლებები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/13/247551338_0:34:1024:610_1920x0_80_0_0_f074878819dec8e62edac5b1b83009e6.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილური ექსპერტთა ჯგუფი შექმნა.დღეს, 16 ნოემბერს, 20:00 საათზე სახალხო დამცველი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან ერთან N18 სამკურნალო დაწესებულებაში შევა.მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 47 დღის წინ გამოაცხადა. პენიტენციურმა სამსახურმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკის გამო ის რუსთავის №12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.სახალხო დამცველმა კონსილიუმში ჩართო სპეციალისტები, რომლებიც, მისი თქმით, მაღალი კვალიფიკაციითა და კეთილსინდისიერებით გამოირჩევიან. ამდენად, სააკაშვილის ჯანმრთელობას დააკვირდებიან:„საჭიროების შემთხვევაში კი ჯგუფის შემადგენლობა გაფართოვდება შესაბამისი დარგის სამედიცინო ექსპერტთა მონაწილეობით“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველს უკვე არაერთხელ აქვს გამოყენებული საკონსულტაციო სამუშაოთა შესასრულებლად ექიმ-სპეციალისტთა მოწვევის მანდატი სხვა პატიმრებთან დაკავშირებით.სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ ექსპერტთა მულტიპროფილური გუნდი ისარგებლებს სახალხო დამცველის მიერ მინიჭებული სპეციალური უფლებამოსილებებით. საჭიროების შემთხვევაში ექიმებს საშუალება ექნებათ მოინახულონ პატიმარი სააკაშვილი, დაათვალიერონ N18 სამედიცინო დაწესებულება და შეისწავლონ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია.სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს პენიტენციურ სამსახურს, მოკლე ვადებში შეიმუშაოს მრავალფუნქციური საბჭოს მუშაობის პროტოკოლი.სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღეს - 1 ოქტომბერს გამოაცხადა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს, ხოლო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს – გაყალბებულს. ჯანმრთელობის გაუარესების რისკის გამო სააკაშვილი 8 ნოემბერს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეტაპირების ვიდეოკადრები პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა, რასაც მწვავე რეაქცია მოჰყვა ოპოზიციის და უფლებადამცველების მხრიდან.თავად სააკაშვილი, მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და მხარდამჭერები სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა პარლამენტის ათმა დეპუტატმა, რუსთავის და ზუგდიდის საკრებულოს წევრებმა, ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ.სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ოპოზიცია თბილისსა და სხვა ქალაქებში ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს მართავს.
https://sputnik-georgia.com/20211116/strasburgis-sasamartlo-saakashviltan-dakavshirebit-gadawyvetilebaze-262124008.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/13/247551338_60:43:914:683_1920x0_80_0_0_14702ef0ffc65dc20850c60c66baea8c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, ადამიანის უფლებები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, ადამიანის უფლებები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში
სახალხო დამცველმა სააკაშვილის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით ექსპერტთა ჯგუფი შექმნა
19:55 16.11.2021 (განახლებულია: 23:13 16.11.2021) კონსილიუმში ჩართულია ცხრა მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი სპეციალისტი, აღნიშნა ომბუდსმენმა.
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილური ექსპერტთა ჯგუფი შექმნა.
დღეს, 16 ნოემბერს, 20:00 საათზე სახალხო დამცველი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან ერთან N18 სამკურნალო დაწესებულებაში შევა.
მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 47 დღის წინ გამოაცხადა. პენიტენციურმა სამსახურმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკის გამო ის რუსთავის №12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.
„ჯგუფის მიზანია ასევე შეაფასოს რამდენად შეესაბამება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების დაცვას N18 სამკურნალო დაწესებულება ამჟამად და იქნება თუ არა ამ დაწესებულებაში ადეკვატური სამედიცინო სერვისის მიწოდება შესაძლებელი პატიმრის მიერ ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, როგორც ამას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ითხოვს“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
სახალხო დამცველმა კონსილიუმში ჩართო სპეციალისტები, რომლებიც, მისი თქმით, მაღალი კვალიფიკაციითა და კეთილსინდისიერებით გამოირჩევიან. ამდენად, სააკაშვილის ჯანმრთელობას დააკვირდებიან:
გიორგი გრიგოლია - ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
გრიგოლი ხურციძე - შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა
გიორგი კაჭარავა - კარდიოლოგი
გიორგი პაპიაშვილი - კარდიოლოგი/არითმიოლოგი
აიდა გოზალოვა - ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი
მამუკა მაჩაიძე - ინფექციონისტი, თერაპევტი
ნინო ზავრაშვილი - ენდოკრინოლოგი
მერაბ ქავთარაძე - მედიცინის დოქტორი, სახალხო დამცველის აპარატში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული ექიმი.
„საჭიროების შემთხვევაში კი ჯგუფის შემადგენლობა გაფართოვდება შესაბამისი დარგის სამედიცინო ექსპერტთა მონაწილეობით“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველს უკვე არაერთხელ აქვს გამოყენებული საკონსულტაციო სამუშაოთა შესასრულებლად ექიმ-სპეციალისტთა მოწვევის მანდატი სხვა პატიმრებთან დაკავშირებით.
სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ ექსპერტთა მულტიპროფილური გუნდი ისარგებლებს სახალხო დამცველის მიერ მინიჭებული სპეციალური უფლებამოსილებებით. საჭიროების შემთხვევაში ექიმებს საშუალება ექნებათ მოინახულონ პატიმარი სააკაშვილი, დაათვალიერონ N18 სამედიცინო დაწესებულება და შეისწავლონ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია.
„სწორედ ექსპერტ-სპეციალისტთა დასკვნებით იხელმძღვანელებს სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თავისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავების პროცესში“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს პენიტენციურ სამსახურს, მოკლე ვადებში შეიმუშაოს მრავალფუნქციური საბჭოს მუშაობის პროტოკოლი.
სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღეს - 1 ოქტომბერს გამოაცხადა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს, ხოლო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს – გაყალბებულს. ჯანმრთელობის გაუარესების რისკის გამო სააკაშვილი 8 ნოემბერს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეტაპირების ვიდეოკადრები პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა, რასაც მწვავე რეაქცია მოჰყვა ოპოზიციის და უფლებადამცველების მხრიდან.
თავად სააკაშვილი, მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და მხარდამჭერები სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა პარლამენტის ათმა დეპუტატმა, რუსთავის და ზუგდიდის საკრებულოს წევრებმა, ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ.
სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ოპოზიცია თბილისსა და სხვა ქალაქებში ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს მართავს.